IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფილიპელთა 2:6, ზუსტი თარგმანი
Otherguy
პოსტი Apr 12 2013, 03:23 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



მოგესალმებით ყველას.

ქართულ თარგმანში ეს მუხლი საკმაოდ უხეში უზუსტობით არის თარგმნილი, რაც მთარგმნელს ჩემი აზრით არ ეპატიება.

http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agt...filipelta-2.htm

"6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა."

ბერძნული სიტყვა "მორფე", რომელიც "ხატად" ითარგმნება, სინამდვილეში ნიშნავს "ფორმა"-ს.

ანუ ეგ მუხლი ამბობს, რომ იესო იყო არა ღვთის ხატი, არამედ ღვთის ფორმის. ფორმა კი არაფერია თუ არა ბუნება, რადგან ღმერთს ფორმა არ აქვს. პავლე მოციქული ამბობს, რომ იესოს აქვს სრული ღვთაებრივი ბუნება. ეს დასტურდება იმაშიც, რომ მან მიიღო ადამიანის ბუნება(ფორმა).

ქართული თარგმანი კი სრულიად უგულისყუროდ თარგმნის "მორფე"-ს როგორც "ხატი". სინამდვილეში "ხატი" არის ბერძნულად "ეიკონ".

იგივე შეცდომას უშვებს გიორგი მთაწმინდელიც:

6. რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა,

ეგ სიტყვა არ ნიშნავს ხატს. მაგრამ რატომღაც ძალიან ბევრი შეცდომა იპარება ამ ქართულ თარგმანებში...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Apr 14 2013, 07:05 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

ციტატა
კაი ეს გასაგებია. ეხლა გავიგე რასაც ამბობ. მაშინ ასე ვთქვათ - რატომ თარგმნით ბიბლიას ისე, რომ მარტო მღვდელს შეეძლოს გაგება? არ შეიძლება უბრალო ხალხი როცა წაიკითხავს ბიბლიას, გაიგოს? "ხატს" თანამედროვე ქართულში მარტო ერთი მნიშვნელობა აქვს.

მაშინ რაღა საჭიროა ბიბლიის გამოცემა თანამედროვე ქართულზე? დატოვეთ მთაწმინდელის თარგმანი და ყველამ ის იკითხოს.


უსუსური პასუხი გამოგივიდა. თუკი თანამედროვე თარგმანი არ მოგწონს გიორგი მთაწმინდელი რა შუაშია, რომელსაც რატომღაც არ წყალობ და შანს არ უშვებ, რომ აუგად არ მოიხსენიო (ყოვლად ურცხვად).

მოკლედ ამაზე აღარ ვსაუბრობ, რადგან როგორც გინდა ისე ჭრი და კერავ.

რაც შეეხება ეშმაკეულს, ძალიან მარტივია ყველაფერი:

"მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ძმანო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ" (საქმე. 17.22).

შესაბამისი ბერძნული ორიგინალი ამგვარია:

Σταθεὶς δὲ [ὁ] Παῦλος ἐν μέσῳ τοῦ Ἀρείου Πάγου ἔφη· ἄνδρες Ἀθηναῖοι, κατὰ πάντα ὡς δεισιδαιμονεστέρους ὑμᾶς θεωρῶ.

როგორც ვხედავთ გიორგი მთაწმინდელისეულ თარგმანში გამოყენებული ტერმინი "მრჩობლეშმაკეული" არის თარგმანი ბერძნული სიტყვისა "დეისიდამონია".

ცოტა ზემოთ იგივე ტერმინი კიდევ არის დადასტურებული:

"რომელთამე ეპიკურელთა და სტოჲსა ფილოსოფოსთა სიტუა-ყვეს მის თანა, და რომელნიმე იტყოდეს: უცხოთა ეშმაკთა ჩანს მთხრობელ ესე. რამეთუ იესუს და აღდგომასა ახარებდა მათ" (საქმე 17.18)

ბერძნულად:

τινὲς δὲ καὶ τῶν Ἐπικουρείων καὶ Στοϊκῶν φιλοσόφων συνέβαλλον αὐτῷ, καί τινες ἔλεγον· τί ἂν θέλοι ὁ σπερμολόγος οὗτος λέγειν; οἱ δέ ξένων δαιμονίων δοκεῖ καταγγελεὺς εἶναι ὅτι τὸν Ἰησοῦν καὶ τὴν ἀνάστασιν εὐηγγελίζετο.

ანუ ოროვე ამ შემთხვევაში ტერმინი "ეშმაკი" არის თარგმანი ბერძნული სიტყვისა δαιμονίων.

ამის ფონზე ცხადია ხდება ის ეს ერთი შეხედვით გაურკვევლობა ძველ და თანამედროვე ქართულ თარგმანებს შორის. პავლე მოციქულმა, როდესაც ის ათენელებს ესაუბრებოდა, ცხადია, რომ დაელაპარაკებოდა მათ მათთვის ნაცნობი ტერმინოლოგიით. ეს ბუნებრივია, რადგან მის წინაშე იდგა ხალხი, რომლებიც ერთადერთ ჭეშმარიტებას ანტიკურ ფილოსოფიას თვლიდნენ და ამიტომ მოციქულისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი საუბარი აგებული ყოფილიყო მსმენელის ცოდნის შესაბამისად. და რამდენადაც ანტიკურ საზოგადოებაში ტერმინი "დაიმონია" ნიშნავდა ღმერთს (ჭეშმარიტების თვალსაზრისით ცხადია ეს "ღმერთი" ბოროტი ძალაა), ბუნებრივია, რომ მოციქულმა სწორედ ეს სიტყვა გამოიყენა საუბრისას და არა ვთქვათ "თეოს". და რამდენადაც ქრისტიანულ ხანაში ტერმინი "დაიმონია", რომელიც უთარგმნელდაც დამკვიდრდა "დემონის", "ეშმაკის" მნიშვნელობით თუ სახით, სრული უფლება ქონდა გიორგი მთაწმინდელს, რომ ტერმინი "დაიმონია" ქართულად გადმოეტანა როგორც "ეშმაკი".

ხოლო რაც შეეხება თანამედროვე შესატყვისს "ღვთისმოშიშება", ეს სრულაიდაც არ ნიშნავს იმას, რომ არეოპაგელთა "ღვთისმოშიშება" ჭეშმარიტი ღვთისმოშიშება იყო, არამედ ეს იყო უკეთური ღვთისმოშიშება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემთვის პირადად გაუგებარია პავლე მოციქულის სიტყვის ამგვარი თარგმანი (თუკი მასში არ ჩავდებთ უკეთურების წინაშე მოშიშებას) იმის ფონზე, რომ ქადაგების დასასრულს მხოლოდ ორი ადამიანი მოექცა ქრისტიანობაზე. თუკი პავლე მოციქული აქებდა მათ ღვთიმოშიშებას და უწოდებდა ამ ღვთისმოშიშებას ჭეშმარიტს, მაშინ მრავალი უნდა მოქცეულიყო. შესაბამისად ცხადია, რომ პავლე მოციქულმა ერთგვარი დიპლომატიური ენა გამოიყენა და მიმართა არეოპაგელებს მათთვის გასაგებ ენაზე, გამოიყენა მათთვის ნაცნობი ტერმინები და გამონათქვამები, რომ მაქსიმალურად გასაგებ ენაზე მიეტანა მათთან ჭეშმარიტება.

ამიტომ არც "ეშმაკეულად" თარგმნაა შეცდომა, რადგან "დაიმონია" ახალ აღთქმაში დემონს ნიშნავს და არც "ღვთისმოშიშებაა" შეცდომა, რამდენადაც აქ უკვე ანტიკური გაგებაა შენარჩუნებული ამ სიტყვისა და ის ცრუ ღვთისმოშიშებას ნიშნავს და მეტს არაფერს.

აკაკი

უნდა მაპატიო, რაღაც დაეტაკა ჩემთან ფორუმს და შენი პოსტი წამეშალა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Otherguy   ფილიპელთა 2:6   Apr 12 2013, 03:23 PM
აკაკი   უცხოურ თარგმანებშ...   Apr 12 2013, 04:37 PM
Otherguy   უცხოურ თარგმანებშ...   Apr 12 2013, 06:32 PM
esre ars cheshmariteba   თანამედროვე ყველა...   Apr 12 2013, 09:29 PM
A.V.M   Otherguy ამ საკთხზე- ,,მო...   Apr 12 2013, 10:50 PM
Otherguy   Otherguy ამ საკთხზე- ,,მო...   Apr 13 2013, 12:08 PM
esre ars cheshmariteba   აქ თარგმანზეა საქ...   Apr 14 2013, 10:26 PM
afxazi   Otherguy ახალი აღმოჩენა...   Apr 13 2013, 01:11 PM
Otherguy   Otherguy ახალი აღმოჩენ...   Apr 13 2013, 04:08 PM
afxazi   Otherguy ქართულ თარგმა...   Apr 13 2013, 07:17 PM
Otherguy   afxazi კაი ეს გასაგები...   Apr 13 2013, 07:40 PM
A.V.M   Otherguy ეს უკვე სხვა სა...   Apr 13 2013, 10:27 PM
Otherguy   Otherguy ეს უკვე სხვა სა...   Apr 14 2013, 09:40 AM
A.V.M   Otherguy ვიღაცა ამას და...   Apr 14 2013, 02:15 PM
აკაკი   RE: ფილიპელთა 2:6   Apr 14 2013, 04:35 PM
afxazi   Otherguy უსუსური პასუხ...   Apr 14 2013, 07:05 PM
აკაკი   afxazi რას ამბობ, არაფე...   Apr 14 2013, 07:18 PM
afxazi   აკაკი ეს ჩანაცვლე...   Apr 14 2013, 07:23 PM
აკაკი   afxazi უფრო სწორად, აღდ...   Apr 14 2013, 07:30 PM
afxazi   აკაკი ეს უკვე სხვ...   Apr 14 2013, 07:38 PM
აკაკი   afxazi მადლობა. აგრესი...   Apr 14 2013, 07:41 PM
A.V.M   afxazi :მპუა3: :მპუა3:   Apr 14 2013, 11:47 PM
Otherguy   afxazi საქმე იმაშია, რო...   Apr 16 2013, 08:31 AM
esre ars cheshmariteba   afxazi საქმე იმაშია, რ...   Apr 17 2013, 12:20 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 03:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი