ხატწერის ისტორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხატწერის ისტორია |
აკაკი |
Nov 11 2010, 06:57 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ხატი არის რელიგიური გამოსახულების აღმწერი სიტყვა, რომელიც გამოიყენება იმისათვის, რომ გადმოსცეს "ანარეკლი" ღვთისა, წმინდანებისა და სხვადასხვა რელიგიური მოვლენები. დღესდღეობით, სიტყვა "ხატი" პირველრიგში ასოცირდება მართლმადიდებელი ეკლესიის მხატვრობასთან. ხატს აქვს თვალსაჩინო ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებასა და თაყვანისცემაში.
სიტყვა "ხატი" (icon) მოდის ბერძნული სიტყვიდან "eikon". როგორც იცით სიტყვა "ხატი" გამოიყენება ბიბლიაშიც, კერძოდ ძველ აღთქმაში, სადაც წერია "თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად..... შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.[დაბადება 1:26-27]. ეს სიტყვა ასევე გამოიყენება ახალ აღთქმაშიც სადაც წმიდა მოციქული პავლე კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში სწერს "ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა..." [კოლასელთა მიმართ 1:15]. მხატვრობა ჯერ კიდევ ძველისძველი ისტორრიდან არის ცნობილი. ძველი ეგვიპტის ხელოვნები ცნობილნი არიან თავიანთი მხატვრობით, ქვისა თუ ხის კვეთით. ცნობილია მათი ფრესკები ქურუმ ოსირისის საფლავზე, რომელიც წარმოადგენს ისტორიულ და მითოლოგიურ სუბიექტებს. ასევე სარკოფაგები, ადაც იკრძალებოდნენ მათი ფარაონები, ცნობილია მათი ჩუქურთმები და ფარაონის ფერწერული პორტრეტები, სამაგალითოთ ფარაონ "ტუტანხამონის". ზოგიერთ მდიდარი ადამიანი, ფარაონის დაკრძალვამდე სპეციალურად ახატინებდა მის პორტრეტს. ასევე ძველ ბერძნებს და რომაელებსაც ჰქონდათ მსგავსი ჩვეულება. ისტორიკოსები იკონოგრაფიის სტილის ჩამოყალიბებას ქრისტიანობის პირველ სამ საუკუნემდე ათარიღებენ. ზოგიერთო არქეოლოგის აზრით, ხატები პირველად პოპულარული იყო ადამიანთა საცხოვრებელ სახლებში, ხოლო შემდეგ დაიწყო შემოღება სალოცავებში, ალბათ მესამე საუკუნის ბოლოს. IV და V საუკუნეშებში უკვე გავრცეებული იყო მათი გამოყენება. ის აზრი, რომ ხატები ადრეულ ეკლესიაში გამოიყენებოდა, მეტყველებს ეკლესიის უნიკალურ გამოცდილებაზე. ქრისტიანობის დიდმა ნაწილმა როგორც იცით წარმართული კულტურიდან იცვალა ფერი, მათ უმეტესობა ძალზე გაუნათლებელი იყო. ბევრ მათგანს უჭირდა გაეგო ბიბლიური სწავლებები, მათი სულიერი მნიშვნელობა, ისტორიული მოვლენები რომლებიც აღწერილია ბიბლიაში, და ეკლესიის ცხოვრებაში. ამრიგად, ეკლესიაში ღვთისაგან დადგენილმა მოძღვრებმა, ღვთისაგან კურთხევით (რადგან ეკლესის თავი და მმართველი ქრისტე ღმერთია, და მის გარეშე არაფერი ხდება ეკლესიაში - მთარგმ.) ადრეულ ეკლესიაში დაუშვებს რელიგიური სურათები (ხატები), რადგანაც ხალხს უჭირდა შეეთვისებინა ქრისტიანობა და მისი სწავლება თვალსაჩინოებითი დახმარების გარეშე. ამდენად, ყოველივე ეს დაეხმარა მორწმუნეებს შეემეცნებინათ მათთვის ახალი სარწმუნოება. რომის იმპერატორის კონსტანტინეს (ქრ.შ. 307-337 წელი) რეფორმებისას ქრისტიანობის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. იმპერატორმა დააჩქარა და ხელი შეუწყო ქრისტიანობის ტრიუმფს, და აკრძალა წარმართული კერპთაყვანისმცემლობა. წარმართული "ღმერთების" ქანდაკებები მოშალეს დედაქალაქში. გამოიყენეს ხატები ეკლესიებისა და შენობების დასამშვენებლად. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ პატრიარქ კირილე I-ის (404-430 წ. / ცნობილია როგორც "კირილე ალექსანდრიელი, და სვეტი სარწმუნოებისა"), როლი. მან გასცა ნებართვა, რომ ხატები განეთავსებინათ საპატრიარქოში და ეგვიპტის ყველა ეკლესიაში. ხატების გავრცელებასთან ერთად იმპერატორ კონსტანტინეს შემდგომ საუკუნეებიში, ქრისტიანებმა დაიწეყებს ხატების გამოყენება იმგვარად, რომ არასოდეს ყოფილა განკუთვნილი ამისათვის. იგი გახდა უფრო ასოცირებული ხელოვნებასთან და არა როგორც ლოცვის საშუალება ქრისტიანული წესებით. ხატებს აღარ ჰქონდა თაყვანისცემისა და მისდამი მოკრძალებით მოპყრობის, ან რაიმე წმინდის მნიშვნელობა მათთვის. თაყვანისცემა აჩვენებს, რომ ხატი არ არის უბრალოდ ხელოვნების ნიმუში რომელის მიმართაც ჩვენ პატივისცემით ვართ განწყობილნი, არამედ იგი ამსახველია რომელიმე წმინდა პიროვნებისა თუ მოვლენისა. ხატი არის სარკმელი, რომელიც გვახედებს სულიერ სამყაროში, მისი გამოყენება გვეხმარება ვჭვრეტდეთ სულიერ საგნებს და აღმოვჩნდეთ გონების ლოცვით ფარგლებში, როგორც შეხსენება ბიბლიური მოვლენებისა, ქრისტეს და სხვა წმინდათნა ცხოვრებისა, და არა როგორც ობიექტი თაყვანისცემისა. VIII-ე საუკუნეში გაჩნდა მოძრაობა რომელიც არჩევდა აღმოეფხვრათ ხატები ეკლესიებიდან იმ მოტივით, რომ ისინი ჩვენში თაყვანისიცემოდა როგორც ავტორიტეტულ სურათებად. მათი იდეის საფუძველი იყო არასწორად გაგებული ბიბლიის სიტყვები "არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო" [გამოსვლათა 20:4-5]. ამ პერიოდში (ხატმებრძოლეობის პერიოდი), ერთიერთი ძირითადი ფიგურა "ლაუონ ელ-ეშაფრი" და მისი მიმდევრები იყვნენ ჩართულნი მრავალი ხატის განადგურებაში. საინტერესოა აღინიშნობს, რომ ამ დროს იმპერატორ ლეონ III-ის მეფობის პერიოდიში, დაიწყო ხატმებრძოლეობის დავა და გახდა სერიოზული კონფლიქტის საგანი ეკლესიაში. ეს დაემთხვა მაჰმადიანთა შემოსევებს სირიაში, ერაყში ეგვიპტესა და სპარსეთში. ქრისტიანთა იერუსალიმის წმინდა ადგილები მუსლიმთა ხელში ჩავარდა. კონფლიქტის პერიოდში ორი ძალზედ ცნობილი თეოლოგი, რომელნიც დადგნენ ეკლესიაში ხატთა გამოყენების დასაცავად, იყვნენ წმ. იოანე დამასკელი (675-749 წ.) და წმ. თეოდორე სტუდიელი (759-826 წ.) მართლმადიდებელი ეკლესიის VII მსოფლიო კრებისას 787 წელს. თუმცა ქრისტიანობამ აკრძალა კერპთა თაყვანისცემა, ხატთა გამოყენება კი არ აუკრძალავს ჯერ კიდევ ასეთი (ხატმებრძოლი) აზროვნების გაჩენამდე. ისტორია მოგვითხრობს, რომ ხატების ეკლესიაში გამოყენების ფესვი არის ჯერ კიდევ ქრისტეს დროიდან. არსებობს მთელი რიგი ისტორიული დოკუმენტები ამისათვის.
- ამიტომ, ხატებს შეუძლიათ აკურთხონ ჩვენი ცხოვრება თუკი მათ სულიერი გზით ვიყენებთ. ხატი არ არის მხოლოდ ხელოვნების ნიმუში, არამედ იგი ახორციელებს უამრავ სულიერ შემეცნებას ჩვენ ცხოვრებაში. ქრისტიანული სარწმუნოების ცენტრია, რომ "სიტყვა იგი ხორციელ იქმნა" [იოანე 1:1] . გასაკვირი არ არის, რომ ვხედავთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოწყალე და მოსიყვარულე სახეს, რომელიც მრავალი ხატის შინაარსია. მართლმადიდებლური ხატწერის ხელოვნებამ შემდეგში მიიღო გარკვეული სიმბოლიზმი, რომელიც ახდენს შინაარსის გადმოცემას. მაგალითად: დიდი და განიერი თვალები სიმბოლურად გამოხატავს სულიერ თვალებსა და ხედვას არამატერიალურ სამყაროში, წმ. წერილი ამბობს: "სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც" [მათე 6:22]. მეორე, დიდი ყურები ღვთის სიტყვის სმენას; "ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!" [მარკოზი 4:23] მესამე, მშვიდი კეთილი და წყნარი ტუჩები უფლის დიდებას და ქებას; "ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ."[ფს. 62:4] "ბაგითა გალობისათა გაქებდეს შენ პირი ჩემი" [ფს. 62:6] თვალების და ყურების ფიგურა ხატში არის არაპროპორციულად დიდი, რადგან სულიერი პიროვნება მრავალ დროს ხარჯავს, რომ უსმინოს ღვთის სიტყვას და აღასრულოს მისი ნება. მეორე მხრივ, პირი რომელიც გამოცლილია ყოველი ავი სიტყვისაგან პატარაა. და ბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ხატები მართლმადიდებლური ტრადიციით არ არის უბრალო ხელოვნების ნიმუში, არამედ ისინი გამოიყენება როგორც სარკმელი სულიერ სამყაროში, ისინი შექმნილია იმიტომ, რომ მივაღწიოთ გონებრივად ლოცვით მდგომარეობას, და გვიხელმძღვანელოს ლოცვასა და ჭვრეტაში. კარგი იქნება თუ თქვენც განათავსებთ აქ ამ თემაში ინფორმაციებს რომელიც ეხება ხატწერის საეკლესიო, სასულიერო მხატვრობის ისტორიის თემას |
qetevano |
Feb 18 2013, 11:33 PM
პოსტი
#2
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
აწყურის ღვთისმშობლის ხატი – მცველი ივერიისა
ავტორი: დავით დანელია საქართველოში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მრავალი ხატი იწერება, ბევრი სასწაულმოქმედი ხატის ასლიც ჩამობრძანდა, მაგრამ მათ შორის ყველაზე ძველი და უდიდესი მადლის მქონე ყოვლადწმიდა ქალწულის პირველი გამოსახულებაა, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში. მისი მეშვეობით ივერიელებმა პირველად ვიხილეთ მფარველი და პატრონი ჩვენი ქვეყნისა. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, ვინ სად წასულიყო საქადაგებლად. ღვთისმშობელს წილად საქართველო ხვდა. უკვე გადაწყვიტა კიდევაც, წამობრძანებულიყო, მაგრამ მოწევნულ იყო ჟამი მისი მიძინებისა. და აი, ეჩვენა ღვთისმშობელს ძე თვისი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე და უთხრა: “დედაო ჩემო, არა უგულებელსვყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის… წარავლინე პირველწოდებული ანდრია შენს წილხვედრ ქვეყანაში და თან გაატანე შენი ხატი… შენ წილ ის ხატი მკვიდრობდეს მცველად მათდა უკანასკნელ ჟამამდეო”.“შვილო ანდრია, – უთხრა დედა ღვთისამ მოციქულს, – ჩემს სულს დიდად უმძიმს, რომ ჩემს წილხვედრ ქვეყანაში ჩემი ძის სახელს არ ქადაგებენ, მაგრამ როცა საქადაგებლად ვაპირებდი გამგზავრებას, გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და დარჩენა მიბრძანა. შენ უნდა წახვიდე იქ, ქვეყანას ჩემსა წილხვდომილსა, წაასვენო სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისა, რათა ვიყო გამგებელი მათი ცხოვრებისა, ხელი აღვუპყრა და შევეწიო და არავინ მტერთაგანმა სძლიოს მათ”. “იყავნ ნება შენი, ყოვლადწმიდაო, – მიუგო მოციქულმა, – და ნება ძისა შენისა”. მაშინ ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე და ფიცარზე მისი ხელთუქმნელი ხატი გამოისახა. მისცა დედა ღვთისამ ხატი ანდრია მოციქულს და დალოცა: “სადაც არ უნდა წახვიდე, მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა გდევდესო თან… მეც შეგეწევი ქადაგებაში”. წმიდა ანდრია ყოვლადწმიდა ქალწულის წინაშე დაემხო და მადლობა შესწირა. შემდეგ აიღო წმიდა ხატი და საქართველოსკენ გამოემართა. წმიდა ანდრია პირველად ტრაპიზონში შემოსულა, “რომელ არს სოფელ მეგრელთა” და მცირედი ჟამი იქ დაუყვია. შემდეგ გადასულა “ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდება” და სახარების ქადაგება დაუწყია. ამ ადგილების მკვიდრნი, როგორც მატიანე მოგვითხრობს, “პირუტყვთა უუგუნურესნი” ყოფილან. ეს წარმართები შემოქმედ ღმერთს არ ცნობდნენ და არაწმიდა წესს აღასრულებდნენ. ურიცხვი განსაცდელი დაითმინა მოციქულმა ურწმუნოთაგან, თუმცა ღვთისა და წმიდა ხატის შეწევნით მრავალი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. იქ კი, სადაც ხატი დაასვენა, მაკურნებელი წყარო აღმოცენდა. მოციქულმა ნათლობის შემდეგ ქართლში მღვდელნი და დიაკონნი დაადგინა, ხოლო პირველი ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე ააშენა. ქართლელებმა მოციქულს სთხოვეს, მცველად ღვთისმშობლის ხატი დაეტოვებინა; წმიდა მოციქულმა აიღო იმავე ზომის ფიცარი, მიადო წმიდა ხატს და ღვთისმშობლის სახე მეყსეულად გამოისახა მასზე. ხატი კი პატივით დაასვენეს ეკლესიაში. ქართლიდან წმ. ანდრია ოძრხეს გავლით სამცხეში გადავიდა და სოფელ ზადენ-გორასთან გაჩერდა, სადაც ლოცვით წარმართული კერპი დაანგრია. შემდეგ მოციქული დაბა სოსანგეთში (ახლანდელ აწყურში) გაემართა და იმ მხარის გამგებლის – ქვრივი ქალის სამძიმარის შვილი მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა დედამ იწამა ქრისტესი და მოინათლა, შემდეგ კი წერილი მისწერა სამცხის მთავრებს, ყოველივე აუწყა და თავისთან მიიწვია. სოსანგეთი ხალხით გაივსო. ეკლესიის გადმოცემით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი საკერპოში შეასვენეს და ჩაკეტეს, დილით კი, როცა საკერპო გააღეს, კერპები დამსხვრეული დახვდათ, ხოლო ღვთისმშობლის ხატი – მზესავით გაბრწყინებული. მაშინ კი ყველა დამსწრემ ერთხმად აღიარა ქრისტე. წმიდა ანდრიამ სოსანგეთში მრავალი ადამიანი მონათლა და ეპისკოპოსნი, მღვდელნი და დიაკონნი დაუდგინა. მოსახლეობის თხოვნით, წმიდა ანდრიამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი სოსანგეთში დატოვა. მესხებმა ხატს ეკვდერი აუშენეს და დიდი პატივით დააბრძანეს. აწყურის ღვთისმშობლის ხატი ნახსენებია 1645 წლის როსტომმეფისეულ სიგელში. მეფეს სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს ქართლში, სოფელ ღოღეთში ჩამოსახლებული აწყურის ღვთისმშობლის საყმო: “მას ჟამსა, ოდეს აწყურის ღვთისმშობლის საყმო აზნაურიშვილი და გლეხი ჩვენს საბატონოში ჩამოსულიყვნენ და ღოღეთს დაესახლებინათ და რაცა ხატი და ჯვარი ყოფილიყო, თქვენს (მცხეთის) ტაძარში დაესვენებინათ… სხვას კაცს ღოღეთს ხელი არა ჰქონდესო… ვინ იცის, სოფლის საქმე ასე მოუხდეს, რომე საათაბაგიშვილოს ქრისტეანე მეპატრონე გაუჩნდეს და აწყურის ღვთისმშობლის ხატი და ჯვარი თავის სამკვიდროზე მიასვენონ და მათი ყმა ასაყრელად მოინდომონ, ვერვინ დაუჭიროს…” შემდგომ ხატი იმერეთში მოხვედრილა, მაგრამ როდის, გაურკვეველია. წმიდა ხატი ჩასვენებულია ტრიპტიქის სახის მოჭედილ კუბოში, რომელიც, წარწერის თანახმად, შესრულებულია იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შეკვეთით 1764 წელს. აწყურის ღვთისმშობლის ხატი – მცველი ივერიისა წარმოადგენს ქართული ისტორიის უმნიშვნელოვანეს სულიერ მემკვიდრეობას. ამჟამად ხატი მუზეუმშია დაცული. -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი