პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქი |
თათარაშვილი |
Dec 13 2007, 10:42 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
სულ რამოდენიმე წუთის წინ ხელში ჩამივარდა წიგნი "პატრიარქი" ის ონლაინ ვერსია და მინდა თქვენც შემოგთავაზოთ ჩამოტვირთეთ წიგნი - "პატრიარქი" ჩამოტვირთეთ პროგრამა foxit reader (დაგჭირდებათ წიგნის გასახსნელად) |
A.V.M |
Apr 13 2013, 12:59 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია მეორე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოსნაირი ქვეყანა და ხალხი არც ყოფილა და არც იქნება
23:32 12-04-2013 კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოსნაირი არც ყოფილა და არც იქნება, არც ქვეყანა და არც ხალხი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძრის მოლოცვის შემდეგ განაცხადა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა და მათ მცირე ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა მადლობა შესწირა უფალს და მრევლს მისთვის ლოცვებისათვის. მან მრევლს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმყოფებოდა ფინეთში, შეხვდა ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს და იქ მცხოვრებ ქართველებს. "თქვენი ლოცვებითა და ღვთის დიდი წყალობით მშვიდობით დავბრუნდით სახლში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ასევე, მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში ჩემი წასვლა ასეთი დიდი ხნით არ შეიძლება. ძალიან მომენატრეთ. გერმანიაში ყოფნის დროს ერთ-ერთმა ქალიშვილმა მითხრა: ისე მიყვარხართ, როგორც საქართველო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოსნაირი არც ყოფილა და არც იქნება არც ქვეყანა და არც ხალხი. მადლობა თქვენ ლოცვებისთვის", - აღნიშნა უწმინდესმა ქადაგებისას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ფინეთიდან საქართველოში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა. ილია მეორე აეროპორტიდან პირდაპირ ყოვლადწმინდა სამების ტაძრისკენ გაემართა, ტაძარი მოილოცა და იქ შეკრებილები დალოცა. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...arc-iqneba.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი