![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
მე მინდა უბრალოდ მონეტის მეორე მხარე დაგანახოთ და ორიოდე სიტყვით შევეხო იმ უდიდესი სიყვარულის გამოვლინებას რაც აღსრულდა იესო ქრისტეს გაწირვით. ქრისტე _ გმირია ის დიდებულია და უკიდურესად კაცთმოყვარეა და მან საკუთარი სიცოცხლის გაღებით უდიდესი პატივი და სიყვარული დაიმსახურა ყველა ადამიანისაგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ მხედველობიდან უნდა გამოგვრჩეს , ამ მსხვერპლის უკან განცდილი უდიდესი ტკივილი მამა ღმერთისა , რომელიც დაუშვებს იმას რომ ქრისტე მოკვდეს ჩვენთვის., ერთხელ აბრაამმაც დაუშვა რომ მისი ძე (მონოგენეს) ისააკი შეეწირა ღმერთისთვის მსხვერპლად, მაგრამ საოცარი ის არის რომ აბრაამი არც კი სთავაზობს ღმერთს, რომ მის (ისააკის) ნაცვლად თავად შეეწიროს ! იგი აღმართავს მახვილს და სწორედ ამ დროს აჩერებს უფალი მას. სწორედ ამ მაგალითიდან იყო გაცხადებული ის უდიდესი საღვთო განგებულება, რაც ღმერთს უნდა აღესრულებინა იესო ქრისტეს მეშვეობით, რომ მას უნდა შეეწირა იესო ქრისტე ჩვენთვის და მსგავსად აბრაამისა, თავად ღმერთსაც არ შეეძლო რომ თავად გაეწირა თავისი თავი ჩვენთვის რადგან იგი უკვდავია და სიცოცხლის დაუშრეტელი წყაროა; იგი ეუბნება აბრაამს : მოჰკიდე ხელი შენს შვილს შენს მხოლოდშობილს რომელიც გიყვარსო __ და სინამდვილეში თავის თავზე მეტყველებდა ღმერთი ამ სიტყვებით, რადგან მას უნდა შემოეწირა ჩვენთვის იესო ქრისტე რომელით საკუთარ თავზე მეტად უყვარს ღმერთს. რამდენად უმადური უნდა იყოს ადამიანი რომ მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლი დაინახოს და მის მიღმა განცდილი მამა ღმერთის უდიდესი ტკივილი ვერ დაინახოს , რომელიც დაუშვებს რომ მოკლან ის ვინც ყველაზე მეტად უყვარს! ძალიან რთულია და გონებისთვის ძნელად დასაშვებია ის რომ ქრისტე კვდება არა გადატანითი არამედ პირდაპირი მნიშვნელობით , ის ნამდვილად გადის არარსში და სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას რომ ვირწმუნოთ ღმერთი რომელიც _ სიყვარულია, რადგან თუ ქრისტე არ მომკვდარა და არარსებულ მდგომარეობაში არ ყოფილა, მაშინ არც გამოსყიდვა მომხდარა და პავლეც ტყუილად სწერს და გვიმტკიცებს რა სიყვარულს ღმერთისას რომელსაც თურმე მხოლოდ თვისი ძის სხეული შემოუწირია ჩვენთვის ცარიელი ფიტული და არა სიცოცხლე (რომაელთა 5:8) უფალი კი ნამდვილად ირწმუნება რომ მან სიცოცხლე უნდა დადოს ჩვენთვის და ამით დაამტკიცოს უდიდესი სიყვარული (იოანე 10;17) სატანას სურს დაგაჯეროს რომ ქრისტე არ მომკვდარა შენთვის , მაგრამ გახსოვდეს რომ ქრისტე ნამდვილად მოკვდა და ამ ნამდვილი სიკვდილით სრულად გადაიხადა შენი ცოდვის საფასური!
|
![]() ![]() |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
ბატონო დავით სიტყვებში გამოჭერაზე გადახვედი? ჩვენი მიზანი არის გაირკვეს სიმართლე, ასე რომ ის რაც მე დავწერე , ნიშნავს იმას რომ მსურდა შენი თანხმობა ,თუ რამდენად სწორედ აღვიქვი შენი სიტყვები! მე არ ვცრუობ არამედ ვცდილობ როგორმე გავიგო შენი სიტყვები და დაგეთანხმო. ვიცი რომ შენ არ გითქვამს _ სიყვარული თვისება არ არისო! შენ თქვი რომ სიყვარული არაა ხატობრივი თვისება , ხოდა მეგობარო დააკვირდი და მიხვდები რომ პოლემიკა იმაშია რომ სიყვარული არის ხატობრივი თვისება რასაც მე ვაცხადებ! და ამავდროულად ვაცხადებ რომ ეს თვისება თავიდანვე ჩადო ღმერთმა ადამიანში მეთქი . წინა პოსტში სხვაგვარი რეაქცია გქონდა ამაზე ახლა კი ჰოი საოცრება შენი პირით აღიარებ _რომ პირველი ადამიანი შემკული იყოო ყველა სათნოებითი თვისებითო! კი ნამდვილად და სწორედ იმ პირველ ადამიანზე გაგიმახვილე ყურადღება რომ მის თვისებებსა და ღვთის თვისებებს თუ იყო მეთქი სხვაობა? ეხლა შენ მზაკვრულად გადმოგაქ ყურადღება ცოდვით დაცემაზე რაც მე არ მითხოვია შენთვის და აცხადებ რომ ადამიანმა ცოდვით დაცემის შემდეგ დაკარგა ეს მდგომარეობა და მას შემდეგ მოღვაწეობა უწევს რომ მსგავსებამდე აღიწიოს... ბოდიში მეგობარო მაგრამ მე სრულყოფილ ადამზე გესაუბრები , სანამდე ის შესცოდავდა შექმნისას სად ქონდა მას ნაღვაწი რომ ყველა სათნოებითი თვისებით ყოფილიყო შეკაზმული?
![]() ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 08:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი