სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
A.V.M |
Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Mar 20 2013, 12:25 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
შემოგთავაზებთ ეპისკოპოს კირიონ საძაგლიშვილის , (შემდგომში პატრიარქის) წერილს, რომელიც საზოგადოების ძალიან მცირე მასებისთვის არის ცნობილი.
მისი გაცნობის შემდეგაც დარწმუნდებით თუ როგორ მძიმე სიტუაციაში უწევდათ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს მოღვაწეობა , რუსეთის იმპერიის უღლის ქვეშ. წერილს თან ერთვის აკაკი წერეთლის ლექსი–ნ.ნ. დურნოვოზედ , რომელშიც მგოსანი საკუთარ ტკივილს გამოხატავს , ეკლესიის და ზოგადად ერის ბედზე. 341. კირიონი წერს ჩიჯავაძეს , აკაკი წერეთლის ლექსს ნ.ნ. დურნოვოზე მამაო წმინდაო! კორსუნის მონასტრის შესახებ , სადაც მე ვოსტორგოვის სინოდმა ექსორიად გამამწესა , ცნობები შევკრიბე . ამ აზრით გუშინ ვიყავ მთავარეპისკოპოზ ნიკოლოზთან , რომელმაც დაწვრილებით ამიხსნა ამ მონასტრის მდებარეობა და ჰავა. რადგან მეტად ციებ-ცხელებიანი ადგილი ყოფილა , ნიკოლოზმა დამიშალა იქ წასვლა და მირჩია ახალი ადგილის თხოვნა .ნიკოლოზს ამ მონასტრის მდებარეობაზედ და ჰავაზედ ჩემ მოსვლამდის ეთქვა მიტროპოლიტს ანტონისათვის . დღეს დილით მიტროპოლიტთან წავედი და ავუხსენი კორსუნის ჰავის უვარგისობა . იმან მითხრა : მე მეგონა ყირიმში ყველგან კარგი ჰავა არისო , რადგან თბილი მხარეაო და მირჩია ქაღალდით მეთხოვნა სხვა ადგილი .როგორც თუ დავბრუნდი შინ, მაშინვე დავწერე და გავაგზავნე სინოდში შემდეგი რაპორტი : ,,Определенйе С.в. Синода , от 20 – прашлого Февралья за N2254 , в 15- день февралья я уволен на покои и местопребывание мне назначено в корсунскам богороднычием монастире таврическай епархии. По наведеным мною справкам местность эта бываем отрезана от осталннова мира . Малариа усилаается особенно вследствие разлития двух рек затопляпоших ету местност. Следовательно климатическия условия окружаюшее корсунки монастыр местности далеко хужсе Ковенского сырого климата , от которого хотел избавится . потому все покорнейшли прошу ваше святаество назначить меня настаятелем монастыря в однам из южних городов Россиитак как для своих занятий мне необходимо жит или в городе жсе в крайнем случае по близости его. '' ვნახოთ რა იქნებ . მიტროპოლიტმა კითხა მტერიალური საშუალება გაქვთო , რომ სამითვე იცხოვროთ , სანამ პენსიას დაგინიშნავენო . მე ვუპასუხე , როგორც იქნება იოლად გამოვალ მეთქი . მიტროპოლიტი ძალიან დაინტერესებულა ვოსტორგოვზედ საჩივარის შესახებ . მკითხა რწმუნების ქაღალდის გადასაცემაზედ . კორსუნის მონასტერში , როგორც მიამბო ნიკოლოზმა , ჩემს წინად ყოფილა ულუფაზედ გადმოყვანილი ლეონიდი ; მთელი ერთი კვირა თურმე ლეონიდი ითვლებოდა იმ მონასტერში . ამ დროს ჩემი რაპორტიც მოსვლია სინოდს და უხერხულად უცვნიათ ორივეს ულუფაზედ დათხოვნა და თანახმად მიტროპოლიტი ანტონის შუამდგომლობისა ლეონიდი გადაუყვანიათ გურია–სამეგრელოში , მე კი – საწყალი ბერი ქელანი – კორსუნის მონასერში . მალაქია ბოლქვაძეს ჯერ არ მოუტანია პასუხი ნაფიც ვექილ ანდრონიკაშვილისგან . აკაკის შემდეგი ლექსი უძღვნია ნ.ნ. დურნოვოსთვის , რომელსაც მოსკოვში ჩასვლაზედ ხახანიშვილის გადაათარგმნინებს და თვით წაუკითხავს დარნოვოს . ნ.ნ. დურნოვოს ცოლიც რუსი მყავს , შვილიც რუსი მყავს , და მეც რუსეთში დავჭაღარავდი მიყვარდა რუსი , მაგრამ მის ნაკლს კი აღვიარებდი ! ვერა ვფარავდი . ვუქებდი წარსულს , მაგრამ აწმყოში მძულდა მთავრობა – ბიუროკრატი – და მე რომ რუსად წარმოვიდგენდი სხვა გვარი იყო იმისი ხატი : ქრისტეს მოყვარე , სულით მაღალი , გაჭირვებულთა ხელის შემწყობი ; უსამართლოთა და უკუღმართთა აღვირ ასხმული და დამამხობი ! ვით ჩვენს წინაპრებს , მეც ისე მყავდა მაშინ რუსობა წარმოდგენილი : მთელ საქართველოს დამხსნელ–მფარველად და სასოებით მიცემდა გული , მაგრამ რა ვნახე , ჩემ სამშბლოში როცა დავბრნდი ღმერთო ძლიერო ! ერთგულების და სიყვარულისთვის გადასახადი სამაგიერო ? ზიზღი და მტრობა ! _ სხვა არაფერი !! დევნა სასტიკი ხორცის და სულის , ვითომც მტყუანი იყო ქართველი და მართალი კი სულ ის და სულ ის . რუსებს ეჭირათ სუყოველგვარი ჩვენი ცხოვრების ასპარეზები , გვაჯდენ კისერზედ , როგორც სახედრებს და გვერდებს გვწრიდა მათი დეზები . სამღვდელოებას და მის ეგზარქოსს აებნათ ქრისტეს წამოძღვარი კვალი ; შეჰქონდათ ხალხში , უსჯულოება საქრისტიანო უარ აჰყუვეს ვალი გარეგნად მღვდლები , შინაგნად მგლები , თავს არ იტეხდნენ ქრისტეს მცნებაზე და გამაძღრები ფიქრობდნენ მხოლოდ , როგორც ჟანდრები , გარუსებაზე . სამსჯავროებში აღარსად იყო აღარც კანონი , არც სამართალი და თვითოეულ მსაჯულთაგანსაც გარუსებისკენ ეჭირა თვალი . აღმზრდელებიცა ჩვენი შვილების მხოლოდ ჰფიქრობდნენ გარუსებაზე და არა მათის მოწაფეების გრძნობა–გონების ამაღლებაზე . მე კი ვამბობდი , რომ მოვლინება , ეს დროებითი მხოლოდ მეხია ... მომავლისაგნ ველოდი სულ სხვას და მაინც გული არ გამტეხია . ვფიქრობდი მოვა აწ ახალი დრო , ის განგვინათლებს დღევანდელ ბნელსა და მოველოდი მე გაზაფხულის წინამორბედს და მახარობელსა . და აი მართლაც დღეს გამოგვიჩნდი კურთხეულ იყოს შენი ჭაღარა !!.. და შენთან ერთად ძმობა–ერთობას’ უმღერს , უგალობს ჩემი ნაღარა !!.. აკაკი პეტერბურგში მზიანი დღეებია , ნამდვილი გაზაფხულია . მომიკითხე ყველანი. ეპისკოპოსი კირიონი . 1908 წელი . მარტი 18 . http://seminarieli.wordpress.com/2013/03/2...83%9A%E1%83%98/ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი