![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Ochopintre 1 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 20-April 13 წევრი № 13,096 ![]() |
მაინტერესებს ქრისტიანული მოძღვრების დამოკიდებულება ადამიანის განვითარების ევოლუციის თეორიის შესხებ.
თუ ძველ აღთქმაში აღწერილ "პირველ ადამიანთა"(ადამის, ევას, კაენის, აბელისა და მათი შემდგომი შთამომავლობის) ცხოვრებისს წესს დავაკვირდებით ადვილი მისახვედრია, რომ ისინი პრიმატები არ იყვნენ, მათ შეეძლოთ აზროვნება და საუბარი, ანუ ბიბლიის მიხედვით უფალს თავიდანვე მოაზროვნე ადამიანი შეუქმნია. თუმცა სხვას ამტკიცებს ანთროპოლოგია. მრავალწლიანი არქელოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის ადამიანთა ნამარხები, რომელთა განვითარება დროსთან ერთად იზრდება. ანუ პირველყოფილი პალეონთროპებიდან ჰომოსაპიენსამდე. ხოლო ის პრიმატები, რომელთა ნამარხი რამდენიმე მილიონი წლით არის დათარირებული სრულიად განსხვავდება ბიბლიაში აღწერილ პირველი ადამიანებისაგან. ბუნებაში კი დევოლუცია დაუშვებელია. შეუძლებელია ადამიანი გარკვეული გონებრივი შესაძლებლობებით გაჩენილიყო და შემდეგ დევოლუცია განეცადა პრიმატებისკენ და შემდეგ ისევ ევოლუცია ჰომპასპიენსამდე. მაინტერესებს რატომაა ამ საკითხში ამხელა შეუსაბამობა რელიგიასა და მეცნიერებას შორის? |
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
Ochopintre 1
იმედია სხვა ნიკს აღარ გამოიყენებ . ახლა მივუბრუნდეთ შენს პოსტს. არსად არ გვეჩქარება . (მე ყოველშემთხვევაში) , და მოდი , ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილოთ ყველა საკითხი ხომ? ციტატა მაინტერესებს რატომაა ამ საკითხში ამხელა შეუსაბამობა რელიგიასა და მეცნიერებას შორის? მე ასე გეტყოდი - საერთოდ არ მაინტერესებს რატომაა შეუსაბამობა ამ საკითში . მე ვიცი ჭეშმარიტება . ჭეშმარიტება რომელიც ბიბლიურ მოძღვრებაშია და ამას ამტკიცებს არქეოლოგიური თუ სხვა სახის მეცნიერული გამოკვლევები. ისევე როგორც დარვინიზმის და ზოგადად ევოლუციონისტების კრახის არაერთი დამადასტურებელი არგუმენტის მოყვანა შეიძლება და მოყვანილა არაერთხელ. მაგრამ ეს ძალიან ზოგადი მსჯელობაა და შორს წაგვიყვანს. ამიტომ დავკონკრეტდეთ. მე ვიცავ და გამოვხატავ მართლმადიდებლურ სწავლებას . ხოდა , შენ მითხარი ახლა , კონკრეტულად რომელ მართლმადიდებლურ სწალებას არ ეთანხმები ამ (ან თუნდაც სხვა საკითხში) და იმაზე გაგცემ პასუხს. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Ochopintre 1 |
![]()
პოსტი
#3
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 20-April 13 წევრი № 13,096 ![]() |
მოდი პირველ რიგში გეტყვი, რომ მე არ ვარ მტერი მართმადიდებლური მოძღვრებისა და სარწმუნოების, პირიქით მე დიდად მივესალმები ამ ქრისტიანული რჯულის მორალს და ცხოვრების წესის ქადაგებას. მართმადიდებლური სწავლება მთლიანად შეესაბამება ადამიანის ქცევის მაღალ ეთიკურ და წმინდა მორალურ არსებობას, რომელიც რელიგიური სწავლების გარეშეც არსებობს სოციუმებში, თუმცა საკითხი დგას იმაში თუ რამდენად რეალურია ზოგიერთი ფაქტი რომელიც საღვთო რჯულშია მოხსენიებული და რომელსაც ბიბლია გადმოქვცემს. შეიძლება ამ ფაქტების უნებლიე რწმენა ადამიანებს არაფერ ცუდს არ უქადდის, თუმცა ჭეშმარიტებას მინც არაფერი ჯობია... შენ ამბობ, რომ არ გაინტერესებს რატომაა ჩემს მიერ ნახსენებ საკითხში შეუსაბამობა მეცნიერებასა და რელიგიას შორის და ფიქრობ, რომ ჭეშმარიტება ერთია. მოდი ჯერ ვისაუბროთ იმაზე თუ რა განსაზღვრასვ ადამიანების გონებაში ამა თუ იმ საღვთო კულტის ჩამოყალიბებასა და ზოგადად რწმენის გაჩენას. აქ მთავარი ის გარემო და სოციუმია, რომელშიც ადამიანი იბადება და შემდგომ ყალიბდება. ვერავინ იტყვის იმას, რომ მორწმუნეებს "სწამთ ობიექტურად", (ანუ ისინი გაეცნენ უამრავ სხვა რელიგიას და შემდეგ გამოიტანეს ობიექტური დასკვნა, რომ ამ რელიგიებს შორის ყველაზე ჭეშმარიტი ქრისტიანობაა) რა თქმა უნდა ეს ასე არ არის! მორწმუნეების 99% ხდება მორწმუნე მანამდე სანამ წერა კითხვას ისწავლის. ის ინათლება (ქრისტიანის შემთხვევაში) და იზრდება მორწმუნეების გარემოში, სადაც ყველა პატივს სცემს რწმენას და თვლიან, რომ ის ერთადერთი ჭეშმარიტებაა. თუმცა რეალური საფუძველი ამ ჭეშმარიტების დასადასტურებლად არ არსებობს. უდიდესი მეცნიერი ბერტრან რასელი ამბობს: "ადამიანთა უმრავლესობას იმიტომ სწამს ღმერთI, რომ მათ იმ რწმენას ჩასჩიჩინებენ ყრმობის წლებიდან და ეს არის მთავარი მიზეზი". უფრო მკაცრად განმარტავს ამ საკითხს მარქსამდელი ბურჟუაზიული სწავლება, რომლის მოყვანისაგან ახლა თავს შევიკავებ. რწმენა და რელიგია ეს ტრადიციის ნაწილია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. როგორც სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს გააჩნიათ ამბსოლიტურად ერთმანეთისაგან განსხვავებული ტრადიციები ისევე გააჩნიათ ერთმანეთისგან განსხვავებული რწმენა, და ყველა ამტკიცებს რომ მისი ღვთაებაა მხოლოდ ჭეშმრიტება, დანარჩენი სხვა კი მცდარი. მორწმუნეებს არ უყვართ კვლევა, "ღვთის რჯულთა განჩხრეკა", ისინი გაუაზრებლად ენდობიან საღვთო წიგნს (რომელში არსებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი უნიკალურია და სხვაგან არ მოიპოვება) სწორედ ამაშია პრობლემა, როცა შენ ამბობ, რომ " მე ვიცი ჭეშმარიტება . ჭეშმარიტება რომელიც ბიბლიურ მოძღვრებაშია და ამას ამტკიცებს არქეოლოგიური თუ სხვა სახის მეცნიერული გამოკვლევები.". და პირიქით! ამ მოძღვრებას სწორედაც რომ ეწინააღმდეგება არქეოლოგიაც, პალეონტოლოგიაც და ანთროპოლოგიაც ადამიანის წარმოშობის საკითხში. მე სწორედ ეს საკითხი დავაყენე. მარტვიად გავიმეორებ იგივეს:ძველ აღთქმის მიხედვით პირველი ადამიანები არ იყვნენ პრიმეტაები. ხოლო კითხვა შემდეგშია: მაშინ რა კატეგორიის ადამიანები იყვნენ , მეზონთროპები, პალონთროპები და მათი წინაპრები თუ პრიმატები არ არსებობდნენ და ღმერთმა პირველი ადამიანი გონებრივად განვითარებული შექმნა "თავის ხატად და სახად"? აქ არაფერია ზოგადი, საკითხი უაღრესად კონკრეტულია. ის, რომ ნებისმიერი სიცოცხლის ევოლუციური განვითარება უარყო უდიდესი შეცდომაა მეცნიერული კუთხით. უხსოვარი დროიდან იცვლება გარემო , იცვლება კლიმატი, ფლორა, ფაუნა, ჰაერის ქიმიური შემადგენლობა და შესაბამისად ყველა ცოცხალი არსება განიცდის ადაპტაციას(მათ შორის ადამიანიც, რასაც ადვილად ადასტურებს სხვადასხვა პერიოდით დათარიღებული ადამიანთა ნამარხების აღმოჩენა) რათა შეეგუოს იმ დროს მოცემულ ბუნებრივ პირობებს, და ამ ყველაფრის უარყოფა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიბლიაში სხვაგვარადაა საღ მსჯელობას მოკლებულია. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 01:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი