სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| გიაშერ |
Oct 1 2008, 06:11 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 34 რეგისტრ.: 1-October 08 წევრი № 5,753 |
იხსნება ახალი უნივერსიტეტი -
"საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი" უნივერსიტეტი იქნება საერო - ე.ი ძირითადად ფუნდამენტური მეცნიერებები და მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ახალ ტექნოლოგიებს შენობა თითქმის მზადაა, მაგრამ ჯერ ლიცენზიისა და აკრედიტაციის საკითხებია გადასაწყვეტი სტუდენტების მიღება ალბათ გაისიდან, თუმცა (იმედია) წელსვე გაიხსნება მოსამზადებელი განყოფილება სკოლის მოსწავლეთათვის და სასწავლო კომპიუტერული ცენტრი დაწყებულია წინასწარი სამუშაოები www.sangu.ge (Saint Andrew Georgian University) მოხარული ვიქნებით თუ ითანამშრომლებთ ამან შეიძლება დაგაინტერესოთ - საღმრთო წიგნი საძიებლით http://www.sangu.ge/religion/pmb სხვა ნებისმიერი პროექტიც ღიაა, გუნდების შედგენა მალე დაიწყება, თუ პროექტებში მონაწილეობის სურვილი გექნებათ შემეხმიანეთ |
![]() ![]() |
| unknown lady |
Mar 25 2013, 10:02 PM
პოსტი
#2
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 25-August 10 წევრი № 9,343 |
2012 წელს ჩავაბარე მაგისტრატურაში, საპატრიარქოს უნივესრსიტეტში. იმედი მქონდა, რომ მართლაც ცოდნას და მადლს აზიარებს ეს უნივერსიტეტი ადამიანებს. თანდათან დავინახე რექტორის აგრესია თანამშრომლების და სტუდენტების მიმართ. რომ არ ვისაუბრო სხვებზე მოვყვები პირად მაგალითს.
ჩემი ორი ჯგუფელი ეწეოდა სიგარეტს, არა ეზოში, არამედ ქუჩაში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც უნივერსიტეტს არ ეკუთვნის. სერგო ვარდოსანიძემ ფანჯრიდან დაუყვირა (!) გოგოებს (!) თქვენ ჩვენი სტუდენტები ხართო? მეც გავყევი. მე არ ვარ მწეველი, მაგრამ ეს არსებითი არ არის. ვუპასუხეთ, დიახ თქვენი სტუდენტები ვართ. ხოდა ძალიან სამწუხაროა, მობილობა იქნება და გადადითო. ყვიროდა და შეგვიყვანა აუდიტორიაში. საკმაოდ ხაზგასმით ვუთხარით, რომ ხელშეკრულებაში არ გვიწერია, რომ მწეველ ადამიანს არ აქვს სწავლის უფლება და სიგარეტს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არ ეწეოდნენ გოგოები. ძალიან აგრესიულად იყვირა, რომ ეს არ არის ბენდუქიძის უნივერსიტეტი ან ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი. ეტყობა ბატონ სერგოს ავიწყდება, რომ ყველა ადამიანში არის უფლის ხატი, მათ შორის კახა ბენდუქიძეში. მე ვარ ეკლესიის მრევლი ბავშვობიდან. ჩემი მოძღვარია მამა დავით შარაშენიძე. ის სულ გვასწავლის, რომ მართლმადიდებლობა არ არის "კბილთა ღრჭენა". ეს არ არის აგრესია და ადამირიანებისთვის თავში ჯვრის ჩარტყმა. სამწუხაროდ, საპატრიარქოს უნივერსიტეტი აგრესიულ მართლმადიდებლობას გვაცნობს და ამით ძირს უთხრის მართლმადიდებლობას. ბოლოს რექტორმა აღნიშნა, რომ ხალხი გიყურებთ და ისე მაინც მოწიეთ არავინ იცოდესო (ეს ორმაგი სტანდარტებია ე.ი. ბატონი სერგო ტყუილს გვასწავლის) აღინიშნება სწვალის ძალიან დაბალი ხარისხი, ლექტორების მხრიდან ლექციების გაცდენა და გახალტურება. რექტორი არის უნივერსიტეტის სახე. უნივერსიტეტს კი ყავს რექტორი, რომელიც სტუდენტებს წასვლას ურჩევს. საინტერესოა, რომ ეკლესია მწეველ ადამიანებს არ ყრის მისი წიაღიდან. არ ზრუნავს ხარისხზე. მე კი ამის გამო ვწუხვარ. საერთოდ ამ თემით ჩემს მოქალაქობრივ მოვალეობას ვიხდი და იმედი მაქვს ყველა ბატონი სერგოსნაირი აგრესიული მართლმადიდებელი არ არის. მე უფრო სიყვარულით, თავმდაბლობით და მოთმინებით მგონია შესაძლებელი ცოდნისა და მადლის მოპოვება. ბატონი სერგო კი უყვირის, აგდებს, შეურაცხყოფს სტუდენტებს. ვერც განათლებას აძლევს და რწმენაშიც აბრკოლებს. სამოქალაქო ენაზე ამას სტუდენტების უფლებების დარღვევა ქვია. კანონი ქუჩაში მოწევას არ კრძალავს და არც სწავლის უფლებას ართმევს მწეველს. რელიგიის ენაზე კი ბატონი სერგოს მოწოდებები ერესია. პატივისცემით და მწუხარებით, რომ მართლმადიდებლობა ბევრს კბილთა ღრჭენაში ეშლება და კოლექტივების სამართავი ინსტრუმენტი ჰგონია. |
გიაშერ საპატრიარქოს უნივერსიტეტი Oct 1 2008, 06:11 PM
k@the გიაშერ
წარმატებებ... Oct 1 2008, 06:44 PM
გიაშერ შემოდგომა ახლა დაი... Oct 1 2008, 06:51 PM
k@the
შემოდგომა ახლა და... Oct 1 2008, 07:23 PM
გუდმუნდი ძალიან კარგი. და სა... Oct 1 2008, 08:30 PM
გიაშერ საერო სასწავლებელ... Oct 1 2008, 09:28 PM
mogzaura ვერაფერი გავუგე მა... Oct 1 2008, 09:45 PM
გიაშერ mogzaura
იქნებ აქედან უფ... Oct 1 2008, 09:53 PM
subterranean რა ფაკულტეტები იქნ... Oct 1 2008, 10:03 PM
გიაშერ subterranean
ფიზიკა, ქიმია, ... Oct 1 2008, 10:08 PM
მარიამი ღმერთმა ხელი მოგიმ... Oct 2 2008, 10:10 AM
ქავთარაძე თუ იქნება რეალური ... Oct 2 2008, 10:35 AM
კანონისტი subterranean
იურიდიული რო... Oct 2 2008, 11:28 AM
nino kiwo მივესალმები რელიგ... Oct 2 2008, 11:35 AM
შოთაძე ახლა ვნახე საიტი დ... Oct 2 2008, 08:58 PM
mari-mari15 უნივერსიტეტში უფა... Mar 24 2009, 02:56 PM
inaina მებაღეობის ფაკულტ... Mar 24 2009, 03:02 PM
ქევანა მომწონს მე ეს უნივ... Aug 17 2010, 01:49 PM
კანუდოსელი
მომწონს მე ეს უნივ... Aug 17 2010, 06:12 PM
ქევანა კანუდოსელი
ა, პარმ... Aug 17 2010, 07:27 PM
კანუდოსელი
კანუდოსელი
ა, პარმ... Aug 17 2010, 09:06 PM
sable
[b]კანუდოსელი
ა, პარ... Aug 18 2010, 01:49 PM
კანუდოსელი
გაფლანგვას აბრალე... Aug 18 2010, 02:01 PM
sable
მე არ ვიცი რას აბრა... Aug 18 2010, 02:18 PM
თამარი_ცქნაფო ვნახავ მალე მაგ უნ... Aug 17 2010, 10:26 PM
კანუდოსელი
ვნახავ მალე მაგ უნ... Aug 17 2010, 10:53 PM
თამარი_ცქნაფო
ეგ საერთოდ იდიოტუ... Aug 17 2010, 11:03 PM
კანუდოსელი
რაც თსუ-დან კომუნი... Aug 17 2010, 11:11 PM
ქევანა კანუდოსელი
ხვალ მი... Aug 18 2010, 07:31 PM
კანუდოსელი
ხვალ მინდა ილიუნი... Aug 18 2010, 08:08 PM
sable
sable
ვერ დაგეთანხმებ... Aug 19 2010, 01:09 PM
თამარი_ცქნაფო sable
გაფლანგვას? :D
ნუ ... Aug 18 2010, 07:37 PM
ქევანა თამარი_ცქნაფო
ეგ ს... Aug 18 2010, 07:39 PM
ქევანა sable
კი ჩემო საბლე, ე... Aug 19 2010, 04:16 PM
ქევანა გაგიკვირდებათ და ს... Mar 6 2013, 10:10 PM
A.V.M ქევანა
,,აღიარებით... Mar 6 2013, 11:24 PM
sergi_glaxa მაინც ვერ გავიგე გ... Mar 7 2013, 01:04 PM
ქევანა A.V.M
კი :დდ
sergi_glaxa
არ უშ... Mar 7 2013, 06:16 PM
A.V.M sergi_glaxa
მღვდლებთან არ... Mar 8 2013, 12:17 AM
A.V.M unknown lady
http://church.ge/index.php?showtopic=... Mar 26 2013, 02:20 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th November 2025 - 06:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი