IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფილიპელთა 2:6, ზუსტი თარგმანი
Otherguy
პოსტი Apr 12 2013, 03:23 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



მოგესალმებით ყველას.

ქართულ თარგმანში ეს მუხლი საკმაოდ უხეში უზუსტობით არის თარგმნილი, რაც მთარგმნელს ჩემი აზრით არ ეპატიება.

http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agt...filipelta-2.htm

"6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა."

ბერძნული სიტყვა "მორფე", რომელიც "ხატად" ითარგმნება, სინამდვილეში ნიშნავს "ფორმა"-ს.

ანუ ეგ მუხლი ამბობს, რომ იესო იყო არა ღვთის ხატი, არამედ ღვთის ფორმის. ფორმა კი არაფერია თუ არა ბუნება, რადგან ღმერთს ფორმა არ აქვს. პავლე მოციქული ამბობს, რომ იესოს აქვს სრული ღვთაებრივი ბუნება. ეს დასტურდება იმაშიც, რომ მან მიიღო ადამიანის ბუნება(ფორმა).

ქართული თარგმანი კი სრულიად უგულისყუროდ თარგმნის "მორფე"-ს როგორც "ხატი". სინამდვილეში "ხატი" არის ბერძნულად "ეიკონ".

იგივე შეცდომას უშვებს გიორგი მთაწმინდელიც:

6. რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა,

ეგ სიტყვა არ ნიშნავს ხატს. მაგრამ რატომღაც ძალიან ბევრი შეცდომა იპარება ამ ქართულ თარგმანებში...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Apr 13 2013, 07:17 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

ციტატა
პ.ს. ქართული თარგმანების დაცვა არ გეკადრება იმ სამარცხვინო სიტყვის "ეშმაკეული"-ს მერე. წმ. იაონე ოქროპირი ამბობს: "ნახეთ როგორ შეაქო პავლე მოციქულმა ათენელები, მერე რა რომ წარმართები იყვნენ"-ო. ამ დროს კი მთაწმინდელი წერს, რომ პავლე მოციქულმა ეშმაკეულები უწოდა ათენელებს...


ქართულ თარგმანებს ჩემი დაცვა არ ჭირდება, ისინი თავის თავს თვითონ იცავენ.

მათ გასაგებად სულ მინიმუმ ძველ ქართულ ტექსტებთან ახლო ურთიერთობაა საჭირო, რაც შენ არ გაქვს და გგონია, რომ ბრძნულ დასკვნებს აკეთებ.

ძალიან მიჭირს, ხოლმე შენთან გამოხმაურება, მრავალჯერ მითქვამს, რომ შენ ზედაპირულად უყურებ ყველაფერს და გგონია, რომ აღმოჩენებს აკეთებ, სინამდვილეში კი ეს ე.წ. აღმოჩენები სულაც არ არის აღმოჩენა (ამის მრავალი შემთხვევაა).

ციტატა
"მორფე" ნიშნავს ფორმას, ბუნებას და არა ხატს. ხატი არის ხილული წარმოჩინება უხილავისა. უხილავი ხატი არსებობს? იესო განკაცებამდე ვერ იქნებოდა ხილული ხატი უხილავი ღმერთის. მას ჰქონდა ღვთაებრივი ფორმა, ანუ ღვთაებრივი ბუნება.


ციტატა
ჯერ შენ უნდა წაიკითხო და აზრს ჩაწვდე, სანამ სხვას მოუწოდებ კითხვისაკენ. მე ვთქვი, რომ სიტყვა თარგმნილია არასწორედ. მარტო ქართული თარგმანები წერენ მაგ მუხლში სიტყვა "ხატი"-ს. მარტო ქართველები ვართ მართლები ესეიგი?


წაკითხული მაქვს და აზრსაც ჩავწვდი. ქართულ ტერმინოლოგიაზე საუბრობ, საერთოდ არ იცნობ ქართულ საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიას. არავინ არ ამტკიცებს, რომ ქართველები ყველაზე მაგრები ვართ, ეს რა შუაშია. მაგრამ ვსაუბრობთ ქართულ ტერმინოლოგიაზე და ამისთვის საჭიროა იმის ცოდნა თუ როგორ თარგმნიდნენ ამა თუ იმ ბერძნულ სიტყვას ქართულად.

სურათი კი ამგვარია, რომ სამ ბერძნულ სიტყვას: მორფე, ხარაკტერ და ეიკონ ერთი შესატყვისით თარგმნიდნენ, ეს შესატყვისი კი იყო ხატი.

მაგრამ ყველა შემთხვევაში ამ ხატს ერთი და იგივე მნიშვნელობა არ ქონდა და ის ერთ შემთხვევაში არსობრივი გაგებისა იყო, მეორე შემთხვევაში ჰიპოსტასური, მესამე შემთხვევაში კი ან ჰიპოსტასური, ან არსობრივი (გარკვევა კონტექსტის მიხეედვით ხდებოდა).

მოკლედ თუკი ბერძნულ ტექსტში იყო ტერმინი "მორფე", ქართული შესატყვისი "ხატი" არსობრივი გაგებისა იყო და არის.

რაც შეეხება "ხარაკტერ"-ს და მის ქართულ შესატყვის "ხატს" ის ჰიპოსტასური ტერმინია.

მესამე მათგანი "ეიკონ" ზოგ კონტექსტში არსობრივი მნიშვნელობისაა ზოგ კონტექსტში კი - მხოლოდ ჰიპოსტასური მნიშვნელობისაა.

მითითებულ მუხლში, სადაც გამოყენებულია ტერმინი "მორფე", მისი ქართული შესატყვისი ხატი სწორედ ბუნებას გულისხმობს.

არა მხოლოდ სახარებისეულ თარგმანში, უამრავ ქართულ თარგმანში ტერმინი მორფე ასევე უამრავ შემთხვევაში ითარგმნება როგორც ხატი და ის არსობრივი ტერმინია.

შენეული ვიწრო დასკვნა არაფრის მომცემია და სამარცხვინოდაც კი მიმაჩნია ამის ფონზე გააკრიტიკო ქართული მთარგმნელობითი ტრადიცია (მითუმეტეს საერთოდ არ გქონია შეხება).

ეხლა ვნახოთ სხვა ქართველი მთარგმნელები (დიალექტიკიდან)

წმ. ეფრემ მცირის თარგმანი:

"წმიდათა მამათა ზოგადასა და მრავალთა ზედა განფენილსა სათქუმელსა... არსება და ბუნება და ხატება (μορφή) სახელსდვეს".

იმავე ტექსტის წმ. არსენისეული თარგმანი:

"... არსებად და ბუნებად და ხატოვნებად (μορφή) უწოდეს"


ნათლად ჩანს, რომ ქართული ხატი, შესატყვისი ბერძნულ "მორფეს" აღნიშნავს ბუნებას (იმედია იმის მტკიცებას არ დაიწყებ, რომ ყველა ქართველი მთარგმნელი გაგიჟდა).

კვლავ მიგითითებ ამ სტატიას, წაიკითხე და უაზრო დასკვნები შემდგომ გამოიტანე. უბრალოდ მართლა არაზნეობრივია, როდესაც რაღაცაზე წარმოდგენა არ გაქვს და აკრიტიკებ.

http://library.church.ge/index.php?option=...emid=69&lang=en


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Otherguy   ფილიპელთა 2:6   Apr 12 2013, 03:23 PM
აკაკი   უცხოურ თარგმანებშ...   Apr 12 2013, 04:37 PM
Otherguy   უცხოურ თარგმანებშ...   Apr 12 2013, 06:32 PM
esre ars cheshmariteba   თანამედროვე ყველა...   Apr 12 2013, 09:29 PM
A.V.M   Otherguy ამ საკთხზე- ,,მო...   Apr 12 2013, 10:50 PM
Otherguy   Otherguy ამ საკთხზე- ,,მო...   Apr 13 2013, 12:08 PM
esre ars cheshmariteba   აქ თარგმანზეა საქ...   Apr 14 2013, 10:26 PM
afxazi   Otherguy ახალი აღმოჩენა...   Apr 13 2013, 01:11 PM
Otherguy   Otherguy ახალი აღმოჩენ...   Apr 13 2013, 04:08 PM
afxazi   Otherguy ქართულ თარგმა...   Apr 13 2013, 07:17 PM
Otherguy   afxazi კაი ეს გასაგები...   Apr 13 2013, 07:40 PM
A.V.M   Otherguy ეს უკვე სხვა სა...   Apr 13 2013, 10:27 PM
Otherguy   Otherguy ეს უკვე სხვა სა...   Apr 14 2013, 09:40 AM
A.V.M   Otherguy ვიღაცა ამას და...   Apr 14 2013, 02:15 PM
აკაკი   RE: ფილიპელთა 2:6   Apr 14 2013, 04:35 PM
afxazi   Otherguy უსუსური პასუხ...   Apr 14 2013, 07:05 PM
აკაკი   afxazi რას ამბობ, არაფე...   Apr 14 2013, 07:18 PM
afxazi   აკაკი ეს ჩანაცვლე...   Apr 14 2013, 07:23 PM
აკაკი   afxazi უფრო სწორად, აღდ...   Apr 14 2013, 07:30 PM
afxazi   აკაკი ეს უკვე სხვ...   Apr 14 2013, 07:38 PM
აკაკი   afxazi მადლობა. აგრესი...   Apr 14 2013, 07:41 PM
A.V.M   afxazi :მპუა3: :მპუა3:   Apr 14 2013, 11:47 PM
Otherguy   afxazi საქმე იმაშია, რო...   Apr 16 2013, 08:31 AM
esre ars cheshmariteba   afxazi საქმე იმაშია, რ...   Apr 17 2013, 12:20 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd September 2024 - 11:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience