![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
vaxushti13 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 ![]() |
მოდი ამ თემაში დავასახელოთ ისეთი ადამიანები რომლებიც არ უნდა გვეცოდებოდნენ, მარა მაინც გვეცოდებიან (ვიგულისხმოთ უკვე გარდაცვლილი ადამიანები და ძალიანაც ნუ ჩავუღრმავდებით რო ყველა "ბოროტი" ადამიანი უნდა გვეცოდებოდეს და ა.შ) მოვიყვანოთ არგუმენტები და კონტრარგუმენტები... თავისთავად მე დავიწყებ:
ვიცი არ უნდა მეცოდებოდეს მარა რატომღაც მეცოდება ხოლმე პილატე... ბავშობაში როცა იესო ქრისტეზე კინოს ვუყურებდი, ძირითადად აღდგომის წინა პერიოდში, ყოველთვის მეგონა რო პილატე იესოს გაათავისუფლებდა ![]() |
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ჯერ ერთი რატომ არ უნდა გვეცოდებოდნენ ? ისინი ადამიანები არ იყვნენ ? ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და პრინციპულად მიუღებელია რომ ვინმეს ცხონება არ გვინდოდეს , ანაც დაღუპული არ გვეცოდებოდეს . (და თუკი ეს ასე არ ხდება , მაშინ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე)
vaxushti13 ციტატა ვიცი არ უნდა მეცოდებოდეს მარა რატომღაც მეცოდება ხოლმე პილატე... ბავშობაში როცა იესო ქრისტეზე კინოს ვუყურებდი, ძირითადად აღდგომის წინა პერიოდში, ყოველთვის მეგონა რო პილატე იესოს გაათავისუფლებდა მან რამდენჯერმე მისცა ხალხს შანსი რო არ გაეწირათ იესო ქრისტე, ბოლოს უკვე თავს ძალა რომ არ იყო და ბრბომ ბარაბა გაათავისუფლა, თქვა კიდევაც პილატემ რომ მას(იესო ქრისტეს) ჯვარზე გასაცმელი ვერანაირი დანაშაული ვერ უპოვა და მე მის სიცოცხლესთან უბრალო ვარო(ნუ დაახლოებით მასეთი რაღაც) თქვენ ვის დაასახელებდით მასეთ ადამიანად ან ჩემ მიერ დასახელებულზე რა აზრის ხართ? სხვათა შორის არსებობს აპოკრიფული წიგნი - პილატეს მეუღლის - პროკლე ფუბილიასი , რომელიც მეგობარს წერს იესოს შესახებ და სიტუაციის ძირითადი ნაწილი მისი მეუღლისა და იესოს საუბარს ეთმობა . საკმაოდ მძაფრადაა გამოკვეთილი იქ პილატეს შინაგანი მდგომარეობა . დავძენ იმასაც რომ პილატეს ცხოვრების ბოლოზე 2 ცნობას წავაწყდი : 1- იგი დააპატმრეს და თავი მოიკლა 2-შეინანა და ქრისტიანობაზე მოექცა . Alterego ციტატა იუდა მეცოდება და კითხვაც მაქ იუდაზე, იესო ქრისტემ ხო იცოდა და ამბობდა საიდუმლო სერობაზეც რო თქვენგან ერთ ერთი გამცემსო ანუ ეს წინასწარ იცოდა ქრისტემ და იუდას როარ დაებეზღებია ქრისტე ჯვარცმაც არ მოხდებოდა და საერთოდ სხვა რამე მოხდებოდა, მაგრამ ეს იესო ქრისტემ იცოდა და ეს დაწერილი იყო რო ესე უნდა მომხდარიყო ანუ იუდა ისკარიოტელის ნება იყო ეს? თუ დაწერილი იყო რო ესე უნდა ყოფილიყო და იიესო ამბობდა ამას თავიდან მაშინ როგორაა საქმე? მოდი მე როგორც გავიგე შენი კითხვა ისე გპასუხებ , და თუ რამე არ მოგეწონება დააკონკრეტე და იმაზე გაგცემ პასუხს . დავიწყებ იმით რომ ქრისტემ , როგორც სრულმა ღმერთმა აუცილებლად იცოდა იუდა რომ გასცემდა მას . თუმცა როგორ ცდილობს იცი განზრახვაზე ხელი ააღებინოს ? თუ ჩავიღრმავდებით სერობის ეპიზოდს კარგად დავინახავთ ამას . უფრო მეტიც , როდესაც თავის ჩამოხრჩობას გადაწყვეტს თოკს გაწყვიტავს უფალი , მას ხომ არ სურს იუდას დაღუპვა . კიდევ ბევრ საქმეს მოიმოქმედებს ღმერთი , მაგრა იუდა ჯიუტად მიდის დაღუპვისკენ მეგობარო . გამახსენდა ის გამოთქმა , რომელი ათეისტებს მოყავთ ხოლმე ხშირად ჩვენ საწინააღმდეგოდ - ,,შეუძლია თუ არა ღმერთმა შექმნას ისეთი ქვა , რომელსაც ვერ აწევს ? '' რა თქმა უნდა შეუძლია .ეს ქვა ადამიანია . მაგალითად იუდა . უფალმა ყოველივე იონა , მაგრამ ვერ შეასმინა . ამის მეტი რომ გაეკეთებინა , უკვე იუდას თავისუფალ ნებაში ჩარევა გამოვიდდა , რასაც უფალი არ დაუშვებს . იოანე ოქროპირი წერს ძალიან კარგად იუდას გამცემლობის შესახებ . იუდამ იმიტომ კი არ გასცა იესო , რომ წერილი აღსრულებულიყო , არამედ იმიტომ რომ ანგარებას ყავდა შეპყრობილი . ჩვენ კი იუდას გამცემლობამ კი არა , ქრისტეს თავგანწირვამ და ღმერთის აცთმოყვარეობამ გვიხსნა . ხედავ განსხვავებას ხომ? რაც შეეხება იუდას პიროვნებას . სახარებიდანაც საკმაოდ მკაფიოდ შეგვიძლია მისი დანახვა , აგრეთვე არაერთი აპოკრიფიდან . მაგრამ ამჯერად მხოლოდ ნილოს მირონმდინარისაზე გეტყვი . აქ აღწერილია თუ როგორ კლავს მშობელს იუდა , როგორ მრუშობს , როგორ კლავს მისი საყვარლის ქმარს , ისიც მოთხრობილია , რომ ავაზაკი , რომელმაც არ შეინანა იუდას ძე იყო და.ა.შ მოკლედ საშინელი პიროვნება იყო იუდა , თუმცა საღმრთო სამოციქულოში , როდესაც მისი სიკვდილია აღწერილი , მაინც არ წერია , რომ იგი ჯოჯოხეთში მოხდა , არამედ ვკითხულობთ , რომ მან მიიღო მისი ადგილი . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 03:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი