საჩუქარი ონკოლოგიურ საავადმყოფოში მყოფ ბავშვებს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საჩუქარი ონკოლოგიურ საავადმყოფოში მყოფ ბავშვებს |
ბიძია თომა |
Feb 6 2013, 10:20 PM
პოსტი
#1
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
სიმართლე გითხრად ამ თემის გახსნას განსაკუთრებული მოკრძალებით ვხსნი. 21-ე საუკუნის ურკუნებელ სენს სამწუხაროდ ბავშვებიც ებრძვიან, ძნელია უყურო თუ როგორ მამაცურად ებრძვიან პატარები ამ დაავადებას.
არაერთხელ ყოფილა გადაცემა ამ თემასთან დაკავშირებით ტელევიზიის სხვადასხვა არხებზე. ამ კვირა დღეს ძეგვის ბავშვთა სახლიდან უკან მომავლებმა გამოვთქვით მოსაზრება რომ მცირეოდენით დავეხმაროთ ამ ვერაგ დაავადებასთან გმირულად მებრძოლ პატარებს. ჩვენი თანადგომა გამოვხატოთ იმ საჩუქრებით, რომელიც მათ ნამდვილად გაახარებთ. გაზაფხულის პირველ კვირა დღეს 3 მარტს (დედის დღეს) კარგი იქნება თუ პატარების გულს გავახარებთ მცირეოდენი საჩუქრებით. როგორც ვიცი ბავშვებს აქვთ ოთახი სადაც უდგათ კომპიუტერი, შეგვიძლია ამ ოთახის მხიარული ფერებით გამდიდრება, ისეთი ნივთებით როგორიც არის , სათამაშოები, ილუსტრირებული ზღაპრების წიგნები, სხვადასხვა სათამაშოები. თუ ვინმეს გაქვთ უშუალო შეხება ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრება, რჩევები და წინადადებები რათქმაუნდა მიიღება. პ.ს. ბერი ანდრიას ფონდის (რომელიც ბერად აღკვეცეს ონკოლოგიურში, 16 წლის ასაკში, როცა ის თავად იყო დაავადებული ონკოლოგიური დაავადებით) ტელ # თუ იცით მოგვწერეთ. ვინაიდან ამ ფონდთან დაკავშირება უფრო დაგვეხმარება ეს დღე უფრო სასიამოვნო გავხადოთ ამ ბავშვებისათვის. ბოლო სიუჟეტი გავიდა 20 იანვარის P.S-ში 20:50-ზე ჯერ- ჯერობით გვაქვს 170 ლარი საკონტაქტო პირები : თედე , ანანო ენდელაძე -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
ანანო |
Feb 25 2013, 05:15 PM
პოსტი
#2
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
თემოს პოსტს დავაკოპირებ:
3 მარტს ავდივართ საავადმყოფოში გთხოვ გავაკტიურდეთ მეგობრებო და თუნდაც მცირედით მაინც დავეხმაროთ და გავულამაზოთ დღე. ეს ანგარიშინ ნომერი: ანგარიშის ნომერი GE47BG0000000630198100 საქართველოს ბანკი მიმღები თეიმურაზ დეისაძე -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 02:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი