საპატრიარქოს უნივესიტეტი, აგრესიული რექტორი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საპატრიარქოს უნივესიტეტი, აგრესიული რექტორი |
unknown lady |
Mar 25 2013, 09:59 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 25-August 10 წევრი № 9,343 |
მოგესალმებით, ჩემი პირველი თემა ამ ფორუმზე სამწუხარო ამბავს შეეხება. 2012 წელს ჩავაბარე მაგისტრატურაში, საპატრიარქოს უნივესრსიტეტში. იმედი მქონდა, რომ მართლაც ცოდნას და მადლს აზიარებს ეს უნივერსიტეტი ადამიანებს. თანდათან დავინახე რექტორის აგრესია თანამშრომლების და სტუდენტების მიმართ. რომ არ ვისაუბრო სხვებზე მოვყვები პირად მაგალითს. ჩემი ორი ჯგუფელი ეწეოდა სიგარეტს, არა ეზოში, არამედ ქუჩაში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც უნივერსიტეტს არ ეკუთვნის. სერგო ვარდოსანიძემ ფანჯრიდან დაუყვირა (!) გოგოებს (!) თქვენ ჩვენი სტუდენტები ხართო? მეც გავყევი. მე არ ვარ მწეველი, მაგრამ ეს არსებითი არ არის. ვუპასუხეთ, დიახ თქვენი სტუდენტები ვართ. ხოდა ძალიან სამწუხაროა, მობილობა იქნება და გადადითო. ყვიროდა და შეგვიყვანა აუდიტორიაში. საკმაოდ ხაზგასმით ვუთხარით, რომ ხელშეკრულებაში არ გვიწერია, რომ მწეველ ადამიანს არ აქვს სწავლის უფლება და სიგარეტს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არ ეწეოდნენ გოგოები. ძალიან აგრესიულად იყვირა, რომ ეს არ არის ბენდუქიძის უნივერსიტეტი ან ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი. ეტყობა ბატონ სერგოს ავიწყდება, რომ ყველა ადამიანში არის უფლის ხატი, მათ შორის კახა ბენდუქიძეში. მე ვარ ეკლესიის მრევლი ბავშვობიდან. ჩემი მოძღვარია მამა დავით შარაშენიძე. ის სულ გვასწავლის, რომ მართლმადიდებლობა არ არის "კბილთა ღრჭენა". ეს არ არის აგრესია და ადამირიანებისთვის თავში ჯვრის ჩარტყმა. სამწუხაროდ, საპატრიარქოს უნივერსიტეტი აგრესიულ მართლმადიდებლობას გვაცნობს და ამით ძირს უთხრის მართლმადიდებლობას. ბოლოს რექტორმა აღნიშნა, რომ ხალხი გიყურებთ და ისე მაინც მოწიეთ არავინ იცოდესო (ეს ორმაგი სტანდარტებია ე.ი. ბატონი სერგო ტყუილს გვასწავლის) აღინიშნება სწვალის ძალიან დაბალი ხარისხი, ლექტორების მხრიდან ლექციების გაცდენა და გახალტურება. რექტორი არის უნივერსიტეტის სახე. უნივერსიტეტს კი ყავს რექტორი, რომელიც სტუდენტებს წასვლას ურჩევს. საინტერესოა, რომ ეკლესია მწეველ ადამიანებს არ ყრის მისი წიაღიდან. არ ზრუნავს ხარისხზე. მე კი ამის გამო ვწუხვარ. საერთოდ ამ თემით ჩემს მოქალაქობრივ მოვალეობას ვიხდი და იმედი მაქვს ყველა ბატონი სერგოსნაირი აგრესიული მართლმადიდებელი არ არის. მე უფრო სიყვარულით, თავმდაბლობით და მოთმინებით მგონია შესაძლებელი ცოდნისა და მადლის მოპოვება. ბატონი სერგო კი უყვირის, აგდებს, შეურაცხყოფს სტუდენტებს. ვერც განათლებას აძლევს და რწმენაშიც აბრკოლებს. სამოქალაქო ენაზე ამას სტუდენტების უფლებების დარღვევა ქვია. კანონი ქუჩაში მოწევას არ კრძალავს და არც სწავლის უფლებას ართმევს მწეველს. რელიგიის ენაზე კი ბატონი სერგოს მოწოდებები ერესია. პატივისცემით და მწუხარებით, რომ მართლმადიდებლობა ბევრს კბილთა ღრჭენაში ეშლება და კოლექტივების სამართავი ინსტრუმენტი ჰგონია. |
G_saxva |
Mar 27 2013, 10:55 AM
პოსტი
#2
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ჩემ აზრს დავწერ: მე მაგალითად პირდაპირ გავრიცხავდი ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე. თუ დაგაინტერესებთ გეტყვით რატომაც
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 01:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი