მოზაიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოზაიკა |
georgios |
Aug 14 2011, 12:34 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
მოზაიკა, რომელსაც ღრმა ფესვები გააჩნია, გავრცელდა ქრისტიანულ ხელოვნებაში და დღემდე დაცულია ნამუშევრები, რომლებიც გამორჩეულია და აღგვაფრთოვანებს.
მოზაიკის ხელოვნების საყურადღებო ნიმუშები არის, მაგალითად სიცილიაზე. ეს არის სიცილიის ქალაქ ჩეფალუს საკათედრო ტაძარი. ამ ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავობა არის მოზაიკა. ის შესრულებულია როჟერ მეორის მიერ 1145 წელს მოწვეული ბიზანტიელი ოსტატების მიერ. არა მარტო ამ ტაძარში, ზოგადად იტალიის ხელოვნებაში ვხედავთ ბიზანტიელი ოსტატების გავლენას და ეს განსაკუთრებით ჩანს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მათ შორის სიცილიაზე. ჩეფალუს ტაძარში ეს არის პალერმოში არსებული ტაძარი, მარტორანა. ეს კი ამ ტაძრის მოზაიკა ხარება მთავარანგელოზი მიქაელი მთავარანგელოზი გაბრიელი მირქმა ღვთისმშობლის მიძინება შობა -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
qetevano |
Feb 11 2013, 06:36 PM
პოსტი
#2
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
აკაკი
კი გასაგებია რასაც ამბობ, რომ არ ქონოდათ საკუთარი ინტერპრეტაცია იმ ძველ ხატმწერებს არც გვექნებოდა ისეთი შესანიშნავი ნიმუშები როგორებიც შემოგვრჩა. მაგალითად სვანური და ა.შ. ღვთისმშობლის გამოსახულება ადრეულ საუკუნეებში ასევე გვხვდება როგორც დედოფალი, გვირგვინით და თეთრი შესამოსელით.. ასევე ყვავილებით მორთულიც. მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დადგინდა ღვთისმშობლის იკონოგრაფია (ნუ მართალია ეს გელათის ფრესკებამდე მოხდა მე_5 საუკუნეში), რომლის მიხედვითაც გამოისახება ის მეწამული მაფორიუმით და ლურჯი სტოლით. იმაში გეთანხმები რომ რაღაც ინტერპრეტაცია უნდა გავუკეთოთ, მაგრამ დადგენილი კანონები მაინც უნდა დავიცვათ. ყველაფერ მაგას ხომ თავის დანიშნულება აქვს და მაგიტომ. ასე რომ არ დაეცვათ კანონიკა დღევანდელი ხატწერის ადგილას ჩემი აზრით მივიღებდით რაფაელის მსგავს სანტა მარიებს... და სულ გადასხვაფერებულ გამოსახულებებს, ყველას რომ თავის ჭკუაზე დაეხატა.... გელათის მოზაიკები მგონია რომ აია სოფიას მიხედვით არის გაკეთებული, იმიტომაც დავდე ერთად და აია სოფია კი იმ საეკლესიო კრებამდეა აშენებული, მე4 საუკუნეში. -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 07:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი