სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| A.V.M |
Jul 13 2012, 12:35 PM
პოსტი
#1
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ამ თემაში იქნება ხოლმე საუბარი სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულებზე ჩემო ტკბილო ხალხო...
დღეს სვეტიცხოვლობაა და ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს.მრავალს დაგასწროთ უფალმა. ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა. ![]() ამ დღესასწაულის შესახებ ქადაგებს დიდი დიღმის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
| A.V.M |
Feb 15 2013, 01:11 AM
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქადაგება მირქმის დღესასწაულზე ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 15 თებერვალი, 2008 წ. „უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ადამიანის გულის განწმედა, რადგან სიკეთე და მადლი ვერ შევა, თუ იქ ბოროტებაა“ სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ჩვენთან არს ღმერთი! დღეს არის დიდი საუფლო დღესასწაული - მირქმა უფლისა. ამ დღეს ადამიანი შეხვდა ღმერთს იერუსალიმის ტაძარში. ძველი აღთქმა, რომელიც იქ წარმოდგენილი იყო მართალი სვიმეონის სახით, დასრულდა და დაიწყო ახალი აღთქმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოვლინებით. ამ დღეს მართალმა სვიმეონმა წარმოთქვა ლოცვა, რომელიც უნდა ახსოვდეს ყოველ მორწმუნე ადამიანს: „ან განუტევე, მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა, მშვიდობით...“ მართალი სვიმეონი დაღლილი იყო თავისი ცხოვრებით, ელოდებოდა მესიას და სახარებაში წერია, რომ სულიწმინდის კარნახით იგი მივიდა ტაძარში იმ დროს, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე მეორმოცე დღეს, იუდეველთა წესის შესაბამისად, მიიყვანეს ტაძარში, როგორც პირმშო. სვიმეონ მიმრქმელმა აიყვანა იგი ხელში და წარმოთქვა ეს საოცარი სიტყვები. ჩვენ არაერთხელ გვქონია ასეთი შეხვედრა უფალთან. როდესაც ადამიანი აღსარებას აბარებს, უფალი უხილავად დგას მასთან და ადამიანს უნდა ახსოვდეს ის დიდი პასუხისმგებლობა და უდიდესი მნიშვნელობა აღსარების საიდუმლოსი, როდესაც უფალი ცოდვათა შენდობას აძლევს მას და მონანული წმინდა ზიარებით უერთდება უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. ცხადია, რომ ესეც არის შეხვედრა ადამიანისა უფალთან. გარდა ამისა, ყოველი ჩვენი ლოცვა არის ჩვენი შეხვედრა ღმერთთან. და რაოდენ დიდია ადამიანის პასუხისმგებლობა ამ დროს! იგი კარგად უნდა აცნობიერებდეს, ლოცვისას რა გრძნობებით უნდა იყოს გამსჭვალული მისი გონება და მისი გული. ძველი ფილოსოფოსები და მათ შორის დიდი ანტიკური ფილოსოფოსი პლატონი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება - ეს არის მომზადება მომავალი ცხოვრებისათვის, მომზადება გარდაცვალებისათვის. რაც არ უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ მისი გარდაცვალება მოახლოებულია, მისთვის მაინც ყოველთვის მოულოდნელია, როცა იგი იმ კარიბჭესთან დგება, რასაც გარდაცვალება ეწოდება. ყოველი ჩვენგანი ევედრება უფალს, რომ მისი გარდაცვალება იყოს მშვიდობიანი და ამქვეყნიდან მომზადებული გავიდეს. ყველაზე ძნელია, როცა ადამიანი სრულებით არ ელოდება სიკვდილს, და ამსოფლიდან მოულოდნელად და შესაბამისად - მოუმზადებლად გადის. ყოველმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს თავის სულზე, თავის ცხოვრებაზე. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ მიწიერი ყოფა არის მომზადება იმ საუკუნო ცხოვრებისათვის და ამასთან ერთად, - ეს არის გამოცდა თითოეული ჩვენგანისათვის. ადამიანს მრავალი განსაცდელი ხვდება ცხოვრებაში, მაგრამ თუკი მას გააჩნია ჭეშმარიტი სარწმუნოება, გარდაცვალება მისთვის არ არის მძიმე ფაქტი, არამედ ეს არის ბუნებრივი გადასვლა საუკუნო ცხოვრებაში. ღმერთმა ინებოს, რომ უფალმა მოგვცეს ძალა, გონიერება, სიბრძნე, რათა ყოველმა ჩვენგანმა იფიქროს ამ უკანასკნელ დღეზე, ყოველმა ჩვენგანმა იფიქროს იმაზე, თუ როგორ მოემზადოს იგი ამ საოცარი და გარდაუვალი დღისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა ინებოს, რომ გვქონოდეს სიბრძნე და განცდა იმისა, რომ ყოველი ჩვენგანი უნდა წარსდგეს წინაშე ღვთისა და პასუხი აგოს თავის ცოდვებზე და მის მიერ განვლილ ცხოვრებაზე. ეს თითოეულ ჩვენგანს კარგად უნდა ახსოვდეს. დალოცვილი და გახარებული ყოფილიყავით. ღმერთმა მოგვცეს სიბრძნე და გული გონიერი! დღეს არის განსაკუთრებული დღე კიდევ იმიტომ, რომ ამ დღეს გამოყვანილი იყო ავღანეთიდან საბჭოთა ჯარი. დღეს აქ ბრძანდებიან ყოფილი ჯარისკაცები, რომელთაც მოუწიათ იმ პერიოდში ავღანეთში მსახურება. ვეტერანთა ამ ჯგუფის - თავმჯდომარეა ნუგზარ კახნიაური. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ დღეს. მახსენდება, იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო მოითხოვდა ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანას ჟენევაში ვიმყოფებოდით ორი წარმომადგენელი საბჭოთა კავშირიდან: მე და მიტროპოლიტი კირილე - რუსეთიდან. იყო კენჭისყრა ამ საკითხზე და ყველა უჭერდა მხარს, რომ საბჭოთა ჯარებს უნდა დაეტოვებინა ავღანეთი. ჩვენც დავუჭირეთ მხარი ამ წინანადებას. მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, რომ აი, საქართველოდან და რუსეთიდან ჩამოსული სასულიერო პირებიც ასევე მხარს უჭერენო ჯარების გამოყვანას. როდესაც ჩვენ მოსკოვში დავბრუნდით - გვისაყვედურეს - მე უფრო თავაზიანად, მიტროპოლიტს კი დიდი საყვედური უთხრეს ამის გამო. მიუხედავად ამისა, ეს მაინც მოხდა და მადლობა ღმერთს, რომ თქვენ მშვიდობით დაბრუნდით შინ. თქვენთვის აქ გვაქვს საჩუქრად სანთლები და შვიდგზის ლოცვები, რომელთაც ახლა ყველას მოგართმევთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ ყველამ მშვიდობით და სიხარულით დავამთავროთ ჩვენი მიწიერი მსვლელობა თავის დროზე და მშვიდობით შევხვდეთ საუკუნო ცხოვრებას! ჩვენთან არს ღმერთი! გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №6, 2008 წ. ![]() ტროპარი: გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა. კონდაკი: საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M მრავალს დაესწარით ! Jul 13 2012, 12:35 PM
toka@ გილოცავთ ხალხი,მრა... Jul 13 2012, 12:36 PM
marine ღმერთმა მრავალს და... Jul 13 2012, 01:16 PM
ნაინა გილოცავთ! :) Jul 13 2012, 01:36 PM
A.V.M წმიდა მოწამენი კვი... Jul 28 2012, 04:43 PM
marine დღეს წმინდა მკურნა... Aug 9 2012, 01:24 PM
tatia27 marine
გაიხარე მარინე ... Aug 9 2012, 02:41 PM
marine
[b]marine
გაიხარე მარინ... Aug 9 2012, 02:43 PM
mariami-k გილოცავთ ყველას... მ... Aug 9 2012, 02:42 PM
A.V.M წმ. პანტელეიმონი ი... Aug 9 2012, 04:11 PM
zaz დღეს წმიდა ალექსან... Sep 12 2012, 05:37 PM
A.V.M zaz
გაიხარე... Sep 12 2012, 05:38 PM
.zakaria. გილოცავთ ღვთისმშო... Sep 21 2012, 01:50 AM
izi-bartki Gparavdet yovladwmida gvtismshobeli,daglocot ,gaga... Sep 21 2012, 01:47 PM
აკაკი მეც გილოცავთ ყველა... Sep 21 2012, 01:52 PM
dr.house... შობამან შენმან, ღვ... Sep 21 2012, 02:46 PM
A.V.M გილოცავთ ხალხნო! Sep 21 2012, 07:50 PM
Tushi ყველას ვულოცავ დღე... Sep 21 2012, 07:51 PM
ქევანა გილოცავთ ქეთევანო... Sep 26 2012, 09:58 AM
George Leluashvili ქევანა
გილოცავ ქეთ... Sep 26 2012, 10:13 AM
A.V.M გილოცავთ ყველას!
... Sep 26 2012, 12:29 PM
ქევანა A.V.M
ეს ბაღანე qetevani-82 რა... Sep 26 2012, 01:11 PM
k@the
გილოცავთ ყველას!
... Sep 26 2012, 03:15 PM
A.V.M
,,დასწყევლოს ღმერთ... Sep 26 2012, 04:41 PM
marine ყველა ქეთევანს გილ... Sep 26 2012, 04:46 PM
ქევანა k@the
ქე[თე]ვან უნდა და... Sep 26 2012, 07:27 PM
.zakaria. ჯვართამაღლების დღ... Sep 27 2012, 10:53 AM
A.V.M ჯვართამაღლებას გი... Sep 27 2012, 01:15 PM
mariami-k მრავალს დაესწარით Sep 27 2012, 03:27 PM
zaz ყველას გილოცავთ Sep 27 2012, 03:37 PM
marine გილოცავთ!!!!! ... Sep 27 2012, 05:39 PM
marine გილოცავთ ათცამეტი ... Sep 28 2012, 04:17 PM
A.V.M გაიხარე მარინე! Sep 28 2012, 06:33 PM
მხევალი ნინო სოფიობას გილოცავთ... Sep 30 2012, 12:35 PM
A.V.M გფარავდეთ მთელს ფო... Oct 15 2012, 02:07 AM
qetevano კი გადასცდა 12-ს მაგ... Oct 15 2012, 02:18 AM
A.V.M qetevano
მართლა ლამაზია.... Oct 15 2012, 02:25 AM
qetevano
qetevano
მართლა ლამაზია... Oct 15 2012, 08:09 AM
marine qetevano
რა სილამაზეა!... Oct 15 2012, 04:17 PM
qetevano
qetevano
ყველას გილოცა... Oct 15 2012, 06:12 PM
A.V.M დღესაა ხსენება ივე... Oct 26 2012, 02:31 AM
A.V.M მოლოცვამდე შეგახს... Nov 21 2012, 01:20 AM
zaz მთავარანგელოზობა... Nov 21 2012, 02:17 PM
marine ყველას გილოცავთ!... Nov 21 2012, 02:45 PM
zaz ყოვლადწმიდა ღვთის... Dec 4 2012, 05:09 PM
A.V.M ყოვლადწმიდა ღვთის... Dec 5 2012, 01:19 AM
A.V.M გილოცავთ ყველას წმ... Dec 13 2012, 04:37 AM
marine
გილოცავთ ყველას წ... Dec 13 2012, 10:44 AM
zaz ყველას გილოცავთ. ა... Dec 13 2012, 07:04 PM
A.V.M ყველას გილოცავთ წმ... Dec 17 2012, 02:12 AM
zaz ყველას გილოცავთ. წ... Dec 17 2012, 11:33 AM
marine მეც გილოცავთ!!! ... Dec 17 2012, 12:33 PM
Mako-Mako გილოცავთ ყველას, მ... Dec 17 2012, 07:38 PM
ბადრი გილოცავთ :) Dec 17 2012, 11:32 PM
marine ყველას გილოცავთ სა... Dec 18 2012, 10:31 AM
A.V.M ძალიან დატვირთული ... Dec 19 2012, 12:50 AM
marine ყველას გილოცავთ ნი... Dec 19 2012, 10:30 AM
zaz ყველას გილოცავთ ნი... Dec 19 2012, 08:52 PM
marine დღევანდელი დღე დღე... Dec 20 2012, 03:23 PM
marine დღეს ყოველთა ქართვ... Dec 24 2012, 12:15 PM
zaz ყველას გილოცავთ ქა... Dec 24 2012, 09:38 PM
marine დღეს უსაყვარლესი წ... Dec 25 2012, 11:16 AM
marine ფორუმელებო, უკლებლ... Dec 31 2012, 11:39 AM
A.V.M წინადაცვეთა უფლის... Jan 14 2013, 12:14 AM
marine დღეს წმინდა ანტონი... Jan 30 2013, 12:02 PM
A.V.M გილოცავთ ამ ბრწყინ... Jan 31 2013, 01:13 AM
A.V.M ყველას გილოცავთ წმ... Feb 3 2013, 02:41 PM
A.V.M აფხაზს და მთელ ფორ... Feb 8 2013, 12:42 AM
zaz გილოცავთ ყველას წმ... Feb 8 2013, 12:35 PM
marine აფხაზს, კანონისტს ... Feb 8 2013, 12:44 PM
marine თამარებო და არათამ... Feb 13 2013, 12:47 PM
izi-bartki Tamarobas gilocavt, chemo tamarebo! Gvparavdes... Feb 13 2013, 07:00 PM
marine ყველას გილოცავთ!... Feb 15 2013, 10:31 AM
zaz ყველას გილოცავთ. ღ... Feb 15 2013, 08:42 PM
A.V.M ივერიის ღვთისმშობ... Feb 24 2013, 09:49 PM
marine გილოცავთ!!! ივე... Feb 25 2013, 11:59 AM
qetevano დღეს წმინდა ქეთევა... Mar 1 2013, 11:06 PM
A.V.M qetevano
შენ და გვანცის ... Mar 3 2013, 09:08 PM
qetevano A.V.M
მადლობა, ისევ შე... Mar 3 2013, 09:41 PM
A.V.M qetevano
გაბწითლდებოდი ... Mar 3 2013, 09:43 PM
qetevano
ნამუსი რომ მქონდე... Mar 3 2013, 09:48 PM
marine qetevano
არ ვიცოდი, ქეთ, ... Mar 4 2013, 01:55 PM
qetevano marine
მადლობა, მეც არ ვ... Mar 4 2013, 02:31 PM
marine
marine
მადლობა, მეც არ ... Mar 4 2013, 03:32 PM
A.V.M კვირაცხოვლობას გი... May 12 2013, 01:03 PM
marine გილოცავთ!!! მრა... May 13 2013, 04:27 PM
G_saxva დღევანდელ დღეს გილ... May 13 2013, 04:48 PM
marine
დღევანდელ დღეს გი... May 13 2013, 04:49 PM
G_saxva ასევე წმ. ეგნატე ბრ... May 13 2013, 04:56 PM
marine
ასევე წმ. ეგნატე ბრ... May 13 2013, 04:59 PM
A.V.M თამარობა დგება და ... May 13 2013, 09:39 PM
G_saxva გილოცავთ თამარობა... May 14 2013, 09:16 AM
zaz ყველას გილოცავთ თა... May 14 2013, 04:45 PM
marine ყველა ფორუმელს და ... May 15 2013, 04:26 PM
marine ნიკოლოზობას და შიო... May 22 2013, 04:30 PM
A.V.M ნიკოლოზობას და შიო... May 22 2013, 04:36 PM
qetevano ნიკოლოზობას გილოც... May 22 2013, 05:36 PM
G_saxva მეც გილოცავთ ორივე... May 22 2013, 05:44 PM
G_saxva გილოცავთ ამ ორი წმ... Jun 3 2013, 11:56 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 06:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი