პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Apr 14 2013, 03:09 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია II - როცა ადამიანი უცხოეთში საცხოვრებლად წასვლას წყვეტს, უნდა ახსოვდეს, რომ მისი შთამომავლობა მოისპობა
ადამიანი მტკიცედ უნდა იდგეს ეროვნულ ნიადაგზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მცირე ხნით წასვლა უცხოეთში, - ამის შესახებ სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა ფინეთში მისი მოგზაურობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ იქ მრავალ ქართველს შეხვდა, მათ შორის ორი-სამი წლის წასულებს საქართველოდან, რომელთა შვილებმაც ქართული ენა არ იციან. "ისინი სწავლობენ უცხო ენაზე და რა ეშველებათ მომავალში, ღმერთმა იცის. როცა ადამიანი წყვეტს წავიდეს საცხოვრებლად უცხოეთში, უნდა ახსოვდეს, რომ მისი შთამომავლობა მოისპობა. მე არაფერს ვამბობ სასწავლებად წასვლაზე. ქართველმა ადამიანმა უნდა ისწავლოს უცხოეთში, თუმცა, როდესაც საცხოვრებლად მიდიხარ, ადგილობრივი მოსახლეობა შთანთქავს შენს ისტორიასა და კულტურას. ადამიანი მტკიცედ უნდა იდგეს ეროვნულ ნიადაგზე. უნდა იცნობდეს ქართულ ისტორიას, კულტურას და ამის შემდეგ შეიძლება წასვლა უცხოეთში, ისიც მცირე ხნით", - ბრძანა უწმინდესმა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, უცხოეთში ბავშვების გაგზავნით მშობლები შვილებს მძიმე მდგომარეობაში აგდებენ, რადგან მათ საკუთარი კულტურისა და ისტორიის შესახებ ბევრი არაფერი იციან, საზღვარგარეთ კი ქართულ ენას კარგავენ. "უცხოეთში ხშირად მინახავს ქართველები. მაგალითად თურქეთში ერთხელ ვკითხე ერთ ახალგაზრდას – "თქვენ ქართველი ხართ?", მიპასუხა "არა, თურქი ვარ". ჩემი მამა, დედა, წინაპრები ქართველები იყვნენ, მაგრამ მე აღზრდილი ვარ ადგილობრივ სასწავლებელში და შესაბამისად თურქი ვარო. ეს გარდაუვალია ყველასთვის", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა გაიხსენა საქართველოდან საფრანგეთში "მენშევიკების" დროს წასული პირველი ემიგრაცია და აღნიშნა, რომ მათი შთამომავლობიდან ქართული ენა თითქმის აღარავინ იცის. "მათი შვილები დაქორწინებული არიან ადგილობრივებზე და მშობლიური ენა აღარ იციან. ამიტომ ღრმად უნდა შევხედოთ ამ საკითხს. ქართული ენა უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს. ქუჩებში, მაღაზიებსა თუ სხვა დაწესებულებებზე ხშირად გვხვდება წარწერები არა ქართულ, არამედ უცხო ენაზე. შევთხოვ უფალს, მოგვცეს სიბრძნე, რომ ვიცოდეთ ქართული ენის ძალა და მნიშვნელობა ჩვენს დღევანდელ ცხოვრებასა და მომავალში", - ბრძანა უწმინდესმა. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/75776-ili...l#ixzz2QR1NUcIg -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი