პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Feb 15 2013, 08:51 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია მეორე - საქართველო აუცილებლად გადარჩება
საქართველო აუცილებლად გადარჩება, გავა სამშვიდობოზე და ქართველი ხალხი გაიხარებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი სადღესასწაული წირვის შემდგომ ქადაგებაში ბრძანა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ბევრს შურს საქართველოსი, მაგრამ სამშობლო და მისი სიყვარული არის ღვთის ჯილდო და ყველაზე დიდი სათნოება. უწმინდესმა მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომლის დროსაც ერთმანეთს ხვდებიან ძველი და ახალი აღთქმა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, ამ დღეს ძველი აღთქმა თავის მისიას ასრულებს და ახალი იწყება. "ეს არის დღე, როდესაც მართალი სვიმეონი სული წმინდით მივიდა ტაძარში და იქ დახვდა იესო. ამის შემდეგ ის უკვე სიხარულით აღესრულა. ეს არის სანატრელი ყოველი ადამიანისთვის, რომ უფალმა იგი მშვიდობით წაიყვანოს. ამისთვის საჭიროა რწმენა, სიყვარული, კეთილი საქმეები და სულიერი მოღვაწეობა. შრომის გარეშე არაფერი გამოდის, ამიტომ სულიერ ცხოვრებაშიც საჭიროა შრომა", - ბრძანა უწმინდესმა და ისურვა ღვთის წყალობა და სულიწმინდის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, საქართველოს უამრავი განსაცდელი ხვდება, თუმცა ღვთის მადლით მისი მომავალი მშვიდობიანია. "ეს არის ჩვენი გამოცდა. საჭიროა მოთმინება და სულგრძელობა. არავინ უნდა იფიქროს, რომ თუ ადამიანი ქართველია, მას საქართველო უფრო მეტად უყვარს, ვიდრე სხვას. ჩვენ ყველას გვიყვარს სამშობლო. ქართველი ადამიანი სიცოცხლეს სწირავდა და წირავს სამშობლოს კეთილდღეობისთვის, საქართველო აუცილებლად გადარჩება, გავა სამშვიდობოზე და ქართველი ხალხი გაიხარებს", - ბრძანა უწმინდესმა. ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და ასევე დალოცა ავღანელთა კავშირი და მისი თავმჯდომარე ნუგზარ კახნიაური. პატრიარქმა ასევე გაიხსენა, რომ წლების წინ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა ძალიან რთული პროცესი იყო. "როდესაც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი ვიყავი და რუსეთის დღევანდელი პატრიარქი კირილი იყო ცენტრალური კომიტეტისა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, საერთო კრებაზე დადგა საკითხი, ვინ უჭერდა ავღანეთიდან საბჭოთა კავშირის ჯარის გამოყვანას, ამას ყველამ მხარი დაუჭირა, მაგრამ ეს იყო ფაქტობრივად ხელისუფლების საწინააღმდეგო აქტი და მაშინ მიტროპოლიტ კირილეს ამის გამო ბევრი განსაცდელი შეხვდა", - ბრძანა უწმინდესმა. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/71698-ili...l#ixzz2KzL0dzM8 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი