პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Feb 17 2013, 02:01 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია მეორე - ადამიანი წავიდა კოსმოსში, გადადგა დიდი ნაბიჯები მეცნიერებასა და ტექნიკაში, თუმცა, თითქმის ვერაფერი გააკეთა საკუთარი თავის შეცნობაში
13:06 17-02-2013 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკუთარი თავის შეცნობისა და სიმართლის სიყვარულის აუცილებლობაზე იქადაგა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ადამიანის სრულყოფა დაუსრულებელი პროცესია და ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას, საკუთარი თავის შეცნობაა. პატრიარქის თქმით, ადამიანი წავიდა კოსმოსში, შეისწავლა ბუნება, გადადგა დიდი ნაბიჯები მეცნიერებასა და ტექნიკაში, თუმცა, თითქმის ვერაფერი გააკეთა საკუთარი თავის შეცნობაში. "ძველი ფილოსოფოსები ამბობდნენ - "შეიცან თავი შენი". როცა ჩვენს თავს ვუყურებთ, თითქოს უფრო შორს მიდის ჩვენგან, იმის მაგივრად, რომ დრო გადის, წლები გვემატება და უკეთ ვიცნობდეთ ერთმანეთს და, მათ შორის, საკუთარ თავს, თუმცა, ადამიანი უფრო სუსტდება და ნაკლებად ფიქრობს თავის შეცნობაზე", - ბრძანა უწმინდესმა. ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაში ხაზი გაუსვა სიმართლის სიყვარულის მნიშვნელობას. "ბიბლიაში ვკითხულობთ "შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება". ამის თქმა იოლია, თუმცა, შესრულება ძალიან მძიმეა. ადამიანი ვერ გაიგებს, სად არის სიმართლე. შეიძლება გვერდით იყოს და ეძებდე შორს. მხოლოდ უფალს შეუძლია გახსნას ჩვენი გონება და შევიყვაროთ სიმართლე. უზენაესი სიმართლეა უფალი. უნდა შევიყვაროთ უფალი და მოყვასი და მოვიძულოთ ურჯულოება. ხშირია, როდესაც ურჯულოებას ვაკეთებთ და ვფიქრობთ, რომ კარგს ვაკეთებთ. უნდა გვქონდეს გონება და ვთხოვოთ უფალს, რომ ფიზიკური გონების გარდა მოგვცეს დიდი სულიერი გონება. ეს თუ გვექნება, აღარ ჩავიდენთ იმ შეცდომებს, რასაც ვაკეთებდით", - აღნიშნა უწმინდესმა. ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ჯარისკაცები და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი დალოცა და ისურვა, რომ საქართველოს არც ჯარის და არც პოლიციის გამოყენება არ დასჭირდეს. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...hecnobashi.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი