ლოცვა, დილის და ძილად მისვლის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლოცვა, დილის და ძილად მისვლის |
lch |
Feb 1 2013, 11:08 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
მაინტერესებს დღეს არსებული (ლოცვანებში ტირაჟირებული) დილისა და ძილად მისვლის ლოცვები ვის მიერ არის დადგენილი და როდიდან... ეს დაკანონებულია ადგილობრივი ეკლესიის მიერ თუ განსაზღვრულია რომელიმე მსოფლიო საეკლესიო კრებით...
სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც (ეკლესიებშიც) ერში იგივე ლოცვებით ლოცულობენ დილას და საღამოს, როგორც ჩვენ თუ რაიმე განსხვავებებია... დიდი მადლობა წინასწარ... მოხარული ვიქნები თუ ამ საკითხებზე მომაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
lch |
Feb 12 2013, 02:38 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ქევანა
ციტატა გურამ, მე ასე გავიგე იჩის კითხვა რომ ვის მიერ არის ასეთი თანმიმდევრობით შეკრებილიო... თქვენ სწორად ჩასწვდით საქამის ვითარებას... მარიამი ყურმოკვრით მეც გავიგე რაღაცეები და დაზუსტებას ვერ ვახერხებ... დღეს მაგალითად რუსეთში დილის ლოცვები ისეთივეა როგორჩ ჩვენი, ძილად მისვლის კი განსხვავდებაო (უფრო გძელია...) საბერძნეთში დღემდე დილით კითხულობენ შუაღამიანს და საღამოს სერობას (ორივე არის ჟამნში)... ალბათ ჩვენთანაც ასე იყო ადრე... მაგრამ ჭირს დაზუსტება თუ ვინ, სად და როდის დადგინდა ჩვენში დილის და საღამოს ლოცვების დღეს არსებული კრებული... P.S. ცალკე საკითხია დღეს ლოცვების ტექსტების დაუზუსტებლობა, აგერ უკვე 16-17 წელია ვცდილობ ეკლესიურად ვიცხოვრო, ამ ხნის მანძილზე ძალიან ბევრი ლოცვანი დამიგროვდა და რომ გადავხედე აღმოვაჩინე - აბსოლუტურად ყველა წიგნში, ნებისმიერი ერთი და იგივე ლოცვა სხვადასხვანაირად არის დაბეჭდილი, "მამაო ჩვენოსაც" კი სხვადასხვა რედაქციები აქვს... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი