![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
მე მინდა უბრალოდ მონეტის მეორე მხარე დაგანახოთ და ორიოდე სიტყვით შევეხო იმ უდიდესი სიყვარულის გამოვლინებას რაც აღსრულდა იესო ქრისტეს გაწირვით. ქრისტე _ გმირია ის დიდებულია და უკიდურესად კაცთმოყვარეა და მან საკუთარი სიცოცხლის გაღებით უდიდესი პატივი და სიყვარული დაიმსახურა ყველა ადამიანისაგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ მხედველობიდან უნდა გამოგვრჩეს , ამ მსხვერპლის უკან განცდილი უდიდესი ტკივილი მამა ღმერთისა , რომელიც დაუშვებს იმას რომ ქრისტე მოკვდეს ჩვენთვის., ერთხელ აბრაამმაც დაუშვა რომ მისი ძე (მონოგენეს) ისააკი შეეწირა ღმერთისთვის მსხვერპლად, მაგრამ საოცარი ის არის რომ აბრაამი არც კი სთავაზობს ღმერთს, რომ მის (ისააკის) ნაცვლად თავად შეეწიროს ! იგი აღმართავს მახვილს და სწორედ ამ დროს აჩერებს უფალი მას. სწორედ ამ მაგალითიდან იყო გაცხადებული ის უდიდესი საღვთო განგებულება, რაც ღმერთს უნდა აღესრულებინა იესო ქრისტეს მეშვეობით, რომ მას უნდა შეეწირა იესო ქრისტე ჩვენთვის და მსგავსად აბრაამისა, თავად ღმერთსაც არ შეეძლო რომ თავად გაეწირა თავისი თავი ჩვენთვის რადგან იგი უკვდავია და სიცოცხლის დაუშრეტელი წყაროა; იგი ეუბნება აბრაამს : მოჰკიდე ხელი შენს შვილს შენს მხოლოდშობილს რომელიც გიყვარსო __ და სინამდვილეში თავის თავზე მეტყველებდა ღმერთი ამ სიტყვებით, რადგან მას უნდა შემოეწირა ჩვენთვის იესო ქრისტე რომელით საკუთარ თავზე მეტად უყვარს ღმერთს. რამდენად უმადური უნდა იყოს ადამიანი რომ მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლი დაინახოს და მის მიღმა განცდილი მამა ღმერთის უდიდესი ტკივილი ვერ დაინახოს , რომელიც დაუშვებს რომ მოკლან ის ვინც ყველაზე მეტად უყვარს! ძალიან რთულია და გონებისთვის ძნელად დასაშვებია ის რომ ქრისტე კვდება არა გადატანითი არამედ პირდაპირი მნიშვნელობით , ის ნამდვილად გადის არარსში და სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას რომ ვირწმუნოთ ღმერთი რომელიც _ სიყვარულია, რადგან თუ ქრისტე არ მომკვდარა და არარსებულ მდგომარეობაში არ ყოფილა, მაშინ არც გამოსყიდვა მომხდარა და პავლეც ტყუილად სწერს და გვიმტკიცებს რა სიყვარულს ღმერთისას რომელსაც თურმე მხოლოდ თვისი ძის სხეული შემოუწირია ჩვენთვის ცარიელი ფიტული და არა სიცოცხლე (რომაელთა 5:8) უფალი კი ნამდვილად ირწმუნება რომ მან სიცოცხლე უნდა დადოს ჩვენთვის და ამით დაამტკიცოს უდიდესი სიყვარული (იოანე 10;17) სატანას სურს დაგაჯეროს რომ ქრისტე არ მომკვდარა შენთვის , მაგრამ გახსოვდეს რომ ქრისტე ნამდვილად მოკვდა და ამ ნამდვილი სიკვდილით სრულად გადაიხადა შენი ცოდვის საფასური!
|
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
esre ars cheshmariteba
ციტატა და ასეთი რამეები ნუღარ განმეორდება ბატონო დავით , რადგან ცინიკური ბრალდებით და დაცინვით თავს იცავენ რწმენით სუსტები. ზედმეტებში ნუ გადადიხარ. მე არავის რწმენას არ ვეხები და ნურც სხვა შეეხება. როდესაც მართლმადიდებლებზე მსჯელობ, რაღაც მაინც უნდა გქონდეს წაკითხული მართლმადიდებლური. დასკვნები გააკეთე სრულიად აბსურდული ზემოთ და შეურაცხმყოფელიც. ამიტომ ვთქვი, რომ კარგი იქნება ერთი წიგნი მაინც წაიკითხო მართლმადიდებლობაზე. რაც შეეხება წმინდა წერილს, როგორ გესმის ეს წიგნი ჩანს კარგად და ზედმეტი ღაღადით ვერაფერს გააწყობ. ერთბაშად უამრავ გაურკვეველ რაღაცეებს წერ და მე მგონი თვითონაც არ გესმის რას გულისხმობ ამ ნაწერებში. კონკრეტული საკითხი დასვი და ვისაუბროთ იმაზე. ვიცი რომ ეს თქვენი მეთოდია, ერთბაშად ორმოცდაათ საკითხზე საუბარი, მაგრამ აქ ამას ნუ იზავ. ჩამოყალიბდი რა გინდა და ვისაუბროთ. ოღონდ უაზრობას და ლოგიკისგან შორს მყოფ ნაწერებს არ გამოვეხმაურები (ისეთებს, ღმერთი თავისზე აღმატებულ ქრისტეს სწირავსო). რაც შეეხება შენს ზემოთა მარგალიტებს (რომ არ დამაბრალო პასუხის გაუცემელობა): ციტატა შენი აზრით რაში გამოიხატება ხატება , ანუ ის რომ ადამიანი ხატია ღმრთისა? სწორედ იმაში გამოიხატება ეს რომ ადამიანსაც ებოძა ის თვისებები მადლით ღვთისგან ,რაც თავად გააჩნია ღმერთს... ხოდა თუ სხვაობაა ღვთის მიერ გამოვლენილ სიყვარულს შორის (ხარისხს არ ვეხები) და ადამიანის მიერ გამოვლენილს _ შორის, მაშინ ადამიანი არაა ღმრთის ხატი! თუ ჩემგან იმას მოელი, რომ ვთქვა თვისება სიყვარული ღმერთს არა აქვსო, ცდები. რაც შეეხება ადამიანის მიერ გამოვლენილ ამ თვისებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ აჩრდილისებრი და მას საერთო არაფერი აქვს საღვთო სიყვარულთან. ეს ტერმინი მატერიალური ფორმაა და ცხადია ოდნავადაც კი ვერ გამოხატავს ღვთიურ სიყვარულს. ამიტომ ღვთიურობა იმდენად აღმატებული სიყვარულია, რომ ეს ტერმინი, თუკი მას აბსოლუტურ მნიშვნელობას მივანიჭებთ ღმერთთან მიმართებაში, აბსურდამდე მივალთ. რაც შეეხება ხატებას. ხატება ადამიანში არ გულისხმობს სიყვარულს. ხატება არის თვისობრივი აღბეჭდილობანი, რაც ადამიანს შექმნისთანავე აქვს და რაც მას ცოდვით დაცემის შემდეგაც უნარჩუნდება. ეს არის თავისუფალი ნება, მეუფებრიობა... ხოლო სიყვარული, სიმშვიდე, სიკეთე და ა.შ. სათნოებითი თვისებებია, რაც ადამიანს (ადამს ის შექმნისთანავე ქონდა სამოთხეში) მოღვაწეობის აღსრულებით მიენიჭება, ანუ თავად ადამიანი მოღვაწეობის შესაბამისად აღიწევა მსგავსებამდე (კვლავ გავიმეორებ, ადამს შექმნისთნავე ქონდა მსგავსება), ანუ ღვთისადმი მსგავსებამდე, რაც წარმატებადია, ცხადია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როდესმე შესაძლოა ადამიანი არსობრივად მიემსგავსოს უფალს. ეს შეუძლებელია, ადამიანი მხოლოდ აჩრდილისებრ აირეკლავს საღვთო თვისებებს. ამიტომ ვთქვი, რომ ადამიანისა და ღვთიური თვისებების შედარება არის აბსურდი. ციტატა რაც შეეხება ჩემებურ ინტერპრეტაციებს და ჩემებურ შეხედულებებს , ისინი ეფუძნება ყველაზე ავტორიტეტულს_ საღვთო წერილს და ეს ასე რომ არ იყოს მაშინ სრულიად უაზრო და უნაყოფო იქნება ჩემთან საუბარი! არსებრივობა და არსობრივობა, რაც განვმარტე აფსოლიტურად სწორია თეოლოგიური გაგებით ამიტომ ვერცერთი თეოლოგი წუნს ვერ დაუდებს ვითომცდა ჩემებურ ინტერპრეტაციას... მაშინ წმ. წერილის საფუძველზე გვითხარი სად ამოიკითხე ეს ფრაზა: ციტატა ღმერთმა გაწირა თავის არსობრივობაზე აღმატებული ქრისტე მეთქი, ციტატა არსებრივობა და არსობრივობა, რაც განვმარტე აფსოლიტურად სწორია თეოლოგიური გაგებით ამიტომ ვერცერთი თეოლოგი წუნს ვერ დაუდებს ვითომცდა ჩემებურ ინტერპრეტაციას... ჯერ ერთი აბსოლუტურად, და მეორე, კვლავ გავიმეორებ. რადგან შენი ერთადერთი ავტორიტეტული წყარო წმ. წერილია, მაშინ წმ. წერილის საფუძველზე გვანახე სად წერია ეს შენეული განმარტებები. თუ შენ მეტყვი, რომ ეს შენ დაასკვენი, საკუთარ თავთან დაპიისპირებაში მოხვალ. ციტატა მე ადამიანს არ შემიძლია რომ ჩემი თავი ჩემ შვილზე წინ დავაყენო, რადგან ის ჩემს სიცოცხლეზე და არსებობაზე მეტია, მე მისთვის ვერაფერს დავინანებ რაც კი რამ არსებობს სამყაროში და ყველაზე ძვირფასი რაც არის სიცოცხლე , მასაც კი გავწირავ მისთვის იმედი არ მაქვს, რომ შენ ხვდები, მაგრამ მკითხველის კი მეიმედება რამხელა სისულელეს ამბობს ეს ადამიანი. თუ ამ ყველაფერს გულწრფელად წერ, ნამდვილად სინანულის გრძნობა მიჩნდება. მაგრამ თუ სრული გაცნობიერებით, მაშინ ტრაგიკული ვითარებაა. მეუბნები, რომ ადამიანურ ყოფაში მამა შვილს თავის სიცოცხლეზე მეტად მიიჩნევს და მისთვის არაფერს არ დაიშურებს, სიცოცხლესაც კი, თუკი ამის საჭიროება დადგა. ამასთან ასკვნი, რაოდენ აღმატებულია საღვთო წიაღში მამის სიყვარული მისი ძისადმი. ეხლა სრული უგუნურება: რა ვუყოთ, რომ პირიქით ხდება. მამა ძისთვის კი არ წირავს თავს, არამედ მამა ძეს წირავს უმოწყალოდ... ზემორე ლოგიკიდან გამომდიანრე რა სიყვარულზეა საუბარი? თუკი მამას თავის სიცოცხლეზე მეტად უყვარს ძე (ბოდიშს მოვიხდი ასეთი მდაბიო ტერმინებით საუბრისთვის, მაგრამ ოპონენტი მაიძულებს), თავად არ უნდა გაწიროს ძისთვის თავი? მაშინ ბოროტი გამოდის ღმერთი (ჰოი მკრეხელობავ), რადგან თავისი ძე არ ყვარებია და ის ადამიანებს მისცა მოსაკლავად. კიდევ მეტი უგუნურება: იოანე მოციქული აშკარად გვმოძღვრავს, რომ "ესრეთ შეიყვარე ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მისცა მას". ანუ ადამიანის სიყვარულისთვის მოიმოქმედაო ეს, სწორედ ადამიანისთვისო. თუ ხვდებით რა ხლართებშია გახვეული ეს ადამიანი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 08:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი