![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
მე მინდა უბრალოდ მონეტის მეორე მხარე დაგანახოთ და ორიოდე სიტყვით შევეხო იმ უდიდესი სიყვარულის გამოვლინებას რაც აღსრულდა იესო ქრისტეს გაწირვით. ქრისტე _ გმირია ის დიდებულია და უკიდურესად კაცთმოყვარეა და მან საკუთარი სიცოცხლის გაღებით უდიდესი პატივი და სიყვარული დაიმსახურა ყველა ადამიანისაგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ მხედველობიდან უნდა გამოგვრჩეს , ამ მსხვერპლის უკან განცდილი უდიდესი ტკივილი მამა ღმერთისა , რომელიც დაუშვებს იმას რომ ქრისტე მოკვდეს ჩვენთვის., ერთხელ აბრაამმაც დაუშვა რომ მისი ძე (მონოგენეს) ისააკი შეეწირა ღმერთისთვის მსხვერპლად, მაგრამ საოცარი ის არის რომ აბრაამი არც კი სთავაზობს ღმერთს, რომ მის (ისააკის) ნაცვლად თავად შეეწიროს ! იგი აღმართავს მახვილს და სწორედ ამ დროს აჩერებს უფალი მას. სწორედ ამ მაგალითიდან იყო გაცხადებული ის უდიდესი საღვთო განგებულება, რაც ღმერთს უნდა აღესრულებინა იესო ქრისტეს მეშვეობით, რომ მას უნდა შეეწირა იესო ქრისტე ჩვენთვის და მსგავსად აბრაამისა, თავად ღმერთსაც არ შეეძლო რომ თავად გაეწირა თავისი თავი ჩვენთვის რადგან იგი უკვდავია და სიცოცხლის დაუშრეტელი წყაროა; იგი ეუბნება აბრაამს : მოჰკიდე ხელი შენს შვილს შენს მხოლოდშობილს რომელიც გიყვარსო __ და სინამდვილეში თავის თავზე მეტყველებდა ღმერთი ამ სიტყვებით, რადგან მას უნდა შემოეწირა ჩვენთვის იესო ქრისტე რომელით საკუთარ თავზე მეტად უყვარს ღმერთს. რამდენად უმადური უნდა იყოს ადამიანი რომ მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლი დაინახოს და მის მიღმა განცდილი მამა ღმერთის უდიდესი ტკივილი ვერ დაინახოს , რომელიც დაუშვებს რომ მოკლან ის ვინც ყველაზე მეტად უყვარს! ძალიან რთულია და გონებისთვის ძნელად დასაშვებია ის რომ ქრისტე კვდება არა გადატანითი არამედ პირდაპირი მნიშვნელობით , ის ნამდვილად გადის არარსში და სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას რომ ვირწმუნოთ ღმერთი რომელიც _ სიყვარულია, რადგან თუ ქრისტე არ მომკვდარა და არარსებულ მდგომარეობაში არ ყოფილა, მაშინ არც გამოსყიდვა მომხდარა და პავლეც ტყუილად სწერს და გვიმტკიცებს რა სიყვარულს ღმერთისას რომელსაც თურმე მხოლოდ თვისი ძის სხეული შემოუწირია ჩვენთვის ცარიელი ფიტული და არა სიცოცხლე (რომაელთა 5:8) უფალი კი ნამდვილად ირწმუნება რომ მან სიცოცხლე უნდა დადოს ჩვენთვის და ამით დაამტკიცოს უდიდესი სიყვარული (იოანე 10;17) სატანას სურს დაგაჯეროს რომ ქრისტე არ მომკვდარა შენთვის , მაგრამ გახსოვდეს რომ ქრისტე ნამდვილად მოკვდა და ამ ნამდვილი სიკვდილით სრულად გადაიხადა შენი ცოდვის საფასური!
|
![]() ![]() |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
იგივე სიტუაციაა როგორც იუდეველთა მიმართ ბრძანებს უფალი_ იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემზე მოწმობენ._ 5 :39 . ჩემი ოპონენტები მთავაზობენ ბიბლიის მუხლებს , სინამდვილეში კი ნაკლებად ესმით თუ რას ნიშნავს ესა თუ ის მუხლი და რა არის არსი და დედაბოძი წმინდა წერილისა! როგორც იესოს შემთხვევაში იყო მეც შემიძლია მათ შევთავაზო რომ გამოიკვლიონ წერილნი რომელიც სულ სხვა რამეს ასწავლის! ქართულ თარგმანში ცოტა სხვანაირი სახე აქ იოანეს 5:39 ს მიღებული , მაგრამ მანდ უფალი სთავაზობს იუდეველებს რომ გამოიკვლიონ წერილი , რომელიც მასზე მოწმობს! შემდეგ უფალი ამბობს გგონიათ მათით გაქვთ სიცოცხლე... აქ უფალი არ გულისხმობს რომ საღვთო წერილის გამოკვლევა არ მიგვიყვანს საუკუნო სიცოცხლემდე, მთავარია გვერდი არ ავუაროთ მას_იესო ქრისტეს ვისზეც მთელი ბიბლია მოწმობს! ეს იყო სწორედ იუდეველთა ცდომილება რომ ისინი წერილის კვლევით არ მიდიოდნენ ქრისტემდე რადგან არ სურდათ მისი აღიარება როგორც მხსნელისა და სწორედ ამიტომ არ ქონდათ სიცოცხლე სიცოცხლე რადგან უარყოფდნენ თავად მაცხოვნებელს! მათ ებრაულ წერილებში ჩაწერილი მოშია ანუ მხსნელი სწორედ იესო იყო. აქვე შენიშვნას გავაკეთებ ხშირად მსმენია უხეში შეცდომა როცა ამბობენ რომ ებრაულად მესია ნიშნავს მხსნელსო, ეს არასწორია! მესია არის ბერძნულად ქრისტეს შესატყვისი და ნიშნავს ცხებულს. მხსნელი ებრაულად არის _მოშია.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 08:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი