ლოცვა, დილის და ძილად მისვლის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლოცვა, დილის და ძილად მისვლის |
lch |
Feb 1 2013, 11:08 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
მაინტერესებს დღეს არსებული (ლოცვანებში ტირაჟირებული) დილისა და ძილად მისვლის ლოცვები ვის მიერ არის დადგენილი და როდიდან... ეს დაკანონებულია ადგილობრივი ეკლესიის მიერ თუ განსაზღვრულია რომელიმე მსოფლიო საეკლესიო კრებით...
სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც (ეკლესიებშიც) ერში იგივე ლოცვებით ლოცულობენ დილას და საღამოს, როგორც ჩვენ თუ რაიმე განსხვავებებია... დიდი მადლობა წინასწარ... მოხარული ვიქნები თუ ამ საკითხებზე მომაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
A.V.M |
Feb 12 2013, 04:50 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
lch
ციტატა დღეს მაგალითად რუსეთში დილის ლოცვები ისეთივეა როგორჩ ჩვენი, ძილად მისვლის კი განსხვავდებაო (უფრო გძელია...) ზოგადად ძილად მისვლისა და მის შემდგომი ლოცვები პირველი საუკუნეებიდან მოდის , მაგრამ ეს ვარიანტი როგორც მე ვიცი მე-15 , მე-16 საუკუნის მიჯნაზეა შეჯერებული . ჩვენი და რუსული ვერსიები კი ბევრ რამეში ეთანხმებიან ერთმანეთს და განსხვავება მცირედია... ციტატა P.S. ცალკე საკითხია დღეს ლოცვების ტექსტების დაუზუსტებლობა, აგერ უკვე 16-17 წელია ვცდილობ ეკლესიურად ვიცხოვრო, ამ ხნის მანძილზე ძალიან ბევრი ლოცვანი დამიგროვდა და რომ გადავხედე აღმოვაჩინე - აბსოლუტურად ყველა წიგნში, ნებისმიერი ერთი და იგივე ლოცვა სხვადასხვანაირად არის დაბეჭდილი, "მამაო ჩვენოსაც" კი სხვადასხვა რედაქციები აქვს... ეგ დილა საღამოს ლოცვებზე გაქვს ლაპარაკი , მაგრამ მე შემიძლია თვით სარწმუნოების სიმბოლოს-მრწამსისი სხვადასხვა ვერსიები დაგიდო სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიებისა. ციტატა თუ ასეა საქმე, არ დადგა დრო რომ ჩვენმა ეკლესიამ გადახედოს ამ საკითხს, ჩამოყალიბდეს და შეადგინოს ერთი საყოველთაო ვერსია დილა-საღამოს ლოცვებისა? თუ აქაც არის რაიმე სადავო და საფრთხილო? წეღანაც ვახსენე რომ თვით მრწამსის განსხვავებული ვერსიები არსებობს მეთქი მართლმადიდებლურ ეკლესიებში . მე ის უფრო მმართებულად მიმაჩნია , რომ ლოცვანებში მითითებული იყოს ვთქვათ-,,ეფრემ მცირეს თარგმანი , '' ,,გიორგი ათონელის ვერსია'' და.ა.შ marine ციტატა უი, ეკლესიაში დავბერდი და პირველად მესმის.. ანუ არ დაბერებულხარ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 06:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი