საპატრიარქოს უნივესიტეტი, აგრესიული რექტორი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საპატრიარქოს უნივესიტეტი, აგრესიული რექტორი |
unknown lady |
Mar 25 2013, 09:59 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 25-August 10 წევრი № 9,343 |
მოგესალმებით, ჩემი პირველი თემა ამ ფორუმზე სამწუხარო ამბავს შეეხება. 2012 წელს ჩავაბარე მაგისტრატურაში, საპატრიარქოს უნივესრსიტეტში. იმედი მქონდა, რომ მართლაც ცოდნას და მადლს აზიარებს ეს უნივერსიტეტი ადამიანებს. თანდათან დავინახე რექტორის აგრესია თანამშრომლების და სტუდენტების მიმართ. რომ არ ვისაუბრო სხვებზე მოვყვები პირად მაგალითს. ჩემი ორი ჯგუფელი ეწეოდა სიგარეტს, არა ეზოში, არამედ ქუჩაში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც უნივერსიტეტს არ ეკუთვნის. სერგო ვარდოსანიძემ ფანჯრიდან დაუყვირა (!) გოგოებს (!) თქვენ ჩვენი სტუდენტები ხართო? მეც გავყევი. მე არ ვარ მწეველი, მაგრამ ეს არსებითი არ არის. ვუპასუხეთ, დიახ თქვენი სტუდენტები ვართ. ხოდა ძალიან სამწუხაროა, მობილობა იქნება და გადადითო. ყვიროდა და შეგვიყვანა აუდიტორიაში. საკმაოდ ხაზგასმით ვუთხარით, რომ ხელშეკრულებაში არ გვიწერია, რომ მწეველ ადამიანს არ აქვს სწავლის უფლება და სიგარეტს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არ ეწეოდნენ გოგოები. ძალიან აგრესიულად იყვირა, რომ ეს არ არის ბენდუქიძის უნივერსიტეტი ან ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი. ეტყობა ბატონ სერგოს ავიწყდება, რომ ყველა ადამიანში არის უფლის ხატი, მათ შორის კახა ბენდუქიძეში. მე ვარ ეკლესიის მრევლი ბავშვობიდან. ჩემი მოძღვარია მამა დავით შარაშენიძე. ის სულ გვასწავლის, რომ მართლმადიდებლობა არ არის "კბილთა ღრჭენა". ეს არ არის აგრესია და ადამირიანებისთვის თავში ჯვრის ჩარტყმა. სამწუხაროდ, საპატრიარქოს უნივერსიტეტი აგრესიულ მართლმადიდებლობას გვაცნობს და ამით ძირს უთხრის მართლმადიდებლობას. ბოლოს რექტორმა აღნიშნა, რომ ხალხი გიყურებთ და ისე მაინც მოწიეთ არავინ იცოდესო (ეს ორმაგი სტანდარტებია ე.ი. ბატონი სერგო ტყუილს გვასწავლის) აღინიშნება სწვალის ძალიან დაბალი ხარისხი, ლექტორების მხრიდან ლექციების გაცდენა და გახალტურება. რექტორი არის უნივერსიტეტის სახე. უნივერსიტეტს კი ყავს რექტორი, რომელიც სტუდენტებს წასვლას ურჩევს. საინტერესოა, რომ ეკლესია მწეველ ადამიანებს არ ყრის მისი წიაღიდან. არ ზრუნავს ხარისხზე. მე კი ამის გამო ვწუხვარ. საერთოდ ამ თემით ჩემს მოქალაქობრივ მოვალეობას ვიხდი და იმედი მაქვს ყველა ბატონი სერგოსნაირი აგრესიული მართლმადიდებელი არ არის. მე უფრო სიყვარულით, თავმდაბლობით და მოთმინებით მგონია შესაძლებელი ცოდნისა და მადლის მოპოვება. ბატონი სერგო კი უყვირის, აგდებს, შეურაცხყოფს სტუდენტებს. ვერც განათლებას აძლევს და რწმენაშიც აბრკოლებს. სამოქალაქო ენაზე ამას სტუდენტების უფლებების დარღვევა ქვია. კანონი ქუჩაში მოწევას არ კრძალავს და არც სწავლის უფლებას ართმევს მწეველს. რელიგიის ენაზე კი ბატონი სერგოს მოწოდებები ერესია. პატივისცემით და მწუხარებით, რომ მართლმადიდებლობა ბევრს კბილთა ღრჭენაში ეშლება და კოლექტივების სამართავი ინსტრუმენტი ჰგონია. |
A.V.M |
Mar 26 2013, 02:16 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა იმედი მაქვს ყველა ბატონი სერგოსნაირი აგრესიული მართლმადიდებელი არ არის. პირადად მე რომ არ ვიცნობდე ბატონ სერგოს შეიძლებოდა ეს დამეჯერებინა. სასაცილოა უბრალოდ რომ მასზე -,,აგრსიულს'' წერ. თან ერთი ფაქტით-სიგარეტის მწეველ საპტრიარქოს სასწავლებლის სტუდენტებს რომ ეუბნევა თუ აქ ხართ ისე მოიქეცით როგორც შეჰფერის საპატრიარქოს სტუდენტს და თუ არა წადითო? ციტატა მე უფრო სიყვარულით, თავმდაბლობით და მოთმინებით მგონია შესაძლებელი ცოდნისა და მადლის მოპოვება შიდა პრობლემების მთელი ქვეყნისთვის მოდებაშიც ხედავ ფაქტია... ოჯახის პრობლემის გარეთ გატანით როგორც წესი ,,დიდ მადლს იღებენ'' ხოლმე... ციტატა ბატონი სერგო კი უყვირის, აგდებს, შეურაცხყოფს სტუდენტებს. ერთი მოყვანილი ფაქტიდან ,,მიწაში ჩადე'' კაცი... რაც შენ დაწერე , ყველაფერი მართალიც რომ იყოს მაინც არ გაქვს უფლება მისი გათვალისწინებით , ასეთი აბსურდული ბრალდებები წაუყენო მასს... ,, მაგრამ იესომ შერისხა უწმინდური სული.'' ,, იესომ შერისხა იგი და უთხრა: „გაჩუმდი და გადი'' ,,ხოლო როცა იხილა იესომ, რომ სწრაფად იკრიბებოდა ხალხი, შერისხა არაწმიდა სული და უთხრა მას: უტყვო და ყრუ სულო, მე გიბრძანებ შენ: გამოდი ...'' ,, იუგო იესომ და უთხრა: „ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? აქ მომგვარეთ იგი!“ შერისხა იგი იესომ მოყვანისთანავე და ...'' ,, მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან.'' ,, იესო ქრისტე განრისხდა მოწაფეთა თვისთა ზედა.'' ხედავ რამდენ ადგილზეა სახარებაში მოთხრობილი იესოს განრისხება? ამდგარიყო ახლა პეტრე მოციქული და მთელ ქვეყანაში ,,მტრედები გაეგზავნა ფეხზე მობმული წერილებით'' იესო ასეთი მრისხანეა , მე მოქალაქეობრივ ვალს ვიხდი , მადლის მიღება მინდა ეს კიდე მაბრკოლებსო. აუცლებლად გამართლდებოდა ხომ? ციტატა სამოქალაქო ენაზე ამას სტუდენტების უფლებების დარღვევა ქვია. და ერთი ფაქტის გამო ,,კაცს მიწაში რომ დებ'' სამოქალაქო-სასულიერო ენაზე რომ ცილისწამება ქვია თუ იცი და განკითხვა? ციტატა კანონი ქუჩაში მოწევას არ კრძალავს და არც სწავლის უფლებას ართმევს მწეველს. სამაგიეროდ კანონიკური სამართალი და ეკლესიის პრაქტიკა სჯის ამგვარ პიროვნებას , და თუ არ გამოსწორდება საერთოდ განაყენებს ზიარებიდან სიგარეტის თავის დანებებამდე. ციტატა რელიგიის ენაზე კი ბატონი სერგოს მოწოდებები ერესია. ეს არი აბსოლიტური ცილისწამების და უცოდინრობის გამოვლინება პირადად შენი მხირდან მეგობარო. რადგან თუკი არ იცი ერესის მნიშვნელობა და ამას აბრალებ ბატონ სერგოს , ეს უცოდინარობაა. ხოლო თუკ იცი მნიშვნელობა და მაინც ამას უწოდებ-ცილისწამება. მოდი და დამისაბუთე ახლა რომ არც უცოდინარობა გამოავლინე ამ საკითხში ( და არა მარტო) და არც ცილისმწამებლობა. ციტატა პატივისცემით და მწუხარებით, რომ მართლმადიდებლობა ბევრს კბილთა ღრჭენაში ეშლება და კოლექტივების სამართავი ინსტრუმენტი ჰგონია. პატვისცემით და მწუხარებით რომ ბევრს მათლმადიდებობა ინტერნეტ სივრცეში კლავიატურაზე ბრახუნით ოჯახის პრობლემების გარეთ გატანაში ეშლება , უცოდინარობა და ცილისწამებას ავლენს და ეს პირადი ქულების დაწერისთვის საუკეთესო საშუალება ჰგონია. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 02:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი