IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მათე 21:21-22; იოანე 16:23-24
Molen
პოსტი Mar 24 2010, 08:25 PM
პოსტი #1


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



მოგესალმებით.

შეკითხვა მაქვს, მხოლოდ იმიტომ რომ მინდა სწორად მესმოდეს და რწმენა უფრო გავიძლიერო, რადგან ეს ის მომენტებია, როდესაც უფალი ყველაზე მოწყალე, ადამიანების გვერდით მყოფი, მუდმივად დამხმარე, ყოვლის მომცემი, მეგობარი, მამა და საერთოდან სიყვარულისა და სიძლიერის სიმბოლოა.


მათე:

21:21. ...თუ გექნებათ რწმენა, აღარ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შეძლებთ რაც ლეღვის ხეს დაემართა, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანეთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე.
21:22. და ყველაფერი რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ.


უფალი იესო, რის რწმენაზე საუბრობს? რწმენას საკუთარი თავისა და ღმერთისა? ანუ განსაცდელში მყოფი ადამიანი თუ დაიჯერებს და ირწმუნებს რომ მას ღმერთი მიეხმარება, იგი აუცილებლად გადარჩება? და ბოლოს და ბოლოს უფალმა ბრძანა, რწმენით მთაც კი აღმოიფხვრებაო. ანუ თუ უფალს ვირწმუნებთ და მის შემწეობას დავიჯერებთ მართლაც შეძლებს ადამიანი უფლის ნებითა და ძალით ბუნებაზე კონტროლს?

და რწმენით თხოვნა ნიშნავს იმას, რომ შენ ეს გულით გსურს და გულით გჯერა რომ მას უფალი მოგცემს?

იოანე:

16:23. ...ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგეცემათ თქვენ.
16:24. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვებთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული.


რას ნიშნავს ეს? ანუ თხოვნით მიმართვა უფლისადმი იესოს სახელით უნდა მოხდეს? მაგალითად "ღმერთო, იესო ქრისტეს სახელით გთხოვ რწმენასა და შემწეობას"?

და იესო ხომ უფალია თვითონ? თუ ზემოთ თქმული ნიშნავდა და რომ მე მომმართეთ თხოვნითო?


--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
esre ars cheshmariteba
პოსტი Apr 11 2013, 11:48 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(Molen @ Mar 24 2010, 09:25 PM) *

მოგესალმებით.

შეკითხვა მაქვს, მხოლოდ იმიტომ რომ მინდა სწორად მესმოდეს და რწმენა უფრო გავიძლიერო, რადგან ეს ის მომენტებია, როდესაც უფალი ყველაზე მოწყალე, ადამიანების გვერდით მყოფი, მუდმივად დამხმარე, ყოვლის მომცემი, მეგობარი, მამა და საერთოდან სიყვარულისა და სიძლიერის სიმბოლოა.
მათე:

21:21. ...თუ გექნებათ რწმენა, აღარ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შეძლებთ რაც ლეღვის ხეს დაემართა, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანეთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე.
21:22. და ყველაფერი რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ.


უფალი იესო, რის რწმენაზე საუბრობს? რწმენას საკუთარი თავისა და ღმერთისა? ანუ განსაცდელში მყოფი ადამიანი თუ დაიჯერებს და ირწმუნებს რომ მას ღმერთი მიეხმარება, იგი აუცილებლად გადარჩება? და ბოლოს და ბოლოს უფალმა ბრძანა, რწმენით მთაც კი აღმოიფხვრებაო. ანუ თუ უფალს ვირწმუნებთ და მის შემწეობას დავიჯერებთ მართლაც შეძლებს ადამიანი უფლის ნებითა და ძალით ბუნებაზე კონტროლს?

და რწმენით თხოვნა ნიშნავს იმას, რომ შენ ეს გულით გსურს და გულით გჯერა რომ მას უფალი მოგცემს?

იოანე:

16:23. ...ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგეცემათ თქვენ.
16:24. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვებთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული.


რას ნიშნავს ეს? ანუ თხოვნით მიმართვა უფლისადმი იესოს სახელით უნდა მოხდეს? მაგალითად "ღმერთო, იესო ქრისტეს სახელით გთხოვ რწმენასა და შემწეობას"?

და იესო ხომ უფალია თვითონ? თუ ზემოთ თქმული ნიშნავდა და რომ მე მომმართეთ თხოვნითო?

თუკი უფალი ბრძანებს რომ ჩვენ ყოველივეს მივიღებთ , თუ რწმენით ვითხოვთ ! მაშასადამე ეს ჭეშმარიტებაა და მისი გაგება გადატანითი მნიშვნელობით შეუძლებელია! თუ შენს ლოცვაზე პასუხი არ მოდის, ესეიგი პრობლემა შენს რწმენაშია! რწმენა მოდის ქრისტეს შესახებ სიტყვისაგან და ეს სიტყვა ბიბლიაშია, ამიტომ თუ ხშირად იკითხავს ბიბლიას , გაიგებ ღმერთის ნებას და შესაბამისად რწმენაც ჩაისახება შენში. ეს რწმენა კი დაგეხმარება რომ ლოცვით მიმართო ღმერთს და მიიღო მისგან ყოველივე, მაგრამ როცა შენ გეცოდინება ღმერთის ნება, მაშინ შენ უკვე სწორად სთხოვ ღმერთს და არა ეგოისტურად_ მაგალითად ღმერთო მომეცი ფული და სიმდიდრე, ეს არ არის რწმენისმიერი სათხოვარი. სოლომონი უფალს სთხოვს სიბრძნეს და უფალიც აძლევს ამას, და იქვე აღნიშნავს რომ სოლომონი მოიქცა სწორად როცა სიმდიდრე არ ითხოვა! მაგრამ უფალი სიმდიდრითაც ასაჩუქრებს მას. ესეიგი რწმენით რომ ილოცო საჭიროა ჯერ გაიგო ღმრთის ნება; იაკობ მოციქული გვამცნებს რომ მეეჭველი კაცი არამდგრადია და ასეთს ნურც კი ჰგონია რომ რაიმეს მიიღებს ღვთისგან! როცა რაიმეს ითხოვ ღმრთისგან, ნუ დაივიწყებ იმას რაც ითხოვე , არამედ უკვე მაშინ ირწმუნე რომ მიიღე ის რაც ითხოვე და აი მაშინ გექნება ის რაც ითხოვე, ანუ საქმე იმაშია რომ რასაც ითხოვ ის უკვე შენია და უკვე შესრულებულია შენი სათხოვარი_აი ეს უნდა გწამდეს ამაზე საუბრობს უფალი smile.gif . რაც შეეხება ქრისტე იესოს სახელს ეს არის ერთადერთი სახელი რაც ღმერთმა მოგვცა ჩვენ გადასარჩენად, იგი არის შუამდგომელი ღმერთის წინაშე. ჩვენი ლოცვა მიდის ქრისტესთან ღმერთში ქრისტე ისმენს და პატიობს , ის ისმენს ჩვენს ლოცვებს და ღმერთთან შუამდგომლობს ჩვენთვის ცოდვათა მისატევებლად, იგი ეუბნება ღმერთს შენზე _ ვაპატიოთ? შევუსრულოთ თხოვნა? იგი არის ქომაგი ჩვენი, ის ჩვენი გულშემატკივარია , რადგან მან განიცადა ის ტკივილები რასაც შენ განიცდი დღეს. smile.gif ალბათ ცოტათი დაგეხმარე ხომ? smile.gif მადლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th July 2025 - 04:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი