![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
მე მინდა უბრალოდ მონეტის მეორე მხარე დაგანახოთ და ორიოდე სიტყვით შევეხო იმ უდიდესი სიყვარულის გამოვლინებას რაც აღსრულდა იესო ქრისტეს გაწირვით. ქრისტე _ გმირია ის დიდებულია და უკიდურესად კაცთმოყვარეა და მან საკუთარი სიცოცხლის გაღებით უდიდესი პატივი და სიყვარული დაიმსახურა ყველა ადამიანისაგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ მხედველობიდან უნდა გამოგვრჩეს , ამ მსხვერპლის უკან განცდილი უდიდესი ტკივილი მამა ღმერთისა , რომელიც დაუშვებს იმას რომ ქრისტე მოკვდეს ჩვენთვის., ერთხელ აბრაამმაც დაუშვა რომ მისი ძე (მონოგენეს) ისააკი შეეწირა ღმერთისთვის მსხვერპლად, მაგრამ საოცარი ის არის რომ აბრაამი არც კი სთავაზობს ღმერთს, რომ მის (ისააკის) ნაცვლად თავად შეეწიროს ! იგი აღმართავს მახვილს და სწორედ ამ დროს აჩერებს უფალი მას. სწორედ ამ მაგალითიდან იყო გაცხადებული ის უდიდესი საღვთო განგებულება, რაც ღმერთს უნდა აღესრულებინა იესო ქრისტეს მეშვეობით, რომ მას უნდა შეეწირა იესო ქრისტე ჩვენთვის და მსგავსად აბრაამისა, თავად ღმერთსაც არ შეეძლო რომ თავად გაეწირა თავისი თავი ჩვენთვის რადგან იგი უკვდავია და სიცოცხლის დაუშრეტელი წყაროა; იგი ეუბნება აბრაამს : მოჰკიდე ხელი შენს შვილს შენს მხოლოდშობილს რომელიც გიყვარსო __ და სინამდვილეში თავის თავზე მეტყველებდა ღმერთი ამ სიტყვებით, რადგან მას უნდა შემოეწირა ჩვენთვის იესო ქრისტე რომელით საკუთარ თავზე მეტად უყვარს ღმერთს. რამდენად უმადური უნდა იყოს ადამიანი რომ მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლი დაინახოს და მის მიღმა განცდილი მამა ღმერთის უდიდესი ტკივილი ვერ დაინახოს , რომელიც დაუშვებს რომ მოკლან ის ვინც ყველაზე მეტად უყვარს! ძალიან რთულია და გონებისთვის ძნელად დასაშვებია ის რომ ქრისტე კვდება არა გადატანითი არამედ პირდაპირი მნიშვნელობით , ის ნამდვილად გადის არარსში და სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას რომ ვირწმუნოთ ღმერთი რომელიც _ სიყვარულია, რადგან თუ ქრისტე არ მომკვდარა და არარსებულ მდგომარეობაში არ ყოფილა, მაშინ არც გამოსყიდვა მომხდარა და პავლეც ტყუილად სწერს და გვიმტკიცებს რა სიყვარულს ღმერთისას რომელსაც თურმე მხოლოდ თვისი ძის სხეული შემოუწირია ჩვენთვის ცარიელი ფიტული და არა სიცოცხლე (რომაელთა 5:8) უფალი კი ნამდვილად ირწმუნება რომ მან სიცოცხლე უნდა დადოს ჩვენთვის და ამით დაამტკიცოს უდიდესი სიყვარული (იოანე 10;17) სატანას სურს დაგაჯეროს რომ ქრისტე არ მომკვდარა შენთვის , მაგრამ გახსოვდეს რომ ქრისტე ნამდვილად მოკვდა და ამ ნამდვილი სიკვდილით სრულად გადაიხადა შენი ცოდვის საფასური!
|
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ხახაბოელი
ციტატა afxazi მე როგორც მესმის ხატად და მსგავსად სხვა და სხვა რამეა.ხატად არის ის,თუ როგორიც შექმნა ღმერთმა ადამიანი,რომ იგი პიროვნებაა,თვით უფლებრივი და ამას ცოდვით დაცემაც ვერ დაარღვევს,იგი თუ დაირღვა, მივიღებთ ცხოველს, სულ სხვა ბუნების მქონე არსებას.მსგავსებაში კი სათნოებები იგულისხმება, რითაც ღმერთს ემსგავსება, სიყვარულით, სიმშვიდით და ა.შ. რაც შეიძლება ადამიანმა დაკარგოს, ან შეიძინოს, წარემატოს საკუთარი ნების მიხედვით.ვფიქრობ არც ადამი იყო სრულყოფილი სათნოებებში და ის შეიძლებოდა გაზრდილიყო ღმერთში.ადამს შექმნისთანავე ჰქონდა ყველა სათნოება მიცემული, რადგან სულიწმინდა მოქმედებდა მასში, ღვთისა და მისი ნება თანხმობაში იყო. ანუ ყველა სათნოება რითაც ვემსგავსებით ღმერთს, მხოლოდ მასთან ერთობის შედეგად გვეძლევა,რამდენადაც ახლოს ვართ ღმერთთან მით უფრო ვიზრდებით სათნოებებში. ხატობა კი ჩვენსავე ბუნებაშია, რასაც არასოდეს ვკარგავთ. სწორი აზრი მაქვს, თუ ვცდები? აბსოლუტურად სწორი ხარ. სათნოებითი თვისებები ადამს მადლმოსილებით ქონდა, ამგვარად შეიქმნა ის, მაგრამ ეს თვისებები მასში პოტენციურად იყო, ანუ ის კი არა რომ არ იყო (ადამი ნამდვილად კეთილი იყო, სამართლიანი და ა.შ.), არამედ ის, რომ ვთქვათ მაშინ არავინ იყო ისეთი ვის მიმართაც მოწყალე იქნებოდა, ანდა უსამართლობა არ იყოს, რომ სამართლიანობა გამოემჟღავნებინა და ა.შ. ის ამ თვისებებში უნდა გაზრდილიყო, ანუ ამ თვისებათა რაობა უნდა ესწავლა, თორემ ის უკვე შემკული იყო ამ ყველაფრით. და ეს თვისებები იმიტომ არ არის ხატობრივი, ანუ სტრუქტურული, რომ ისინი მხოლოდ ერთსახოვანნი არიან. ანუ რას ვგულისხმობ. თავისუფალი ნება, რომელსაც დაუცემელ მდგომარეობაში მხოლოდ ერთი მიმართულებით ავლენდა ადამი, დაცემის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საპირისპირო მიმართულებით გამოვლენა. ანუ ნება ნებაა, მაგრამ ის შეძლება კეთილადაც გამოვლინდეას და უკეთურადაც. ასევე მეუფებრიობა, შესაძლებელია ადამიანი კეთილად განაგებდეს რაიმეს, მაგრამ უკეთურადაც. რაც შეეხება სათნოებით თვისებებს, ეს იმიტომ არის ადამიანის მოღვაწეობის მიზანი (არ ვგულისხმობ აუცილებლად მრავალწლიან რაღაც ფიზიკურ ღვაწლს, უბრალოდ მეორე ადამიანთან ურთიერთობას, მასთან დამოკიდებულებას), ანდა შედეგი, რომ თუკი ისინიც სტრუქტურული იქნებოდა, მაშინ იგივე სიყვარული არჩეული არ იქნებოდა ადამიანის მიერ, არამედ ადამიანი იქნებოდა ბრმად დამონებული ამ თვისებას, ისე რომ მისი არსი ცნობილი არ იქნებოდა მისთვის, ანუ ადამიანი რაღაც რობოტის მსგავსი იქნებოდა, რომელიც როგორც მომართეს ისე მოქმედებს. სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა, ეს ადამიანის არჩევანის შედეგებია -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ხახაბოელი |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 ![]() |
ხახაბოელი აბსოლუტურად სწორი ხარ. სათნოებითი თვისებები ადამს მადლმოსილებით ქონდა, ამგვარად შეიქმნა ის, მაგრამ ეს თვისებები მასში პოტენციურად იყო, ანუ ის კი არა რომ არ იყო (ადამი ნამდვილად კეთილი იყო, სამართლიანი და ა.შ.), არამედ ის, რომ ვთქვათ მაშინ არავინ იყო ისეთი ვის მიმართაც მოწყალე იქნებოდა, ანდა უსამართლობა არ იყოს, რომ სამართლიანობა გამოემჟღავნებინა და ა.შ. ის ამ თვისებებში უნდა გაზრდილიყო, ანუ ამ თვისებათა რაობა უნდა ესწავლა, თორემ ის უკვე შემკული იყო ამ ყველაფრით. და ეს თვისებები იმიტომ არ არის ხატობრივი, ანუ სტრუქტურული, რომ ისინი მხოლოდ ერთსახოვანნი არიან. ანუ რას ვგულისხმობ. თავისუფალი ნება, რომელსაც დაუცემელ მდგომარეობაში მხოლოდ ერთი მიმართულებით ავლენდა ადამი, დაცემის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საპირისპირო მიმართულებით გამოვლენა. ანუ ნება ნებაა, მაგრამ ის შეძლება კეთილადაც გამოვლინდეას და უკეთურადაც. ასევე მეუფებრიობა, შესაძლებელია ადამიანი კეთილად განაგებდეს რაიმეს, მაგრამ უკეთურადაც. რაც შეეხება სათნოებით თვისებებს, ეს იმიტომ არის ადამიანის მოღვაწეობის მიზანი (არ ვგულისხმობ აუცილებლად მრავალწლიან რაღაც ფიზიკურ ღვაწლს, უბრალოდ მეორე ადამიანთან ურთიერთობას, მასთან დამოკიდებულებას), ანდა შედეგი, რომ თუკი ისინიც სტრუქტურული იქნებოდა, მაშინ იგივე სიყვარული არჩეული არ იქნებოდა ადამიანის მიერ, არამედ ადამიანი იქნებოდა ბრმად დამონებული ამ თვისებას, ისე რომ მისი არსი ცნობილი არ იქნებოდა მისთვის, ანუ ადამიანი რაღაც რობოტის მსგავსი იქნებოდა, რომელიც როგორც მომართეს ისე მოქმედებს. სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა, ეს ადამიანის არჩევანის შედეგებია ე.ი. თუ სიყვარული,სამართლიანობა და სხვა სათნოებები სტრუქტურული იქნებოდა, არჩევანს აღარ დაექვემდებარებოდა ჩვენი სულის მდგომარეობა, საერთოდაც თავისუფალი ნება, არც გვექნებოდა,ვიქნებოდით მხოლოდ სიკეთის მკეთებელი რობოტები, ვეღარც გავიზრდებოდით ღვთის სიყვარულში და ვიქნებოდით მუდამ ერთ მდგომარეობაში, როგორიც შეგვქმნეს.მადლობა ღმერთს, რომ ასე არ არის და შეგვიძლია ჩვენი პიროვნული არჩევანი იყოს ღმერთი, ჩვენი და მისი ურთიერთობა იყოს ორი პიროვნების ურთიერთობა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 08:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი