![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Molen |
![]()
პოსტი
#1
|
![]() გიორგი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 ![]() |
მოგესალმებით.
შეკითხვა მაქვს, მხოლოდ იმიტომ რომ მინდა სწორად მესმოდეს და რწმენა უფრო გავიძლიერო, რადგან ეს ის მომენტებია, როდესაც უფალი ყველაზე მოწყალე, ადამიანების გვერდით მყოფი, მუდმივად დამხმარე, ყოვლის მომცემი, მეგობარი, მამა და საერთოდან სიყვარულისა და სიძლიერის სიმბოლოა. მათე: 21:21. ...თუ გექნებათ რწმენა, აღარ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შეძლებთ რაც ლეღვის ხეს დაემართა, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანეთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე. 21:22. და ყველაფერი რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ. უფალი იესო, რის რწმენაზე საუბრობს? რწმენას საკუთარი თავისა და ღმერთისა? ანუ განსაცდელში მყოფი ადამიანი თუ დაიჯერებს და ირწმუნებს რომ მას ღმერთი მიეხმარება, იგი აუცილებლად გადარჩება? და ბოლოს და ბოლოს უფალმა ბრძანა, რწმენით მთაც კი აღმოიფხვრებაო. ანუ თუ უფალს ვირწმუნებთ და მის შემწეობას დავიჯერებთ მართლაც შეძლებს ადამიანი უფლის ნებითა და ძალით ბუნებაზე კონტროლს? და რწმენით თხოვნა ნიშნავს იმას, რომ შენ ეს გულით გსურს და გულით გჯერა რომ მას უფალი მოგცემს? იოანე: 16:23. ...ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგეცემათ თქვენ. 16:24. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვებთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული. რას ნიშნავს ეს? ანუ თხოვნით მიმართვა უფლისადმი იესოს სახელით უნდა მოხდეს? მაგალითად "ღმერთო, იესო ქრისტეს სახელით გთხოვ რწმენასა და შემწეობას"? და იესო ხომ უფალია თვითონ? თუ ზემოთ თქმული ნიშნავდა და რომ მე მომმართეთ თხოვნითო? -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
![]() ![]() |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
მოგესალმებით. შეკითხვა მაქვს, მხოლოდ იმიტომ რომ მინდა სწორად მესმოდეს და რწმენა უფრო გავიძლიერო, რადგან ეს ის მომენტებია, როდესაც უფალი ყველაზე მოწყალე, ადამიანების გვერდით მყოფი, მუდმივად დამხმარე, ყოვლის მომცემი, მეგობარი, მამა და საერთოდან სიყვარულისა და სიძლიერის სიმბოლოა. მათე: 21:21. ...თუ გექნებათ რწმენა, აღარ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შეძლებთ რაც ლეღვის ხეს დაემართა, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანეთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე. 21:22. და ყველაფერი რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ. უფალი იესო, რის რწმენაზე საუბრობს? რწმენას საკუთარი თავისა და ღმერთისა? ანუ განსაცდელში მყოფი ადამიანი თუ დაიჯერებს და ირწმუნებს რომ მას ღმერთი მიეხმარება, იგი აუცილებლად გადარჩება? და ბოლოს და ბოლოს უფალმა ბრძანა, რწმენით მთაც კი აღმოიფხვრებაო. ანუ თუ უფალს ვირწმუნებთ და მის შემწეობას დავიჯერებთ მართლაც შეძლებს ადამიანი უფლის ნებითა და ძალით ბუნებაზე კონტროლს? და რწმენით თხოვნა ნიშნავს იმას, რომ შენ ეს გულით გსურს და გულით გჯერა რომ მას უფალი მოგცემს? იოანე: 16:23. ...ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგეცემათ თქვენ. 16:24. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვებთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული. რას ნიშნავს ეს? ანუ თხოვნით მიმართვა უფლისადმი იესოს სახელით უნდა მოხდეს? მაგალითად "ღმერთო, იესო ქრისტეს სახელით გთხოვ რწმენასა და შემწეობას"? და იესო ხომ უფალია თვითონ? თუ ზემოთ თქმული ნიშნავდა და რომ მე მომმართეთ თხოვნითო? თუკი უფალი ბრძანებს რომ ჩვენ ყოველივეს მივიღებთ , თუ რწმენით ვითხოვთ ! მაშასადამე ეს ჭეშმარიტებაა და მისი გაგება გადატანითი მნიშვნელობით შეუძლებელია! თუ შენს ლოცვაზე პასუხი არ მოდის, ესეიგი პრობლემა შენს რწმენაშია! რწმენა მოდის ქრისტეს შესახებ სიტყვისაგან და ეს სიტყვა ბიბლიაშია, ამიტომ თუ ხშირად იკითხავს ბიბლიას , გაიგებ ღმერთის ნებას და შესაბამისად რწმენაც ჩაისახება შენში. ეს რწმენა კი დაგეხმარება რომ ლოცვით მიმართო ღმერთს და მიიღო მისგან ყოველივე, მაგრამ როცა შენ გეცოდინება ღმერთის ნება, მაშინ შენ უკვე სწორად სთხოვ ღმერთს და არა ეგოისტურად_ მაგალითად ღმერთო მომეცი ფული და სიმდიდრე, ეს არ არის რწმენისმიერი სათხოვარი. სოლომონი უფალს სთხოვს სიბრძნეს და უფალიც აძლევს ამას, და იქვე აღნიშნავს რომ სოლომონი მოიქცა სწორად როცა სიმდიდრე არ ითხოვა! მაგრამ უფალი სიმდიდრითაც ასაჩუქრებს მას. ესეიგი რწმენით რომ ილოცო საჭიროა ჯერ გაიგო ღმრთის ნება; იაკობ მოციქული გვამცნებს რომ მეეჭველი კაცი არამდგრადია და ასეთს ნურც კი ჰგონია რომ რაიმეს მიიღებს ღვთისგან! როცა რაიმეს ითხოვ ღმრთისგან, ნუ დაივიწყებ იმას რაც ითხოვე , არამედ უკვე მაშინ ირწმუნე რომ მიიღე ის რაც ითხოვე და აი მაშინ გექნება ის რაც ითხოვე, ანუ საქმე იმაშია რომ რასაც ითხოვ ის უკვე შენია და უკვე შესრულებულია შენი სათხოვარი_აი ეს უნდა გწამდეს ამაზე საუბრობს უფალი ![]() ![]() ![]() |
G_saxva |
![]()
პოსტი
#3
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
რაც შეეხება ქრისტე იესოს სახელს ეს არის ერთადერთი სახელი რაც ღმერთმა მოგვცა ჩვენ გადასარჩენად, იგი არის შუამდგომელი ღმერთის წინაშე . ჩვენი ლოცვა მიდის ქრისტესთან ღმერთში ქრისტე ისმენს და პატიობს , ის ისმენს ჩვენს ლოცვებს და ღმერთთან შუამდგომლობს ჩვენთვის ცოდვათა მისატევებლად, იგი ეუბნება ღმერთს შენზე _ ვაპატიოთ ? შევუსრულოთ თხოვნა? იგი არის ქომაგი ჩვენი, ის ჩვენი გულშემატკივარია , რადგან მან განიცადა ის ტკივილები რასაც შენ განიცდი დღეს. ![]() უბრალოდ რომ ვთქვათ არასწორია. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#4
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#5
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
რატომ არის არასწორი 1) არგუმენტი დაასახელე ??? ![]() ![]() სიტყვა შუა მდგომელ ინიშანვს ორ საგანს ან არსებას შორის მყოფს. შენი ნათქვამით მაცხოვარი ჩვენსა და ღმერთს შორის დგას (მე ასე გავიგე ყოველ შემთხვევაში) რაც არ არის სწორე. იესო ქრისტე თავად ღმერთია და ჩვენსა და მას შუა თვითონ დგას? ![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#6
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
სიტყვა შუა მდგომელ ინიშანვს ორ საგანს ან არსებას შორის მყოფს. შენი ნათქვამით მაცხოვარი ჩვენსა და ღმერთს შორის დგას (მე ასე გავიგე ყოველ შემთხვევაში) რაც არ არის სწორე. იესო ქრისტე თავად ღმერთია და ჩვენსა და მას შუა თვითონ დგას? ![]() ესეიგი თავის თავთან თვითონვე შუამდგომლობს ქრისტე? რა სისულელეა! აბა ის ვინ არის ვინც წარდგა ღმრთის წინაშე? ებრაელთა 9;24 ვისთან მიიტანა მსხვერპლი ქრისტემ? თავის თავთან? ![]() ![]() G_saxva შმაგისთვის არაა ღმერთი იესო. მისთვის იესო არის ძე ღვთისა , მაგრამ არა ძე ღმერთი. შმაგი იესო ქრისტეს ღმერთად სცნობს! რაღაც ვერ გესმის კარგად ძმაო ჩემი. აბა ჩემ პოსტებს გადახედე ![]() ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 04:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი