საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
A.V.M |
Dec 10 2011, 01:17 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გადავხედე ფორუმს და საპატრიარქოზე ვერ ვნახე თემა.
ხოდა თუ რამე გვექნება ხოლმე სათქმელი აქ ვიტყვით. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Apr 7 2013, 11:38 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მეუფე იაკობი - შევთხოვ უფალს, მამაკაცებსაც ჰქონოდეთ ისეთი მოსიყვარულე გული, როგორიც ქალებს აქვთ
12:36 07-04-2013 გარდაბნისა და მარტყოფის მიტროპოლიტმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ხარების დღესასწაულის მნიშვნელობასა და ქალის დანიშნულებაზე იქადაგა. როგორც მეუფე იაკობმა დღევანდელი სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდგე ბრძანა, დღეს განსაკუთრებით ქალებისთვის უდიდესი დღესასწაულია, რადგან მათ ჰყავთ მისაბაძი მაგალითი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახით. მამაკაცებს კი, დღევანდელი დღესასწაული, მეუფე იაკობის თქმით, ასწავლის, რამდენად დიდი პატივი უნდა მიაგონ ქალებს. "ქალის ძირითადი დანიშნულება დედობაა, ღვთისმშობლის მაგალითზე ვხედავთ, რომ უფალმა ქალი დიდი გონიერებით დააჯილდოვა. ქალი ყოველთვის მზად არის თავი გასწიროს და მზად არის დიდი გმირობისთვის. დღეს ქალებისთვის უდიდესი დღესასწაულია, ამიტომ განსაკუთრებულად ქალებს გილოცავთ. საქართველოს ისტორიაში ნებისმიერ ომში დიდი მსხვერპლი გვქონდა ხოლმე და მუდმივად ვხედავდით, რომ კაცების გასაკეთებელს ხშირად ქალები აკეთებდნენ და სამშობლოს ნამდვილ ვაჟკაცებს უზრდიდნენ. ჩვენ დიდი პატივი უნდა ვცეთ დედებს, ბებიებს, დებს, რადგან მათში ძალაინ დიდი რამ არის, ისინი ჭკუით აღსავსე არიან და ეს ჭკუა უნდა მოახმარონ თავიანთ ოჯახსა და ქვეყანას", – ბრძანა მეუფე იაკობმა. როგორც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა აღნიშნა, ქართველებს ქალებისთვის პატივის მიგება არ ესწავლებათ. "შევთხოვ უფალს, მამაკაცებსაც ჰქონოდეთ ისეთი მოსიყვარულე გული, როგორიც ქალებს აქვთ", - აღნიშნა მეუფე იაკობმა. მეუფის თქმით, დღეს ასევე არის ჯვრის თაყვანისცემის დღე და ხარებისა და ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულები იშვიათად ემთხვევა. "ჯვრის თაყვანისცემა მხოლოდ ჯვარზე მთხვევა არ არის, ჩვენი ჯვარი გოლგოთამდე ყველამ უნდა ვზიდოთ და სიხარულით ველოდოთ აღდგომის დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს ჩვენი ერის გაერთიანება და ღმერთმა ინებოს, რომ ყოველა მოქალაქემ იცხოვროს იმისთვის, რათა ადიდოს უფალი, ქვეყანა და მსოფლიო ცივილიზაციაში შევიდეთ ჩვენი საუკეთესო თვისებებით" ,– ბრძანა მეუფე იაკობმა. როგორც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა აღნიშნა, ახლოვდება 9 აპრილი, რომელიც საქართველოს ისტორიაში მძიმე, მაგრამ ამავდროულად სიხარულის მომტანი დღეც იყო. მეუფე იაკობმა ისურვა, რომ 9 აპრილს დაღვრილმა სისხლმა ტყუილად არ ჩაიაროს და საქართველო ძლიერ ქვეყანად გადაიქცეს. წირვის დასასრულს მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს ხარების დღესასწაული მიულოცა. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...lebs-aqvth.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი