![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
მე მინდა უბრალოდ მონეტის მეორე მხარე დაგანახოთ და ორიოდე სიტყვით შევეხო იმ უდიდესი სიყვარულის გამოვლინებას რაც აღსრულდა იესო ქრისტეს გაწირვით. ქრისტე _ გმირია ის დიდებულია და უკიდურესად კაცთმოყვარეა და მან საკუთარი სიცოცხლის გაღებით უდიდესი პატივი და სიყვარული დაიმსახურა ყველა ადამიანისაგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ მხედველობიდან უნდა გამოგვრჩეს , ამ მსხვერპლის უკან განცდილი უდიდესი ტკივილი მამა ღმერთისა , რომელიც დაუშვებს იმას რომ ქრისტე მოკვდეს ჩვენთვის., ერთხელ აბრაამმაც დაუშვა რომ მისი ძე (მონოგენეს) ისააკი შეეწირა ღმერთისთვის მსხვერპლად, მაგრამ საოცარი ის არის რომ აბრაამი არც კი სთავაზობს ღმერთს, რომ მის (ისააკის) ნაცვლად თავად შეეწიროს ! იგი აღმართავს მახვილს და სწორედ ამ დროს აჩერებს უფალი მას. სწორედ ამ მაგალითიდან იყო გაცხადებული ის უდიდესი საღვთო განგებულება, რაც ღმერთს უნდა აღესრულებინა იესო ქრისტეს მეშვეობით, რომ მას უნდა შეეწირა იესო ქრისტე ჩვენთვის და მსგავსად აბრაამისა, თავად ღმერთსაც არ შეეძლო რომ თავად გაეწირა თავისი თავი ჩვენთვის რადგან იგი უკვდავია და სიცოცხლის დაუშრეტელი წყაროა; იგი ეუბნება აბრაამს : მოჰკიდე ხელი შენს შვილს შენს მხოლოდშობილს რომელიც გიყვარსო __ და სინამდვილეში თავის თავზე მეტყველებდა ღმერთი ამ სიტყვებით, რადგან მას უნდა შემოეწირა ჩვენთვის იესო ქრისტე რომელით საკუთარ თავზე მეტად უყვარს ღმერთს. რამდენად უმადური უნდა იყოს ადამიანი რომ მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლი დაინახოს და მის მიღმა განცდილი მამა ღმერთის უდიდესი ტკივილი ვერ დაინახოს , რომელიც დაუშვებს რომ მოკლან ის ვინც ყველაზე მეტად უყვარს! ძალიან რთულია და გონებისთვის ძნელად დასაშვებია ის რომ ქრისტე კვდება არა გადატანითი არამედ პირდაპირი მნიშვნელობით , ის ნამდვილად გადის არარსში და სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას რომ ვირწმუნოთ ღმერთი რომელიც _ სიყვარულია, რადგან თუ ქრისტე არ მომკვდარა და არარსებულ მდგომარეობაში არ ყოფილა, მაშინ არც გამოსყიდვა მომხდარა და პავლეც ტყუილად სწერს და გვიმტკიცებს რა სიყვარულს ღმერთისას რომელსაც თურმე მხოლოდ თვისი ძის სხეული შემოუწირია ჩვენთვის ცარიელი ფიტული და არა სიცოცხლე (რომაელთა 5:8) უფალი კი ნამდვილად ირწმუნება რომ მან სიცოცხლე უნდა დადოს ჩვენთვის და ამით დაამტკიცოს უდიდესი სიყვარული (იოანე 10;17) სატანას სურს დაგაჯეროს რომ ქრისტე არ მომკვდარა შენთვის , მაგრამ გახსოვდეს რომ ქრისტე ნამდვილად მოკვდა და ამ ნამდვილი სიკვდილით სრულად გადაიხადა შენი ცოდვის საფასური!
|
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
esre ars cheshmariteba
ციტატა არსობრივობა_ გამოხატავს ღმერთის ზეარსობრივ მყოფობას ანუ არსებობას გინდაც სიცოცხლეს. სიტყვა არსებრივობა_ გამოხატავს პიროვნებას თავად ღმერთს ეს შენებური ინტერპრეტაციები და იმ დროს როცა მე მაბრალებ, უფრო სწორად ეკლესიას აბრალებ რაღაცის შეთითხვნას, ფრთხილად უნდა იყო და საკუთარი შეხედულებებით არ უნდა მელაპარაკო. რომელივე ავტორიტეტულ წყაროს მაინც უნდა იმოწმებდე, რომ შენს სიტყვას წონა ქონდეს, თორემ ცალმხრივობა არასოდეს არ ვარგა. არ გამოვა მეგობარო მსაყვედურობდე იმას, რასაც შენ არღვევ. ამიტომ საუბრისთვის სერიოზული სახის მისაცემად მსგავსი ქმედებები არ უნდა გააკეთო. მეორეც ამ ორი ტერმინის ამ ფორმით გამოთქმა ვის დაუნახე, ანდა სად ნახე (არ ვგულისხმობ პირველ მათგანს), ანდა მათში რომ სხვადასხვა (სინამდვილეში რასაც ამბობ აბსოლუტურად ერთია) შინაარსია, საიდან მოიტანე? ამ მიდგომით მრავალი რამე შემიძლია მოვიგონო და ზოგად სწავლებად გავასაღო, მაგრამ ეს არ იქნება ზნეობრივი საქციელი. როდესაც წერ: ციტატა არსობრივობა_ გამოხატავს ღმერთის ზეარსობრივ მყოფობას ანუ არსებობას გინდაც სიცოცხლეს. და მერე მოადევნებ: ციტატა როდესაც მე განვაცხადე რომ ღმერთმა გაწირა თავის არსობრივობაზე აღმატებული ქრისტე მეთქი, აქ სწორედ ის ვიგულისხმე რომ მამა ღმერთი თავის არსებობაზე წინ აყენებს ძეს იმედი მაქვს, რომ ლოკის რაღაც მარცვალი მაინც გაქვს და მთლად ულოგიკო არა ხარ. ციტატა უცნაურია მაგრამ შენ ალბათ გაგიჭირდება იმის გაგება რასაც მე ვღაღადებ_ ეს არის უკიდურესი სიყვარულის ფორმა ,რაც მიუწვდომელია მშვინვიერი გონებისათვის! როგორ არის მიუწვდომელი, როდესაც თურმე შენ ჩაწვდომიხარ. ერთი წამით დაფიქრდი და მითხარი, როდესაც ამბობ, რომ ღმერთი თავის არსობრივობაზე აღმატებულს (მოვიტან შენეულ განმარტებას სიტყვა არსობრივობისა - არსობრივობა_ გამოხატავს ღმერთის ზეარსობრივ მყოფობას ანუ არსებობას გინდაც სიცოცხლეს) სწირავს, ეს ნიშნავს, რომ თავისზე აღმატებული რამ არსებობს. აბა სხვა ახსნა ამ სიტყვებს არა აქვს. როგორი სიყვარულის ფორმაც არ უნდა იყოს, თავის თავზე აღმატებული, ნიშნავს, რომ ის ღმერთი არაა, არამედ მასზე აღმატებული კიდევ არსებობს რაღაც. მით უფრო ალოგიკურია, როგორ უნდა მოახერხოს ერთმა არსმა, თავისზე განუზომლად აღმატებული გაწიროს, ანუ რაღაც ძლევამოსილი არსი თურმე თავისზე დაბლა მდგომს წინააღმდეგობას ვერ უწევს და ემორჩილება, ეს უკანასკნელი კი იმორჩილებს და სასიკვედილოდ სწირავს მას. როგორ შეიძლება ლოგიკურად აღმატებული უძლური იყოს, ხოლო მასზე დაბლა მდგომი მასზე ძლიერი? ციტატა მამა ღმერთი თავის არსებობაზე წინ აყენებს ძეს მამას მამა ძესთან მიმართებაში ეწოდება? ციტატა რაც შეეხება ბუნებას_ მე აქამდე ბევრჯერ ავღნიშნე რომ ეს ტერმინი ღმერთთან მიმართებაშია მეთქი შეთითხნილი ანუ ზედმეტი! თან მეუბნები, რომ შეთითხნილია, თან მეთანხმები, რომ ციტატა რაც ზემოთ აღნიშნე სრულად გეთანხმები_ ბუნება ესაა თვისებათა ერთობლიობა დიახ ბატონო მართალია. თუ შენ ღმერთი მხოლოდ წარმოსახვა გგონია, ანუ ყოველგვარი თვისების გარეშე, მაშინ კარგად გქონია საქმე. აბა რას ნიშნავს შენი სიტყვები ვერ გავიგე. ციტატა ანუ ვგულისხმობ რომ ცოდვით დაცემამდე სრულყოფილ ადამის თვისებებსა და ღვთის თვისებებს შორის რა სხვაობა იყო? ამ კითხვის დასმაც კი ცდება საღი აზრის ფენომენს, რადგან ღმერთთან მიმართებაში შედარებებს არ ვიყენებთ, რადგან თუკი ვიტყვით, რომ მას რაღაც უფრო მეტად აქვს რაღაცასთან მიმართებაში, ეს სრულყოფილების გამოხატველი არ იქნება, რადგან სრულყოფილება და თვისების ბუნებითი ქონა, ნიშნავს ამ თვისების გამიჯნულობას, ყოველგვარი ხარიხობრივობის გარეშე, ქმნილების თვისებისგან. როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთი კეთილია და ამ დროს ადამიანიც შეიძლება იყოს კეთილი, იმას კი არ ვამბობთ, რომ ადამიანთან შედარებით აღმატებულად კეთილია ღმერთი, არამედ ერთადერთი ბუნებითი სიკეთე ღმერთია, რომლის ეს თვისება აჩრდილისებრ გამოკრთება ადამიანში, ანდა ანგელოზში. ანუ წყარო ყოველივესი თავად ღმერთია და ამიტომ მასზე ვერ ვიტყვით, რომ ვიღაცასთან შედარებით აღმატებულად აქვს ესა თუ ის თვისება. ამიტომ ადამიანსა და ღმერთს შორის, როგორ დონეზეც არ უნდა იყოს ადამიანი, ხარისხის შემოღება, თავად ღმერთის არასრულყოფილებას ნიშნავს. ამიტომ ლოგიკურია, რომ საღვთო თვისებას ვერაფერთან მიმართებაში (ვგულისხმობ ადმაიანს) ვერ იგულისხმებ. ციტატა ძალიან ვთხოვ ფორუმის ყველა მონაწილეს რომ თავი შეიკავოს და მხოლოდ მე და აფხაზს დაგვაცადოს , რომ არ მოხდეს თემიდან გადახვევა! უმორჩილესად გთხოვთ ბატონებო რაც შეეხება ამას. ამგვარი რამ ერთხელ მეც ვთხოვე ფორუმელებს და ვფიქრობ რომ არასწორია, რადგან ეს ფორუმი ჩემი და შენი არ არის მხოლოდ, რომ ჩვენს შორის იყოს მხოლოდ საუბარი. ვისაც სურვილი აქვს აზრის გამოთქმისა, ვერავინ აუკრძალავს რამის დაწერას. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
esre ars cheshmariteba ეს შენებური ინტერპრეტაციები და იმ დროს როცა მე მაბრალებ, უფრო სწორად ეკლესიას აბრალებ რაღაცის შეთითხვნას, ფრთხილად უნდა იყო და საკუთარი შეხედულებებით არ უნდა მელაპარაკო. რომელივე ავტორიტეტულ წყაროს მაინც უნდა იმოწმებდე, რომ შენს სიტყვას წონა ქონდეს, თორემ ცალმხრივობა არასოდეს არ ვარგა. არ გამოვა მეგობარო მსაყვედურობდე იმას, რასაც შენ არღვევ. ამიტომ საუბრისთვის სერიოზული სახის მისაცემად მსგავსი ქმედებები არ უნდა გააკეთო. მეორეც ამ ორი ტერმინის ამ ფორმით გამოთქმა ვის დაუნახე, ანდა სად ნახე (არ ვგულისხმობ პირველ მათგანს), ანდა მათში რომ სხვადასხვა (სინამდვილეში რასაც ამბობ აბსოლუტურად ერთია) შინაარსია, საიდან მოიტანე? ამ მიდგომით მრავალი რამე შემიძლია მოვიგონო და ზოგად სწავლებად გავასაღო, მაგრამ ეს არ იქნება ზნეობრივი საქციელი. როდესაც წერ: და მერე მოადევნებ: იმედი მაქვს, რომ ლოკის რაღაც მარცვალი მაინც გაქვს და მთლად ულოგიკო არა ხარ. როგორ არის მიუწვდომელი, როდესაც თურმე შენ ჩაწვდომიხარ. ერთი წამით დაფიქრდი და მითხარი, როდესაც ამბობ, რომ ღმერთი თავის არსობრივობაზე აღმატებულს (მოვიტან შენეულ განმარტებას სიტყვა არსობრივობისა - არსობრივობა_ გამოხატავს ღმერთის ზეარსობრივ მყოფობას ანუ არსებობას გინდაც სიცოცხლეს) სწირავს, ეს ნიშნავს, რომ თავისზე აღმატებული რამ არსებობს. აბა სხვა ახსნა ამ სიტყვებს არა აქვს. როგორი სიყვარულის ფორმაც არ უნდა იყოს, თავის თავზე აღმატებული, ნიშნავს, რომ ის ღმერთი არაა, არამედ მასზე აღმატებული კიდევ არსებობს რაღაც. მით უფრო ალოგიკურია, როგორ უნდა მოახერხოს ერთმა არსმა, თავისზე განუზომლად აღმატებული გაწიროს, ანუ რაღაც ძლევამოსილი არსი თურმე თავისზე დაბლა მდგომს წინააღმდეგობას ვერ უწევს და ემორჩილება, ეს უკანასკნელი კი იმორჩილებს და სასიკვედილოდ სწირავს მას. როგორ შეიძლება ლოგიკურად აღმატებული უძლური იყოს, ხოლო მასზე დაბლა მდგომი მასზე ძლიერი? მამას მამა ძესთან მიმართებაში ეწოდება? თან მეუბნები, რომ შეთითხნილია, თან მეთანხმები, რომ თუ შენ ღმერთი მხოლოდ წარმოსახვა გგონია, ანუ ყოველგვარი თვისების გარეშე, მაშინ კარგად გქონია საქმე. აბა რას ნიშნავს შენი სიტყვები ვერ გავიგე. ამ კითხვის დასმაც კი ცდება საღი აზრის ფენომენს, რადგან ღმერთთან მიმართებაში შედარებებს არ ვიყენებთ, რადგან თუკი ვიტყვით, რომ მას რაღაც უფრო მეტად აქვს რაღაცასთან მიმართებაში, ეს სრულყოფილების გამოხატველი არ იქნება, რადგან სრულყოფილება და თვისების ბუნებითი ქონა, ნიშნავს ამ თვისების გამიჯნულობას, ყოველგვარი ხარიხობრივობის გარეშე, ქმნილების თვისებისგან. როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთი კეთილია და ამ დროს ადამიანიც შეიძლება იყოს კეთილი, იმას კი არ ვამბობთ, რომ ადამიანთან შედარებით აღმატებულად კეთილია ღმერთი, არამედ ერთადერთი ბუნებითი სიკეთე ღმერთია, რომლის ეს თვისება აჩრდილისებრ გამოკრთება ადამიანში, ანდა ანგელოზში. ანუ წყარო ყოველივესი თავად ღმერთია და ამიტომ მასზე ვერ ვიტყვით, რომ ვიღაცასთან შედარებით აღმატებულად აქვს ესა თუ ის თვისება. ამიტომ ადამიანსა და ღმერთს შორის, როგორ დონეზეც არ უნდა იყოს ადამიანი, ხარისხის შემოღება, თავად ღმერთის არასრულყოფილებას ნიშნავს. ამიტომ ლოგიკურია, რომ საღვთო თვისებას ვერაფერთან მიმართებაში (ვგულისხმობ ადმაიანს) ვერ იგულისხმებ. რაც შეეხება ამას. ამგვარი რამ ერთხელ მეც ვთხოვე ფორუმელებს და ვფიქრობ რომ არასწორია, რადგან ეს ფორუმი ჩემი და შენი არ არის მხოლოდ, რომ ჩვენს შორის იყოს მხოლოდ საუბარი. ვისაც სურვილი აქვს აზრის გამოთქმისა, ვერავინ აუკრძალავს რამის დაწერას. საიდან დავიწყო აღარ ვიცი, ან განგებ არიდებ ჩემ კითხვას თავს ან არ გსურს სწორად გაიგო ჩემი დაწერილი. მადლობა განმარტებისთვის რომ ღმერთი არის აღმატებული და მისი შედარება ქმნილებასთან არის სრულიად უაზრო და ეს უკანასკნელი არც კი იგულისხმება ჩემს მიერ დასმულ კითხვაში, კითხვის ფორმა ასეთია_ რა სხვაობაა? მე არ ვამბობ ვინ უფრო სრულყოფილად ავლენს ამა თუ იმ თვისებას ანდა რა გამოვლენაზეა საუბარი როცა ღმერთია თავად საწყისი და დასაბამი ყოველგვარი თვისებისა და სახიერებისა, ადამიანს კი მხოლოდ მისგან შეუძლია აირეკლოს ესა თუ ის თვისება. შენი აზრით რაში გამოიხატება ხატება , ანუ ის რომ ადამიანი ხატია ღმრთისა? სწორედ იმაში გამოიხატება ეს რომ ადამიანსაც ებოძა ის თვისებები მადლით ღვთისგან ,რაც თავად გააჩნია ღმერთს... ხოდა თუ სხვაობაა ღვთის მიერ გამოვლენილ სიყვარულს შორის (ხარისხს არ ვეხები) და ადამიანის მიერ გამოვლენილს _ შორის, მაშინ ადამიანი არაა ღმრთის ხატი! რაც შეეხება ჩემებურ ინტერპრეტაციებს და ჩემებურ შეხედულებებს , ისინი ეფუძნება ყველაზე ავტორიტეტულს_ საღვთო წერილს და ეს ასე რომ არ იყოს მაშინ სრულიად უაზრო და უნაყოფო იქნება ჩემთან საუბარი! არსებრივობა და არსობრივობა, რაც განვმარტე აფსოლიტურად სწორია თეოლოგიური გაგებით ამიტომ ვერცერთი თეოლოგი წუნს ვერ დაუდებს ვითომცდა ჩემებურ ინტერპრეტაციას... ![]() ![]() ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 08:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი