ფილიპელთა 2:6, ზუსტი თარგმანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფილიპელთა 2:6, ზუსტი თარგმანი |
Otherguy |
Apr 12 2013, 03:23 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
მოგესალმებით ყველას.
ქართულ თარგმანში ეს მუხლი საკმაოდ უხეში უზუსტობით არის თარგმნილი, რაც მთარგმნელს ჩემი აზრით არ ეპატიება. http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agt...filipelta-2.htm "6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა." ბერძნული სიტყვა "მორფე", რომელიც "ხატად" ითარგმნება, სინამდვილეში ნიშნავს "ფორმა"-ს. ანუ ეგ მუხლი ამბობს, რომ იესო იყო არა ღვთის ხატი, არამედ ღვთის ფორმის. ფორმა კი არაფერია თუ არა ბუნება, რადგან ღმერთს ფორმა არ აქვს. პავლე მოციქული ამბობს, რომ იესოს აქვს სრული ღვთაებრივი ბუნება. ეს დასტურდება იმაშიც, რომ მან მიიღო ადამიანის ბუნება(ფორმა). ქართული თარგმანი კი სრულიად უგულისყუროდ თარგმნის "მორფე"-ს როგორც "ხატი". სინამდვილეში "ხატი" არის ბერძნულად "ეიკონ". იგივე შეცდომას უშვებს გიორგი მთაწმინდელიც: 6. რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა, ეგ სიტყვა არ ნიშნავს ხატს. მაგრამ რატომღაც ძალიან ბევრი შეცდომა იპარება ამ ქართულ თარგმანებში... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
A.V.M |
Apr 13 2013, 10:27 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
Otherguy
ციტატა კაი ეს გასაგებია. ეხლა გავიგე რასაც ამბობ. მაშინ ასე ვთქვათ - რატომ თარგმნით ბიბლიას ისე, რომ მარტო მღვდელს შეეძლოს გაგება? არ შეიძლება უბრალო ხალხი როცა წაიკითხავს ბიბლიას, გაიგოს? "ხატს" თანამედროვე ქართულში მარტო ერთი მნიშვნელობა აქვს. მაშინ რაღა საჭიროა ბიბლიის გამოცემა თანამედროვე ქართულზე? დატოვეთ მთაწმინდელის თარგმანი და ყველამ ის იკითხოს. ეს უკვე სხვა საკითხი და სხვა თემაა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Otherguy |
Apr 14 2013, 09:40 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
Otherguy ეს უკვე სხვა საკითხი და სხვა თემაა... მთლად სხვა თემა არაა. ძველ ქართულში თუ ცხენს ეძახდნენ იხვს, არ შეიძლება, რომ ახალ ქართულში იხვის მაგივრად ცხენი დავწეროთ. გასაგებია, რომ გინდათ ხალხი მღვდლებზე იყოს ჩამოკიდებული, მაგრამ მაშინ ახალი ქართულით თარგმნის იდეას საერთოდ ვერ ვხვდები. შეეძლო მთარგმნელს დაეწერა: "მიუხედავად იმისა, რომ ღვთაებრივი ბუნების იყო... თავი დაიმცრო და ადამიანის ბუნება შეიმოსა." პ.ს. ისე, აფხაზი როცა მართალია როგორ გამბედავად იცინის ხოლმე. ერთი "ეშმაკეულ"-ს ვერ მოუხერხა ვერაფერი. საკმაოდ უხეში შეცდომაა. თუმცა მაგ შეცდომა საზღვარგარეთაც ბევრმა დაუშვა. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი