მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
A.V.M |
Nov 18 2011, 08:47 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს გარდა მსოფლიოში მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიაა,რომელთაც რა თქმა უნდა საკუთარი მმართველი ყავთ.
ამ თემაში ვისაუბრებთ მათ შესახებ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Mar 18 2013, 07:54 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მის უწმიდესობას ბენედიქტე XVI-ს, რომის საპატიო პაპს
07/03/2013 ავტორი: დავით ხოსიტაშვილი თქვენო უწმიდესობავ, თქვენთვის ამ განსაკუთრებულ დღეებში მსურდა გამომეხატა ქრისტესმიერი სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობა. რომის ეპისკოპოსთა საყდრიდან თქვენი წასვლის შესახებ გადაწყვეტილებამ, რომელიც თქვენ სიმდაბლითა და უბრალოებით განაცხადეთ ამა წლის 11 თებერვალს, ჰპოვა ცოცხალი გამოძახილი მილიონობით კათოლიკეთა გულში. ჩვენთვის მუდამ ახლოს იყო თქვენი თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც აღბეჭდილი იყო სარწმუნოების საკითხებში უკომპრომისობით და ცოცხალი საეკლესიო ტრადიციის განუხრელი აღსრულებით. იმ ეპოქაში, როდესაც ყველაფრის დაშვებულობის და მორალური რელატივიზმის იდეოლოგია ცდილობს გააძევოს ადამიანთა ცხოვრებიდან ზნეობრივი ღირებულებები, თქვენ უშიშრად აღიმაღლეთ ხმა სახარებისეულ იდეალთა, ადამიანის მაღალი ღირსების დასაცავად და მის მოსაწოდებლად ცოდვისაგან გასათავისუფლებლად. სითბოთი ვიხსენებ ჩვენს შეხვედრებს რომის საყდარზე თქვენს არჩევამდე. თქვენი მსახურების წლებში დადებითი მუხტი შეიძინა ურთიერთობამ ჩვენს ეკლესიათა შორის, რომლებიც ატარებენ დიდ პასუხისმგებლობას თანამედროვე მსოფლიოში ჯვარცმული და აღდგომილი ქრისტეს დასამოწმებლად. გულითადად ვიმედოვნებ, რომ მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა შორის თქვენი აქტიური მონაწილეობით ჩამოყალიბებული კეთილი და ნდობით აღსავსე ურთიერთობანი უფრო მეტად განვითარდება თქვენი მემკვიდრის დროსაც. მიიღეთ ჩემი გულითადი სურვილები მტკიცე ჯანმრთელობის, მრავალსა წელსა სიცოცხლის და ზეგარდამო შემწეობისათვის ლოცვით და საღმრთისმეტყველო ღვაწლში. „ღმერთმა სასოებისა აღგავსოთ თქვენ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით“ (რომ. 15:13) უფლისმიერი სიყვარულით, + კირილე, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა მასალა მოამზადა დავით ჩიკვაიძემ. წყარო: http://www.pravoslavie.ru/ http://www.orthodoxtheology.ge/lettertopope/ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი