მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
A.V.M |
Nov 18 2011, 08:47 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს გარდა მსოფლიოში მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიაა,რომელთაც რა თქმა უნდა საკუთარი მმართველი ყავთ.
ამ თემაში ვისაუბრებთ მათ შესახებ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Mar 24 2013, 12:06 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მსოფლიო პატრიარქის წინასამარხვო ეპისტოლე
21/03/2013 ავტორი: დავით ხოსიტაშვილი 2013 წელი მსოფლიო პატრიარქმა „მსოფლიო თანადგომის წლად“ გამოაცხადა ეკლესიის სისავსეს: მადლი და მშვიდობა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესგან, ჩვენს ლოცვებთან, კურთხევასა და მიტევებასთან ერთად იყავნ თქვენ თანა. საყვარელნო ძმანო და დანო, უფლისმიერ შვილნო, წმიდა მამებმა, რომლებმაც ყოველივე წესრიგიანად განაგეს, დააარსეს ასკეტური შემეცნებისა და სულიერი განწმედის ჟამი, ორმოცი დღე უფლისა ჩვენისა ბრწყინვალე აღდგომამდე. ეს ასკეტური წესი მოიცავს მარხვის დროს საკვებისაგან შეზღუდვას, მაგრამ უმეტესად ბოროტისაგან თავშეკავებას. წმინდა ჰიმნოგრაფი ახასიათებს რა მას, აღნიშნავს, რომ ღმრთისათვის მარხვის ჭეშმარიტი და სასურველი წესი არის ბოროტქმნისაგან თავის შემოზღუდვა, ენის კონტროლი, განრისხების დაცხრობა, განშორება ბოროტ სურვილთაგან, რაც მოიცავს ჭორაობას, სიცრუესა და გინებას, სამართლიანობის აღდგენა, განთავისუფლება ვნებიანი აზრებისაგან, მხურვალე აღმსარებლობა, გონების განწმედა, „რომელზეც ძნელი არაფერია“, უარის თქმა „მტკივნეულ ვნებებზე, შურსა და სიძულვილზე“, ცოდვების მიღებაზე. „მსაჯული მოახლოებულ არს, კართა ზედა“ და იგი განცდის გულსა და გონებას, რამეთუ „იგი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს“ (წმ. ანდრია კრეტელის დიდი კანონი). სხეულებრივი ასკეზის მიზანი არის გონების განწმედა და მისი კონცენტრაცია ჩვენი უფლის, ღმრთისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს სიყვარულზე, აგრეთვე ჩვენი თანამოძმე ადამიანების სიყვარულზე, რაც ქმნის მოწმობას იმისა, რომ ვართ მოწაფენი იმისა, ვისაც ისინი უყვარს. ეს სიყვარული ხელშესახები უნდა იყოს, რაც სრულდება ჩვენის მხრივ მათთვის რაიმეს შეწირვაში. სიყვარული მოყვასისათვის მატერიალური და სულიერი საჭიროებების შეთავაზების გარეშე არის ცარიელი სიტყვა. ეს ნაწილობრივ ჭეშმარიტებაა ჩვენს დიდი ზნეობრივი და ფინანსური კრიზისით აღსავსე დროში, როდესაც ჩვენ შორის შესაძლებლობის მქონენი ვალდებული არიან მოყვასთ დახმარება სიხარულით, სიყვარულითა და პატივისცემით შესთავაზონ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება აღდგომილ უფალში ჩვენი სიხარული სრული, როდესაც ჩვენი დახმარება მის მცირედ ძმათა მიმართ, ჩვენი საკუთარი ძმებისა და დების მიმართ, სრულია. წმ. ბასილი დიდის პატივსადებ სიტყვათა თანახმად „კაცი, რომელსაც უყვარს მოყვასი, ვითარცა თავი თვისი, არ ფლობს არაფერს მოყვასზე მეტს… ამდენად, რამდენადაც იზრდება შენი სიმდიდრე, იმდენად მცირდება შენი სიყვარული“ (ჰომილია მდიდართა მიმართ, PG 31.281B). სამწუხაროდ, კაცობრიობას სწამს, რომ ბედნიერება მოდის ქონების, დიდების, თანამდებობების და სხვა სიამოვნებათა მოხვეჭით და ფლობით. „არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე კაცი, რომელმაც არ იცის, როგორ შეიყვაროს“. და „როდესაც ნახავ ვინმეს, ვისაც ფიზიკური ან სულიერი კურნება სჭირდება, ნუ იტყვი: მიკვირს, რატომ არ განკურნა იგი სხვა ვინმემ. უბრალოდ განკურნე იგი მისი სნეულებისგან და სხვებს ნუ დასდებ ბრალს. თუ სცხებ იმ ადამიანს შენი სწავლების სიტყვით, როგორც ზეთს კურნებისა, თუკი უწამლებ იმ ადამიანს შენი კეთილი ბუნებით, აღადგენ იმ ადამიანის სიმრთელეს შენი მოთმინებით, ამის შემდგომ ის ადამიანი შენთვის გახდება უდიდესი საუნჯის მიზეზი“ (იხ. წმ. იოანე ოქროპირი, ჰომილია 27, კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეზე და ჰომილია 8, იუდეველთა წინააღმდეგ, PG 61.586-587 და PG 48.932-933). ჭეშმარიტება ისაა, რომ მოყვასისადმი სიყვარულისა და მატერიალურ სიკეთეთა მიძღვნისაგან სიხარული და კმაყოფილება განუზომლად დიდია. საყოველთაოდ მიღებული სოციალური გაგება, რასაც ახალგაზრდა თაობას ასწავლიან, როგორც ცხოვრების ყველაზე უპირატეს გზას, არის სიხარბე და სიძუნწე. თუმცა, როდესაც ამგვარი შეხედულებები იმარჯვებს, ისინი ქმნიან სოციალურ ღელვას და საბოლოოდ აზიანებენ თვით იმათაც კი, რომლებმაც მოიხვეჭეს განსაკუთრებული სიმდიდრე სხვების ხარჯზე. გარდაუვალი სოციალური დაყოფა უნდა შემსუბუქდეს ნებაყოფლობით, იმისგან, ვისაც აქვს იმისადმი, ვისაც არ აქვს, შეთავაზებით, როგორც ნათლად ბრძანებს მაცხოვარი: „ვისაც ორი სამოსი აქვს მისცეს იმას, ვისაც არ აქვს“ (ლკ. 3:11). ეს ერთადერთია, როდესაც ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ერთობას ჩვენს თანამოძმეებთან, განსაკუთრებით კი, უპოვარებთან, ასე გავივლით წმიდა და დიდ მარხვას კეთილი წესით და მივიღებთ კურთხევას ქრისტესგან. ამ წლის განმავლობაში, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ „მსოფლიო თანადგომის წლად“, განსაკუთრებით კი სერიოზული მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, ჩვენ ყველამ უნდა ვაჩვენოთ უფრო მეტი კავშირი ჩვენი იმ ძმებისა და დების ნუგეშისცემისათვის, ვინც მოკლებულნი არიან მცირედ საარსებო საშუალებებს. ამ გზით ჩვენ შევალთ „სტადიონსა სათნოებათასა, რომელ არს წინაშე ჩვენსა“ მოკრძალებითა და სულიერი წინსვლით, ჩვენ „განვიხარებთ მცირესა ზედა წვლილსა“, „ჩვენ მივიღებთ სამართლიან საზღაურს“ და სისავსით ვიდღესასწაულებთ სიხარულსა წმიდისა აღდგომისა უფლისა ჩვენისა, რომლისაგან „სიცოცხლე ჭეშმარიტად კაშკაშებს“. მადლი მისი და მდიდარი წყალობა მისი იყავნ თქვენ ყოველთა თანა. წმიდა და დიდი მარხვა, 2013 თქვენთვის მხურვალედ მვედრებელი წინაშე ღმრთისა, † ბ ა რ თ ო ლ ო მ ე ო ს ი მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი © Οικουμενικόν Πατριαρχείον Κωνσταντινουπόλεως © თარგმანი დავით ჩიკვაიძისა http://www.orthodoxtheology.ge/cinasamarxvo/#more-3092 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი