IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პასუხი ანდრია კურაევს, თუ მოწმეები მართლები არიან
esre ars cheshmariteba
პოსტი Jan 11 2013, 09:43 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



მე მინდა უბრალოდ მონეტის მეორე მხარე დაგანახოთ და ორიოდე სიტყვით შევეხო იმ უდიდესი სიყვარულის გამოვლინებას რაც აღსრულდა იესო ქრისტეს გაწირვით. ქრისტე _ გმირია ის დიდებულია და უკიდურესად კაცთმოყვარეა და მან საკუთარი სიცოცხლის გაღებით უდიდესი პატივი და სიყვარული დაიმსახურა ყველა ადამიანისაგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ მხედველობიდან უნდა გამოგვრჩეს , ამ მსხვერპლის უკან განცდილი უდიდესი ტკივილი მამა ღმერთისა , რომელიც დაუშვებს იმას რომ ქრისტე მოკვდეს ჩვენთვის., ერთხელ აბრაამმაც დაუშვა რომ მისი ძე (მონოგენეს) ისააკი შეეწირა ღმერთისთვის მსხვერპლად, მაგრამ საოცარი ის არის რომ აბრაამი არც კი სთავაზობს ღმერთს, რომ მის (ისააკის) ნაცვლად თავად შეეწიროს ! იგი აღმართავს მახვილს და სწორედ ამ დროს აჩერებს უფალი მას. სწორედ ამ მაგალითიდან იყო გაცხადებული ის უდიდესი საღვთო განგებულება, რაც ღმერთს უნდა აღესრულებინა იესო ქრისტეს მეშვეობით, რომ მას უნდა შეეწირა იესო ქრისტე ჩვენთვის და მსგავსად აბრაამისა, თავად ღმერთსაც არ შეეძლო რომ თავად გაეწირა თავისი თავი ჩვენთვის რადგან იგი უკვდავია და სიცოცხლის დაუშრეტელი წყაროა; იგი ეუბნება აბრაამს : მოჰკიდე ხელი შენს შვილს შენს მხოლოდშობილს რომელიც გიყვარსო __ და სინამდვილეში თავის თავზე მეტყველებდა ღმერთი ამ სიტყვებით, რადგან მას უნდა შემოეწირა ჩვენთვის იესო ქრისტე რომელით საკუთარ თავზე მეტად უყვარს ღმერთს. რამდენად უმადური უნდა იყოს ადამიანი რომ მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლი დაინახოს და მის მიღმა განცდილი მამა ღმერთის უდიდესი ტკივილი ვერ დაინახოს , რომელიც დაუშვებს რომ მოკლან ის ვინც ყველაზე მეტად უყვარს! ძალიან რთულია და გონებისთვის ძნელად დასაშვებია ის რომ ქრისტე კვდება არა გადატანითი არამედ პირდაპირი მნიშვნელობით , ის ნამდვილად გადის არარსში და სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას რომ ვირწმუნოთ ღმერთი რომელიც _ სიყვარულია, რადგან თუ ქრისტე არ მომკვდარა და არარსებულ მდგომარეობაში არ ყოფილა, მაშინ არც გამოსყიდვა მომხდარა და პავლეც ტყუილად სწერს და გვიმტკიცებს რა სიყვარულს ღმერთისას რომელსაც თურმე მხოლოდ თვისი ძის სხეული შემოუწირია ჩვენთვის ცარიელი ფიტული და არა სიცოცხლე (რომაელთა 5:8) უფალი კი ნამდვილად ირწმუნება რომ მან სიცოცხლე უნდა დადოს ჩვენთვის და ამით დაამტკიცოს უდიდესი სიყვარული (იოანე 10;17) სატანას სურს დაგაჯეროს რომ ქრისტე არ მომკვდარა შენთვის , მაგრამ გახსოვდეს რომ ქრისტე ნამდვილად მოკვდა და ამ ნამდვილი სიკვდილით სრულად გადაიხადა შენი ცოდვის საფასური!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Feb 17 2013, 08:16 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



esre ars cheshmariteba

ციტატა
და ასეთი რამეები ნუღარ განმეორდება ბატონო დავით , რადგან ცინიკური ბრალდებით და დაცინვით თავს იცავენ რწმენით სუსტები.


ზედმეტებში ნუ გადადიხარ. მე არავის რწმენას არ ვეხები და ნურც სხვა შეეხება.

როდესაც მართლმადიდებლებზე მსჯელობ, რაღაც მაინც უნდა გქონდეს წაკითხული მართლმადიდებლური. დასკვნები გააკეთე სრულიად აბსურდული ზემოთ და შეურაცხმყოფელიც. ამიტომ ვთქვი, რომ კარგი იქნება ერთი წიგნი მაინც წაიკითხო მართლმადიდებლობაზე.

რაც შეეხება წმინდა წერილს, როგორ გესმის ეს წიგნი ჩანს კარგად და ზედმეტი ღაღადით ვერაფერს გააწყობ. ერთბაშად უამრავ გაურკვეველ რაღაცეებს წერ და მე მგონი თვითონაც არ გესმის რას გულისხმობ ამ ნაწერებში.

კონკრეტული საკითხი დასვი და ვისაუბროთ იმაზე. ვიცი რომ ეს თქვენი მეთოდია, ერთბაშად ორმოცდაათ საკითხზე საუბარი, მაგრამ აქ ამას ნუ იზავ.

ჩამოყალიბდი რა გინდა და ვისაუბროთ. ოღონდ უაზრობას და ლოგიკისგან შორს მყოფ ნაწერებს არ გამოვეხმაურები (ისეთებს, ღმერთი თავისზე აღმატებულ ქრისტეს სწირავსო).

რაც შეეხება შენს ზემოთა მარგალიტებს (რომ არ დამაბრალო პასუხის გაუცემელობა):

ციტატა
შენი აზრით რაში გამოიხატება ხატება , ანუ ის რომ ადამიანი ხატია ღმრთისა? სწორედ იმაში გამოიხატება ეს რომ ადამიანსაც ებოძა ის თვისებები მადლით ღვთისგან ,რაც თავად გააჩნია ღმერთს... ხოდა თუ სხვაობაა ღვთის მიერ გამოვლენილ სიყვარულს შორის (ხარისხს არ ვეხები) და ადამიანის მიერ გამოვლენილს _ შორის, მაშინ ადამიანი არაა ღმრთის ხატი!


თუ ჩემგან იმას მოელი, რომ ვთქვა თვისება სიყვარული ღმერთს არა აქვსო, ცდები. რაც შეეხება ადამიანის მიერ გამოვლენილ ამ თვისებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ აჩრდილისებრი და მას საერთო არაფერი აქვს საღვთო სიყვარულთან. ეს ტერმინი მატერიალური ფორმაა და ცხადია ოდნავადაც კი ვერ გამოხატავს ღვთიურ სიყვარულს. ამიტომ ღვთიურობა იმდენად აღმატებული სიყვარულია, რომ ეს ტერმინი, თუკი მას აბსოლუტურ მნიშვნელობას მივანიჭებთ ღმერთთან მიმართებაში, აბსურდამდე მივალთ.

რაც შეეხება ხატებას. ხატება ადამიანში არ გულისხმობს სიყვარულს. ხატება არის თვისობრივი აღბეჭდილობანი, რაც ადამიანს შექმნისთანავე აქვს და რაც მას ცოდვით დაცემის შემდეგაც უნარჩუნდება. ეს არის თავისუფალი ნება, მეუფებრიობა...

ხოლო სიყვარული, სიმშვიდე, სიკეთე და ა.შ. სათნოებითი თვისებებია, რაც ადამიანს (ადამს ის შექმნისთანავე ქონდა სამოთხეში) მოღვაწეობის აღსრულებით მიენიჭება, ანუ თავად ადამიანი მოღვაწეობის შესაბამისად აღიწევა მსგავსებამდე (კვლავ გავიმეორებ, ადამს შექმნისთნავე ქონდა მსგავსება), ანუ ღვთისადმი მსგავსებამდე, რაც წარმატებადია, ცხადია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როდესმე შესაძლოა ადამიანი არსობრივად მიემსგავსოს უფალს. ეს შეუძლებელია, ადამიანი მხოლოდ აჩრდილისებრ აირეკლავს საღვთო თვისებებს. ამიტომ ვთქვი, რომ ადამიანისა და ღვთიური თვისებების შედარება არის აბსურდი.

ციტატა
რაც შეეხება ჩემებურ ინტერპრეტაციებს და ჩემებურ შეხედულებებს , ისინი ეფუძნება ყველაზე ავტორიტეტულს_ საღვთო წერილს და ეს ასე რომ არ იყოს მაშინ სრულიად უაზრო და უნაყოფო იქნება ჩემთან საუბარი! არსებრივობა და არსობრივობა, რაც განვმარტე აფსოლიტურად სწორია თეოლოგიური გაგებით ამიტომ ვერცერთი თეოლოგი წუნს ვერ დაუდებს ვითომცდა ჩემებურ ინტერპრეტაციას...


მაშინ წმ. წერილის საფუძველზე გვითხარი სად ამოიკითხე ეს ფრაზა:

ციტატა
ღმერთმა გაწირა თავის არსობრივობაზე აღმატებული ქრისტე მეთქი,


ციტატა
არსებრივობა და არსობრივობა, რაც განვმარტე აფსოლიტურად სწორია თეოლოგიური გაგებით ამიტომ ვერცერთი თეოლოგი წუნს ვერ დაუდებს ვითომცდა ჩემებურ ინტერპრეტაციას...


ჯერ ერთი აბსოლუტურად, და მეორე, კვლავ გავიმეორებ. რადგან შენი ერთადერთი ავტორიტეტული წყარო წმ. წერილია, მაშინ წმ. წერილის საფუძველზე გვანახე სად წერია ეს შენეული განმარტებები. თუ შენ მეტყვი, რომ ეს შენ დაასკვენი, საკუთარ თავთან დაპიისპირებაში მოხვალ.

ციტატა
მე ადამიანს არ შემიძლია რომ ჩემი თავი ჩემ შვილზე წინ დავაყენო, რადგან ის ჩემს სიცოცხლეზე და არსებობაზე მეტია, მე მისთვის ვერაფერს დავინანებ რაც კი რამ არსებობს სამყაროში და ყველაზე ძვირფასი რაც არის სიცოცხლე , მასაც კი გავწირავ მისთვის


იმედი არ მაქვს, რომ შენ ხვდები, მაგრამ მკითხველის კი მეიმედება რამხელა სისულელეს ამბობს ეს ადამიანი.

თუ ამ ყველაფერს გულწრფელად წერ, ნამდვილად სინანულის გრძნობა მიჩნდება. მაგრამ თუ სრული გაცნობიერებით, მაშინ ტრაგიკული ვითარებაა.

მეუბნები, რომ ადამიანურ ყოფაში მამა შვილს თავის სიცოცხლეზე მეტად მიიჩნევს და მისთვის არაფერს არ დაიშურებს, სიცოცხლესაც კი, თუკი ამის საჭიროება დადგა. ამასთან ასკვნი, რაოდენ აღმატებულია საღვთო წიაღში მამის სიყვარული მისი ძისადმი.

ეხლა სრული უგუნურება:

რა ვუყოთ, რომ პირიქით ხდება. მამა ძისთვის კი არ წირავს თავს, არამედ მამა ძეს წირავს უმოწყალოდ... ზემორე ლოგიკიდან გამომდიანრე რა სიყვარულზეა საუბარი? თუკი მამას თავის სიცოცხლეზე მეტად უყვარს ძე (ბოდიშს მოვიხდი ასეთი მდაბიო ტერმინებით საუბრისთვის, მაგრამ ოპონენტი მაიძულებს), თავად არ უნდა გაწიროს ძისთვის თავი? მაშინ ბოროტი გამოდის ღმერთი (ჰოი მკრეხელობავ), რადგან თავისი ძე არ ყვარებია და ის ადამიანებს მისცა მოსაკლავად.

კიდევ მეტი უგუნურება: იოანე მოციქული აშკარად გვმოძღვრავს, რომ "ესრეთ შეიყვარე ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მისცა მას".

ანუ ადამიანის სიყვარულისთვის მოიმოქმედაო ეს, სწორედ ადამიანისთვისო.

თუ ხვდებით რა ხლართებშია გახვეული ეს ადამიანი.



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Feb 17 2013, 10:06 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(afxazi @ Feb 17 2013, 09:16 PM) *

esre ars cheshmariteba
ზედმეტებში ნუ გადადიხარ. მე არავის რწმენას არ ვეხები და ნურც სხვა შეეხება.

როდესაც მართლმადიდებლებზე მსჯელობ, რაღაც მაინც უნდა გქონდეს წაკითხული მართლმადიდებლური. დასკვნები გააკეთე სრულიად აბსურდული ზემოთ და შეურაცხმყოფელიც. ამიტომ ვთქვი, რომ კარგი იქნება ერთი წიგნი მაინც წაიკითხო მართლმადიდებლობაზე.

რაც შეეხება წმინდა წერილს, როგორ გესმის ეს წიგნი ჩანს კარგად და ზედმეტი ღაღადით ვერაფერს გააწყობ. ერთბაშად უამრავ გაურკვეველ რაღაცეებს წერ და მე მგონი თვითონაც არ გესმის რას გულისხმობ ამ ნაწერებში.

კონკრეტული საკითხი დასვი და ვისაუბროთ იმაზე. ვიცი რომ ეს თქვენი მეთოდია, ერთბაშად ორმოცდაათ საკითხზე საუბარი, მაგრამ აქ ამას ნუ იზავ.

ჩამოყალიბდი რა გინდა და ვისაუბროთ. ოღონდ უაზრობას და ლოგიკისგან შორს მყოფ ნაწერებს არ გამოვეხმაურები (ისეთებს, ღმერთი თავისზე აღმატებულ ქრისტეს სწირავსო).

რაც შეეხება შენს ზემოთა მარგალიტებს (რომ არ დამაბრალო პასუხის გაუცემელობა):
თუ ჩემგან იმას მოელი, რომ ვთქვა თვისება სიყვარული ღმერთს არა აქვსო, ცდები. რაც შეეხება ადამიანის მიერ გამოვლენილ ამ თვისებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ აჩრდილისებრი და მას საერთო არაფერი აქვს საღვთო სიყვარულთან. ეს ტერმინი მატერიალური ფორმაა და ცხადია ოდნავადაც კი ვერ გამოხატავს ღვთიურ სიყვარულს. ამიტომ ღვთიურობა იმდენად აღმატებული სიყვარულია, რომ ეს ტერმინი, თუკი მას აბსოლუტურ მნიშვნელობას მივანიჭებთ ღმერთთან მიმართებაში, აბსურდამდე მივალთ.

რაც შეეხება ხატებას. ხატება ადამიანში არ გულისხმობს სიყვარულს. ხატება არის თვისობრივი აღბეჭდილობანი, რაც ადამიანს შექმნისთანავე აქვს და რაც მას ცოდვით დაცემის შემდეგაც უნარჩუნდება. ეს არის თავისუფალი ნება, მეუფებრიობა...

ხოლო სიყვარული, სიმშვიდე, სიკეთე და ა.შ. სათნოებითი თვისებებია, რაც ადამიანს (ადამს ის შექმნისთანავე ქონდა სამოთხეში) მოღვაწეობის აღსრულებით მიენიჭება, ანუ თავად ადამიანი მოღვაწეობის შესაბამისად აღიწევა მსგავსებამდე (კვლავ გავიმეორებ, ადამს შექმნისთნავე ქონდა მსგავსება), ანუ ღვთისადმი მსგავსებამდე, რაც წარმატებადია, ცხადია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როდესმე შესაძლოა ადამიანი არსობრივად მიემსგავსოს უფალს. ეს შეუძლებელია, ადამიანი მხოლოდ აჩრდილისებრ აირეკლავს საღვთო თვისებებს. ამიტომ ვთქვი, რომ ადამიანისა და ღვთიური თვისებების შედარება არის აბსურდი.
მაშინ წმ. წერილის საფუძველზე გვითხარი სად ამოიკითხე ეს ფრაზა:
ჯერ ერთი აბსოლუტურად, და მეორე, კვლავ გავიმეორებ. რადგან შენი ერთადერთი ავტორიტეტული წყარო წმ. წერილია, მაშინ წმ. წერილის საფუძველზე გვანახე სად წერია ეს შენეული განმარტებები. თუ შენ მეტყვი, რომ ეს შენ დაასკვენი, საკუთარ თავთან დაპიისპირებაში მოხვალ.
იმედი არ მაქვს, რომ შენ ხვდები, მაგრამ მკითხველის კი მეიმედება რამხელა სისულელეს ამბობს ეს ადამიანი.

თუ ამ ყველაფერს გულწრფელად წერ, ნამდვილად სინანულის გრძნობა მიჩნდება. მაგრამ თუ სრული გაცნობიერებით, მაშინ ტრაგიკული ვითარებაა.

მეუბნები, რომ ადამიანურ ყოფაში მამა შვილს თავის სიცოცხლეზე მეტად მიიჩნევს და მისთვის არაფერს არ დაიშურებს, სიცოცხლესაც კი, თუკი ამის საჭიროება დადგა. ამასთან ასკვნი, რაოდენ აღმატებულია საღვთო წიაღში მამის სიყვარული მისი ძისადმი.

ეხლა სრული უგუნურება:

რა ვუყოთ, რომ პირიქით ხდება. მამა ძისთვის კი არ წირავს თავს, არამედ მამა ძეს წირავს უმოწყალოდ... ზემორე ლოგიკიდან გამომდიანრე რა სიყვარულზეა საუბარი? თუკი მამას თავის სიცოცხლეზე მეტად უყვარს ძე (ბოდიშს მოვიხდი ასეთი მდაბიო ტერმინებით საუბრისთვის, მაგრამ ოპონენტი მაიძულებს), თავად არ უნდა გაწიროს ძისთვის თავი? მაშინ ბოროტი გამოდის ღმერთი (ჰოი მკრეხელობავ), რადგან თავისი ძე არ ყვარებია და ის ადამიანებს მისცა მოსაკლავად.

კიდევ მეტი უგუნურება: იოანე მოციქული აშკარად გვმოძღვრავს, რომ "ესრეთ შეიყვარე ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მისცა მას".

ანუ ადამიანის სიყვარულისთვის მოიმოქმედაო ეს, სწორედ ადამიანისთვისო.

თუ ხვდებით რა ხლართებშია გახვეული ეს ადამიანი.

თუ შეიძლება ზემოთ ჩემს პოსტს უპასუხე ჯერ რომ დავრწმუნდე ქრისტიანს ვესაუბრები თუ უბრალოდ ადამიანს რომელსაც სურს ქრისტიანი იყოს?! იძულებულს მხდი რომ ეჭვი შევიტანო ამაში blink.gif . წინაზე საერთოდ აარიდე თავი იოანეს 5:26 და იქიდანვე ავიღე ეჭვი რომ საქმე მაქვს იმასთან რომელიც არ იცნობს წმინდა წერილს და ვერ განმარტავს მას. მოდი ამჯერად მაინც თუ შეიძლება აღარ აერიდო და ისაიას 53:2 მუხლი მაინც განმარტე რომ მივხვდე რომ შეგიძლია წერილის გაგება და სულის თანამოზიარეობა blink.gif ნელ ნელა გამოააშკარავე წმინდა წერილის უცოდინარობა და ახლა კი სულ გადააჭარბე რადგან დაწერე ის რაც არ უნდა დაგეწერა! ანუ რაშია ახლა საქმე თურმე უგუნური ვარ და პირიქით მომხდარა ______________ მამა ძისთვის კი არ წირავს თავს, არამედ მამა ძეს წირავს უმოწყალოდ... ანუ შენ ასე უნდა დაგეწერა _ მამას უნდა გაეწირა თავი ჩვენთვის და ძე უნდა დაეტოვებინა ზეცად. წინა პოსტებში დამაწყდა ნერვები იმის ასახსნელად რომ მამა ღმერთი უკვდავია და მას არ შეეძლო საკუთარი თავის გაწირვა და სწორედ ამიტომ იმეტებს ადამიანო შენთვის ყველაზე ძვირფას ძეს , იმიტომ რომ ის კიდევ უფრო უკიდურესად კაცთმოყვარეა და აი ამ ადამიანების სიყვარულის გამო სწირავს ძეს! მას შეეძლო რომ არ გაეწირა საკუთარი ძე და ვსიო მორჩა... ჩვენ დავრჩებოდით ჩვენს ცოდვებში და დავიღუპებოდით! საკმარისია იმის გააზრება რომ ღმერთი სიყვარული არ არის, მაშინ ის სულაც არ იყო ვალდებული რომ ძე რომელიც უკიდურესად უყვარს ჩვენთვის გაეწირა . ვინ გაამტყუნებდა ღმერთს რომ არ აღესრულებინა გამოსყიდვა ძის მეშვეობით? ვინ? ვერავინ!!! ამიტომ ცოტა სიმდაბლით და გააზრებით გვმართებს მადლობა მოვუხადოთ მამა ღმერთს რომელმაც გაიღო ყველაზე ძვირფასი ჩვენთვის ცოდვილთათვის! საიდან ჩანს რომ ღმერთი რომელიც უკვდავია , აღმოჩნდა უკიდურესად რთულ მდგომარეობაში_ ანუ მას უკვდავს არ შეეძლო რომ საკუთარი თავი გაეღო და რჩებოდა ორი გზა ,_ ან უნდა გაეწირა Yველაზე ძვირფასი _ძე . ან ჩვენ უნდა დავრჩენილიყავით ცოდვაში, აფხაზ კიდევ ერთხელ გამოავლინე უცოდინარობა წმინდა წერილისა და დავრწმუნდი რომ წარმოდგენაც არა გქონია იმ უდიდეს საღვთო განგებაზე რა გაცხადდა აბრაამისა და ისააკის შემთხვევაში როცა აბრაამი სრულიად ყველას გასაკვირად გაუაზრებლად აღმართავს მახვილს ისააკზე და ღმერთს არც კი სთავაზობს რომ მის ნაცვლად ისაკის ნაცვლად თვითონ შეეწიროს მსხვერპლად! განა სწორედ ეს არ იყო იმის წინასახე რომ ღმერთი სწორედ ამგვარ სიტუაციაში აღმოჩნდა , რომ ყველასთვის გასაოცრად მას სიცოცხლის უშრეტ წყაროს სიკვდილი არ შეეძლო? და განა ამიტომ არ გაუმახვილა აბრაამს ყურადღება რომ _ მოჰკიდე შენ შვილს შენს მხოლოდშობილს , რომელიც გიყვარსო _ დაბადება 22:2 . და თურმე საკუთარ თავზე მეტყველებდა მამა ღმერთი, რომელიც მოგვიანებით იმას გააკეთებდა რაც აბრაამს არ გააკეთებინა? რა ვქნა ბატონო დავით არ გესმის საღვთო წერილი და როგორ შევძლო შენთან საუბარი? blink.gif blink.gif blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
esre ars cheshmariteba   პასუხი ანდრია კურაევს   Jan 11 2013, 09:43 PM
ikanosi   შემოვა და წაიკითხ...   Jan 11 2013, 09:50 PM
აკაკი   დრო თუ მექნა გავაკ...   Jan 11 2013, 10:02 PM
A.V.M   აკაკი მეც... მარა ჯე...   Jan 12 2013, 12:00 AM
afxazi   esre ars cheshmariteba დაამხო რ...   Jan 12 2013, 12:11 AM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba დაამხო რა ...   Jan 12 2013, 09:30 PM
A.V.M   afxazi ოსიპოვთან მირბ...   Jan 12 2013, 12:12 AM
afxazi   A.V.M არა მგონია ეგ დ...   Jan 12 2013, 12:15 AM
afxazi   esre ars cheshmariteba მოდი ეხლ...   Jan 12 2013, 10:05 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba მოდი ეხლა ...   Jan 13 2013, 09:35 PM
აკაკი   esre ars cheshmariteba ჩვენ თავი...   Jan 12 2013, 11:05 PM
sergi_glaxa   esre ars cheshmariteba გლეხი ცუდ...   Jan 13 2013, 09:46 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba გლეხი ცუდ...   Jan 13 2013, 09:49 PM
sergi_glaxa   esre ars cheshmariteba მაშ გეპატ...   Jan 13 2013, 09:59 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba მაშ გეპატ...   Jan 13 2013, 10:06 PM
sergi_glaxa   esre ars cheshmariteba კაი გეხუმ...   Jan 13 2013, 10:13 PM
აკაკი   sergi_glaxa ეგენი არიან ჩვ...   Jan 14 2013, 01:02 AM
esre ars cheshmariteba   თუ ვინმე გაბედავს ...   Jan 29 2013, 10:03 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba ჩაქრი შენ....   Jan 29 2013, 10:24 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ჩაქრი შენ...   Jan 30 2013, 09:48 PM
A.V.M   კარგი...სწორი იყავი...   Jan 31 2013, 12:59 AM
esre ars cheshmariteba   კარგი...სწორი იყავი...   Jan 31 2013, 05:30 PM
Otherguy   პავლე მოციქული რო...   Feb 3 2013, 11:52 PM
esre ars cheshmariteba   ეს რა სიყვარულია? თ...   Feb 4 2013, 10:51 PM
Otherguy   esre ars cheshmariteba ებრაელთა 2...   Feb 5 2013, 08:18 AM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ებრაელთა ...   Feb 5 2013, 08:56 PM
Otherguy   esre ars cheshmariteba δι' ნიშნა...   Feb 5 2013, 11:36 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba δι' ნიშნა...   Feb 6 2013, 09:40 PM
Otherguy   esre ars cheshmariteba თვალსა და ...   Feb 7 2013, 01:40 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba თვალსა და...   Feb 7 2013, 05:07 PM
Otherguy   esre ars cheshmariteba ხომ ავხსე...   Feb 7 2013, 07:54 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ხომ ავხსე...   Feb 8 2013, 09:28 PM
A.V.M   ალბად აღშფოთებული...   Feb 8 2013, 09:53 PM
Otherguy   პირმშო _ არის ის ვი...   Feb 9 2013, 11:03 AM
esre ars cheshmariteba   "პირმშო ნიშნავს ...   Feb 9 2013, 06:17 PM
esre ars cheshmariteba   ვინაიდან არგუმენტ...   Feb 13 2013, 08:19 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba მერამდენე...   Feb 13 2013, 11:54 PM
afxazi   esre ars cheshmariteba :doh: :doh:   Feb 14 2013, 10:52 AM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba :doh: :doh: ერთ ...   Feb 14 2013, 07:32 PM
afxazi   esre ars cheshmariteba შეთითხნი...   Feb 14 2013, 11:02 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba შეთითხნი...   Feb 16 2013, 11:46 AM
afxazi   esre ars cheshmariteba ეს შენებ...   Feb 16 2013, 01:57 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ეს შენებუ...   Feb 16 2013, 05:51 PM
esre ars cheshmariteba   თუ მოხდება რომელიმ...   Feb 16 2013, 07:30 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ვიცი ვინ...   Feb 16 2013, 10:20 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ვიცი ვინც ...   Feb 17 2013, 03:14 PM
A.V.M   და სრულიად ფორუმს ...   Feb 17 2013, 02:07 AM
toka@   ჰოი ნაშობნო იქედნე...   Feb 17 2013, 04:52 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ზედმეტებ...   Feb 17 2013, 08:16 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ზედმეტებ...   Feb 17 2013, 10:06 PM
afxazi   esre ars cheshmariteba შეწუხდი ...   Feb 18 2013, 10:47 AM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba შეწუხდი ხ...   Feb 18 2013, 09:54 PM
afxazi   esre ars cheshmariteba რა გინდა ...   Feb 18 2013, 10:01 PM
esre ars cheshmariteba   ურთიერთობა არც კი ...   Feb 18 2013, 10:10 PM
afxazi   esre ars cheshmariteba რას დახტი...   Feb 18 2013, 10:13 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba რას დახტი...   Feb 18 2013, 10:20 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ხოდა რა გ...   Feb 18 2013, 10:24 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ხოდა რა გი...   Feb 18 2013, 10:27 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ხოდა რა გი...   Feb 18 2013, 10:52 PM
afxazi   esre ars cheshmariteba არ კითხუ...   Feb 18 2013, 10:28 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba არ კითხულ...   Feb 18 2013, 10:31 PM
afxazi   esre ars cheshmariteba :D :D საკუ...   Feb 18 2013, 10:33 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba :D :D საკუთ...   Feb 18 2013, 10:36 PM
afxazi   esre ars cheshmariteba იმას რას...   Feb 18 2013, 10:37 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba იმას რასა...   Feb 18 2013, 10:39 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ? ველოდე...   Feb 18 2013, 10:42 PM
esre ars cheshmariteba   ებრაელთა 6:13 ღმერთზ...   Feb 18 2013, 11:05 PM
esre ars cheshmariteba   მზად ხარ უპასუხო ჩ...   Feb 18 2013, 11:16 PM
esre ars cheshmariteba   თუ ბატონ აფხაზს რც...   Feb 19 2013, 10:16 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba უკე ტვინს ...   Feb 20 2013, 12:43 AM
ხახაბოელი   ესრე არს ჭეშმარიტე...   Feb 20 2013, 01:24 PM
esre ars cheshmariteba   ესრე არს ჭეშმარიტ...   Feb 20 2013, 08:51 PM
afxazi   esre ars cheshmariteba არ გინდა ე...   Feb 20 2013, 04:13 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba არ გინდა ...   Feb 20 2013, 08:31 PM
A.V.M   1 ლექცია ხსნიდა დღე...   Feb 20 2013, 08:46 PM
afxazi   esre ars cheshmariteba :D :D ეს რა...   Feb 20 2013, 08:53 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba :D :D ეს რაღ...   Feb 20 2013, 09:04 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba ჩაქრი შენ...   Feb 20 2013, 08:53 PM
afxazi   ეს შეურაცხყოფაა დ...   Feb 20 2013, 08:53 PM
afxazi   esre ars cheshmariteba :D :D ზემო...   Feb 20 2013, 09:09 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba :D :D ზემოთ ...   Feb 20 2013, 09:14 PM
afxazi   esre ars cheshmariteba და ნება რ...   Feb 20 2013, 09:15 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba და ნება რა...   Feb 20 2013, 09:19 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ჩემი სიტ...   Feb 20 2013, 09:23 PM
esre ars cheshmariteba   რაც შეეხება ხატება...   Feb 20 2013, 09:33 PM
afxazi   esre ars cheshmariteba კვლავ გი...   Feb 20 2013, 09:46 PM
esre ars cheshmariteba   ბატონო დავით სიტყვ...   Feb 21 2013, 12:43 PM
ხახაბოელი   afxazi მე როგორც მესმი...   Feb 21 2013, 02:55 PM
afxazi   ხახაბოელი აბსოლუ...   Feb 21 2013, 03:34 PM
ხახაბოელი   ხახაბოელი აბსოლუტ...   Feb 21 2013, 05:59 PM
afxazi   esre ars cheshmariteba მე არაფე...   Feb 21 2013, 03:46 PM
esre ars cheshmariteba   რას ამბობ კაცო რატ...   Feb 21 2013, 07:35 PM
esre ars cheshmariteba   ნურასოდეს დაამტკი...   Feb 25 2013, 09:30 PM
A.V.M   მაგ ,,ბოლო ჟამამდე...   Feb 25 2013, 10:03 PM
esre ars cheshmariteba   მაგ ,,ბოლო ჟამამდე...   Feb 27 2013, 08:22 PM
esre ars cheshmariteba   იგივე სიტუაციაა რო...   Feb 27 2013, 08:58 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba კაქი ერთი....   Feb 27 2013, 09:04 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba კაქი ერთი...   Feb 27 2013, 09:29 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba ფაქტიურა...   Feb 27 2013, 09:36 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ფაქტიურა...   Feb 27 2013, 11:06 PM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th July 2025 - 09:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი