პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Mar 11 2013, 02:35 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
სამებაში ხვალიდან ყოველდღე სპეციალური პარაკლისები ჩატარდება
13:34 10-03-2013 ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ხვალიდან ყოველდღე სპეციალური პარაკლისები ჩატარდება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ქართველმა ერმა ლოცვა უნდა გააძლიეროს. სწორედ ამიტომ მიიღო წმინდა სინოდმა აღნიშნული გადაწყვეტილება. ყოველ კვირა დღეს აღევლინება წმინდა სამების პარაკლისი მსოფლიოსთვის და ამ დღეს ქართველი სასულიერო პირები მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ილოცებენ. ყოველ ორშაბათს კი აღევლინება წმინდა სამების პარაკლისი საქართველოს კეთილდღეობისა და გადარჩენისთვის. პატრიარქის თქმით, ეცდება ამ პარაკლისზე აუცილებლად თავად იყოს ხოლმე. სამშაბათს აღევლინება წმინდა სამების პარაკლისი ბავშვებისთვის. უწმინდესმა მრევლს მოუწოდა ამ დღეს ბავშვები ტაძრებში მიიყვანონ და სასულიერო პირებს დაალოცინონ. ყოველ ოთხშაბათს კი იქნება ჯვრის პარაკლისი და ამ დღეს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის ილოცებენ. ყოველ ხუთშაბათს ჩატარდება ღვთისმშობლის პარაკლისი ეკლესიის კეთილდღეობისა და ერის მშვიდობისთვის, ხოლო ყოველ პარასკევს ყოველთა წმიდათა პარაკლისი ერის, ეკლესიისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ყოველ შაბათს იქნება დიდი პანაშვიდი მიცვალებულთათვის. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ყოველდღიური პარაკლისები საღამოს 19.00 საათზე დაიწყება. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...chatardeba.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი