პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Mar 17 2013, 09:17 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქმა მრევლს შენდობა სთხოვა და ღმერთს საქართველო შეავედრა
20:35 17-03-2013 ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში შენდობის წესი შესრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა მრევლს შენდობა სთხოვა, ხოლო ღმერთს სრულიად საქართველო შეავედრა . "დღეს, როდესაც ღვთისაგან შენდობას ველით მე, ცოდვილი და უღირსი, სრულიად საქართველოს პატრიარქი გთხოვთ შენდობას ჩემი შეცოდებისთვის. შევთხოვ უფალს, გადმოხედოს საქართველოს მოწყალე თვალით. აღგვადგინოს, რათა გავაგრძელოთ გზა უფლისაკენ. შემინდეთ და მაპატიეთ ჩემი ცოდვები. ღმერთმა შეგინდოთ სრულიად საქართველოს, ყოველთა მკვიდრთა საქართველოისა, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ყოველი შეცოდება დაშვებული სიტყვით, საქმით, გონებით, ნებსით, უნებლიედ", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა აღსარების ტექსტი წაიკითხა და უფალს სრულიად საქართველოსთვის შეცოდებათა მიტევება შესთხოვა. უწმინდესმა ცოდვის სიმძიმის შესახებაც ისაუბრა და ბრძანა, რომ უფალი დიდია, მისი საქმეები კი მიუწვდომელი. "განსაკუთრებული საოცრებაა ის, როდესაც ღვთის მადლს ადამიანი ჯოჯოხეთიდან სასუფეველში აჰყავს. არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდდეს. ჩვენ ნებით, თუ უნებლიედ გვებადება კითხვა – ცოდვისთვის ხომ არ ვართ დაბადებული?!. ეს ხომ არ არის ჩვენი წილხვედრი?! არა! ჩვენი მიზანია ნეტარება და სასუფეველი ღვთისა! კიბე ჯოჯოხეთიდან სასუფევლამდე უნდა განვლოს ყოველმა ადამიანმა. დღეს გვეუფლება მნიშვნელოვანი აზრი, განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ეს მარტო დღეს კი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს ყოველ ჟამს, ყოველ წუთს. ამის გარეშე ადამიანი იღუპება", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქის თქმით, ძალიან ძნელია ადამიანმა ცოდვის არსი ახსნას. როგორც უწმინდესმა ბრძანა, ცოდვა არის დანაშაული და მისი ჩამდენი ადამიანი კნინდება და ეცემა. "თუმცა, ასევე ცოდვა არის ხორცმეტი და როგორც ცოცხალ სხეულზე ჩნდება კიბო და ჭამს ჯანსაღ ხორცს, ისე ცოდვა ჭამს ადამიანის სულს. უფალი გვეუბნება – არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილისწამო. ჩვენ ვაკეთებთ საწინააღმდეგოს. ვმრუშობთ, ცილსა ვწამებთ, ვიპარავთ და ამით ღვთის საწინააღმდეგო საქმეს ვაკეთებთ", - ბრძანა უწმინდესმა და აღნიშნა, რომ როდესაც ადამიანი სცოდავს, ღვთის საწინააღმდეგოდ იქცევა. პატრიარქის თქმით, ყოველი ადამიანი ღვთის ქმნილებაა, ღვთის შვილია და სწორედ მას უნდა სთხოვოს შეწევნა. "ხშირია, როდესაც ადამიანი მიდის თავისი მძიმე ჯვრით დედამიწაზე. ხან ჩერდება, ხან მიდის, მაგრამ არის, როდესაც ადამიანი ეცემა ტალახში. ჯვარიც მასთანაა და იგი ვეღარ დგება. ამ დროს ადამიანის სულს ეუფლება ლოცვა: დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო, არ მაქვს ძალა, რომ მოვიდე შენთან, არამედ შენ მოდი ჩემთან – ასეთ მდგომარეობაშია კაცობრიობა. დაცემული, უძლური, უსასოო და იმედდაკარგული. ვთხოვთ უფალს, აღარ გვაქვს ადგომის ძალა, მოვიდეს ჩვენთან, აღგვადგინოს, რათა გავაგრძელოთ ჩვენი მძიმე გზა. არც ერთი ადამიანი არც ყოფილა და არც იქნება სრულიად უცოდველი. ყველას გააჩნია სიტყვით, საქმით ან გონებით ჩადენილი ცოდვა", - ბრძანა უწმინდესმა. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-sheavedra.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი