სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
gio--->13 |
Aug 19 2010, 03:48 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
ძალიან საინტერესოა ეს საკითხი. დავწერეთ და სურათები დავდოთ ყველა სასულიერო პირის შესამოსელზე, დაწყებული პატრიარქიდან, დამთავრებული მნათეთი (არა სასულიერო, არამედ საერო პირი). ასევე წირვის დროს გამოყენებული ნივთები, ავღწეროთ თითოეულის დანიშნულება და გამოყენების დრო. მგონი საინტერესოა
დავიწყოთ. 1. შავი სამღვდელოება (ბერები, ეპისკოპოსები) - მარცხნივ. მარჯვნივ - თეთრი სამღვდელოება. მიმაგრებული სურათ(ებ)ი -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
gio--->13 |
Apr 17 2013, 08:18 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
ომოფორი — მღვდელმსახურის შესამოსელი. ეპისკოპოსი ბისონის ზემოდან მხრებზე ატარებს ომოფორს. ეს არის გრძელი, ფართო თასმებიანი შესამოსელი, რომელიც ჯვრებითაა დამშვენებული. იგი მხრებზე უკეთდება მღვდელმთავარს ისე, რომ ყელზე ეხვევა, ერთი ბოლო წინ ჩამოეშვება, მეორე კი - უკან. ომოფორი ბერძნული სიტყვაა და „სამხრეს“ ნიშნავს. მას მხოლოდ მღვდელმთავარი ატარებს. მის გარეშე ეპისკოპოსი, ისევე, როგორც მღვდელი ოლარის გარეშე, მსახურებას ვერ აღასრულებს. ომოფორი ეპისკოპოსს ახსნებს, რომ იგი უნდა ზრუნავდეს გზააბნეული სამწყსოს ცხონებისათვის, სახარებისეული მწყემსი კეთილის მსგავსად, რომელიც მოძებნის დაკარგულ ცხოვარს, საკუთარი მხრებით მიჰყავს იგი სახლში.
მცირე ომოფორი პანაღია — მღვდელმსახურის შესამოსელი. მკერდზე, ბისონის ზემოდან, ჯვრის გარდა, ეპისკოპოსს აქვს აგრეთვე პანაღია, რაც „ყოვლადწმიდას“ ნიშნავს. ეს არის პატარა მრგვალი ხატი მაცხოვრის ანდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, ფერადი ქვებით შემკული. როცა მღვდელმთავარი გულზე იკიდებს პანაღიას, ამბობს (დიაკვანი კითხულობს) შემდეგ ლოცვას: „გული წმინდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“ მეორე პანაღიის გაკეთების დროს: „აღმოსთქვას გულმან ჩემმან სიტყვაი კეთილი და მიუთხროს საქმენი ჩემნი მეუფესა. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“ -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი