![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
მოგესალმებით ყველას.
ქართულ თარგმანში ეს მუხლი საკმაოდ უხეში უზუსტობით არის თარგმნილი, რაც მთარგმნელს ჩემი აზრით არ ეპატიება. http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agt...filipelta-2.htm "6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა." ბერძნული სიტყვა "მორფე", რომელიც "ხატად" ითარგმნება, სინამდვილეში ნიშნავს "ფორმა"-ს. ანუ ეგ მუხლი ამბობს, რომ იესო იყო არა ღვთის ხატი, არამედ ღვთის ფორმის. ფორმა კი არაფერია თუ არა ბუნება, რადგან ღმერთს ფორმა არ აქვს. პავლე მოციქული ამბობს, რომ იესოს აქვს სრული ღვთაებრივი ბუნება. ეს დასტურდება იმაშიც, რომ მან მიიღო ადამიანის ბუნება(ფორმა). ქართული თარგმანი კი სრულიად უგულისყუროდ თარგმნის "მორფე"-ს როგორც "ხატი". სინამდვილეში "ხატი" არის ბერძნულად "ეიკონ". იგივე შეცდომას უშვებს გიორგი მთაწმინდელიც: 6. რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა, ეგ სიტყვა არ ნიშნავს ხატს. მაგრამ რატომღაც ძალიან ბევრი შეცდომა იპარება ამ ქართულ თარგმანებში... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
აკაკი
ციტატა დღეს ნამდვილად უარყოფითი გაგება აქვს დემონს, მაგრამ პავლე მოციქულს დროს და ანტიკურობაში საერთოდ, დემონი ზოგადად სულს ნიშნავდა ხომ, რაღაც კეთილ სულს. ჩვენთვის, როგორც ქრისტიანებისთვის, მნიშვნელოვანია ნათქვამის აზრი, ამ მხრივ ნამდვილად საინტერესოა პავლე მოციქულის სიტყვა. მისი მეთოდი საუბრისა და მიმართვისა. ისევე, როგორც მაცხოვრის საუბრის მეთოდი. მისი დამოკიდებულება ადრესატის მიმართ. ძვ. ტექსტში თუ აღდგენაზე მიდგა საქმე (მე ამ კონკრეტულ ადგილს ვამბობ, სხვაზე არ ვიცი დეტალურად არაფერი) მემგონი ჯობია აღდგეს, თუ ისე გაკეთდეს, როგორც ავტორმა თქვა, ძვ. ქართულში იმდენი სიტყვაა და ისეთი მოქნილი ენაა (უბრალო მაგ.: "ჴმითა ზეგარდამოსაქანელთა" - მთაწმინდელის. მართლა საოცარია), შეუძლებელია რომ რაიმე არ "გამოიჭედოს" მაინც. ეს უკვე სხვა საქმეა. მაგრამ მთაწმინდელისადმი გამოვლენილი უაზრო აგრესია აზრს მოკლებულია. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 08:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი