![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Ochopintre 1 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 20-April 13 წევრი № 13,096 ![]() |
მაინტერესებს ქრისტიანული მოძღვრების დამოკიდებულება ადამიანის განვითარების ევოლუციის თეორიის შესხებ.
თუ ძველ აღთქმაში აღწერილ "პირველ ადამიანთა"(ადამის, ევას, კაენის, აბელისა და მათი შემდგომი შთამომავლობის) ცხოვრებისს წესს დავაკვირდებით ადვილი მისახვედრია, რომ ისინი პრიმატები არ იყვნენ, მათ შეეძლოთ აზროვნება და საუბარი, ანუ ბიბლიის მიხედვით უფალს თავიდანვე მოაზროვნე ადამიანი შეუქმნია. თუმცა სხვას ამტკიცებს ანთროპოლოგია. მრავალწლიანი არქელოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის ადამიანთა ნამარხები, რომელთა განვითარება დროსთან ერთად იზრდება. ანუ პირველყოფილი პალეონთროპებიდან ჰომოსაპიენსამდე. ხოლო ის პრიმატები, რომელთა ნამარხი რამდენიმე მილიონი წლით არის დათარირებული სრულიად განსხვავდება ბიბლიაში აღწერილ პირველი ადამიანებისაგან. ბუნებაში კი დევოლუცია დაუშვებელია. შეუძლებელია ადამიანი გარკვეული გონებრივი შესაძლებლობებით გაჩენილიყო და შემდეგ დევოლუცია განეცადა პრიმატებისკენ და შემდეგ ისევ ევოლუცია ჰომპასპიენსამდე. მაინტერესებს რატომაა ამ საკითხში ამხელა შეუსაბამობა რელიგიასა და მეცნიერებას შორის? |
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
თხოვნა იქნება ფორუმელებთან , რომ პოსტი შუაზე არ გამაწყვეტინონ .
როდესაც სრულად გავცემ პასუხს , შემდეგ დაწერონ თავიანთი აზრი , რომ საუბარი უფრო ნათელი გამოვიდეს... Ochopintre 1 ციტატა მოდი პირველ რიგში გეტყვი, რომ მე არ ვარ მტერი მართმადიდებლური მოძღვრებისა და სარწმუნოების, პირიქით მე დიდად მივესალმები ამ ქრისტიანული რჯულის მორალს და ცხოვრების წესის ქადაგებას. რა თქმა უნდა... არც გამიფირებია სხვა ... ციტატა შეიძლება ამ ფაქტების უნებლიე რწმენა ადამიანებს არაფერ ცუდს არ უქადდის, თუმცა ჭეშმარიტებას მინც არაფერი ჯობია... გეთანხმები... ციტატა მოდი ჯერ ვისაუბროთ იმაზე თუ რა განსაზღვრასვ ადამიანების გონებაში ამა თუ იმ საღვთო კულტის ჩამოყალიბებასა და ზოგადად რწმენის გაჩენას. აქ მთავარი ის გარემო და სოციუმია, რომელშიც ადამიანი იბადება და შემდგომ ყალიბდება. ვერავინ იტყვის იმას, რომ მორწმუნეებს "სწამთ ობიექტურად", (ანუ ისინი გაეცნენ უამრავ სხვა რელიგიას და შემდეგ გამოიტანეს ობიექტური დასკვნა, რომ ამ რელიგიებს შორის ყველაზე ჭეშმარიტი ქრისტიანობაა) რა თქმა უნდა ეს ასე არ არის! მორწმუნეების 99% ხდება მორწმუნე მანამდე სანამ წერა კითხვას ისწავლის. ის ინათლება (ქრისტიანის შემთხვევაში) და იზრდება მორწმუნეების გარემოში, სადაც ყველა პატივს სცემს რწმენას და თვლიან, რომ ის ერთადერთი ჭეშმარიტებაა. თუმცა რეალური საფუძველი ამ ჭეშმარიტების დასადასტურებლად არ არსებობს. უდიდესი მეცნიერი ბერტრან რასელი ამბობს: "ადამიანთა უმრავლესობას იმიტომ სწამს ღმერთI, რომ მათ იმ რწმენას ჩასჩიჩინებენ ყრმობის წლებიდან და ეს არის მთავარი მიზეზი". უფრო მკაცრად განმარტავს ამ საკითხს მარქსამდელი ბურჟუაზიული სწავლება, რომლის მოყვანისაგან ახლა თავს შევიკავებ. რწმენა და რელიგია ეს ტრადიციის ნაწილია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. როგორც სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს გააჩნიათ ამბსოლიტურად ერთმანეთისაგან განსხვავებული ტრადიციები ისევე გააჩნიათ ერთმანეთისგან განსხვავებული რწმენა, და ყველა ამტკიცებს რომ მისი ღვთაებაა მხოლოდ ჭეშმრიტება, დანარჩენი სხვა კი მცდარი. მორწმუნეებს არ უყვართ კვლევა, "ღვთის რჯულთა განჩხრეკა", ისინი გაუაზრებლად ენდობიან საღვთო წიგნს (რომელში არსებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი უნიკალურია და სხვაგან არ მოიპოვება) სწორედ ამაშია პრობლემა, როცა შენ ამბობ, რომ " მე ვიცი ჭეშმარიტება ამ თემაში შენთან მხოლოდ ევოლუციაზე ვისაუბრენ და მეტზე არაფერზე. ამიტომ ამ ნაწილს შენი პოსტისას გავატარებ... ციტატა ჭეშმარიტება რომელიც ბიბლიურ მოძღვრებაშია და ამას ამტკიცებს არქეოლოგიური თუ სხვა სახის მეცნიერული გამოკვლევები.". და პირიქით! ამ მოძღვრებას სწორედაც რომ ეწინააღმდეგება არქეოლოგიაც, პალეონტოლოგიაც და ანთროპოლოგიაც ადამიანის წარმოშობის საკითხში. მოდი განვიხილოთ , ცალ-ცალკე თუ კრებსითად და ვნახოთ რა რას და როგორ ეწინააღმდეგება. ციტატა ძველ აღთქმის მიხედვით პირველი ადამიანები არ იყვნენ პრიმეტაები რა თქმა უნდა... ციტატა მაშინ რა კატეგორიის ადამიანები იყვნენ , მეზონთროპები, პალონთროპები და მათი წინაპრები თუ პრიმატები არ არსებობდნენ და ღმერთმა პირველი ადამიანი გონებრივად განვითარებული შექმნა "თავის ხატად და სახად"? დავიწყოთ საუბარი. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 02:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი