![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
zaza.. |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 8-March 13 წევრი № 13,003 ![]() |
ძალიან მაინტერსებს ერთი რამ,ჩვენ ვიცით რომ ქრისტეს შობამდე თარიღები აითვლებოდა უკუსვლით მაგალითად ქრისტეს შობამდე 20წელს, ქრისტეს შობამდე 10წელს და ასე შემდეგ მაგრამ კონკრეტული თარიღი არ ვიცით ვგულისხმობ იმას რომ მაგალითად თუ ადამიანი 2013 წელს დაიბადა მაშინ 2010 წელი იქნება ამათუიმ პიროვნების დაბადებამდე 3 წლით ადრე და ვიტყვით რომ მის დაბადებამდე სამ წელს მაგრამ რეალურად მის დაბადებამდე 3წელს ხო იყო 2010 წელი და სწორედ ამას ვგულისხმობ გარადა იმისა რი ვითვლით წლებ დაბადებამდე თუ არსებობს რაიმე კონკრეტული თარიგი იმ პერიოდის შესახებ??იმედია მივიგებ პასუხს
|
![]() ![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
zaza..
ციტატა ვიცით რო მაგალითად ავგუსტუსი იყო რომის იმპერატორი ქრისტეს შობამდე 27 წელს ბუნებრივია მან ის არ იცოდა როდის დაიბადებოდა ქრისტე და შესაბამისად არც თავის იმპერატორობის დროზე იტყოდა რომ იმპერიას სათავეში ედგა ქრისტეს შობამდე 27წელს, შენ რა გითხარი ![]() მე ეს ვიცი: არსებობს წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემა, უმეტესად ითვლიდნენ ასე: სამყაროს შექმნიდან ამდენი და ამდენი წელი გავიდა (მაგრამ აქაც სხვადასხვა რიცხვებია: ბერძნებს სხვა ციფრი ჰქონდათ, ქართველებს სხვა) მერე დაემატა ქრისტეშობა. მაგათ გარდა აი ჩვენთან ითვლიდნენ ქორონიკონს, რომელსაც ჰქონდა 532 წლიანი ციკლი – მზის და მთვარის დღეების ნამრავლი. მაგალითად ვიცით რომ (ეს მეცნიერებმა როგორღაც გამოთვალეს, მაგდენი არ ვიც) მეცამეტე 532 წელი ემთხვევა 781 წელს (ახალი წელთაღრიცხვის), ეხლა როგორ ითვლიან: ციტატა თუ გვსურს ქართული ქორონიკონით გამოვთვალოთ თუ მერამდენე ქორონიკონის (მოქცევის) წელიწადში ვდგევართ, ამისათვის არსებულ წელიწადს, მაგ 2005-ს უნდა დავუმატოთ 284 და გავყოთ 532-ზე. მივიღებთ 4-ს და ნაშთი დაგვრჩება 161. ეს იმას ნიშნავს, რომ შესრულებულა 4 სრული ქორონიკონი, ანუ მოქცევა და მე-5 მოქცევის 161-ე წელი დამდგარა, ანუ მე-5 ქორონიკონის (მოქცევის) 161-ე წელი ყოფილა. რატომ 284, იტყვი ალბათ. იმიტომ რომ ციტატა ქორონიკონი საქართველოში პირველად მე-VIII საუკუნეში 781 წელს გამოიყენეს და შეათანხმეს პონტოს ერასთან (ქ. შ. 284 წელი) ძველ ხალხს, მაგალითად ეგვიპტეს, მაგათთან ქრონოლოგია ითვლებოდა ფარაონების დინასტიის მიხედვით. ამიტომ არის ეგვიპტის ისტორიაში პერიოდები დაყოფილი დინასტიების მიხედვით. დანარჩენს რაც შეეხება, მეტ–ნაკლებად პერიოდის დათარიღებაში გვეხმარება არქეოლოგიური არტეფაქტების (მაგალითად მონეტების) რადიოკარბონატული დათარიღება პ.ს. კარგი იქნებოდა საბლეს აზრიც, მარა დიდი ხანია აღარ შემოსულა : ( -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 05:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი