IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კითხვა ადამიანის ევოლუციის შესახებ
Ochopintre 1
პოსტი Apr 20 2013, 08:24 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 20-April 13
წევრი № 13,096



მაინტერესებს ქრისტიანული მოძღვრების დამოკიდებულება ადამიანის განვითარების ევოლუციის თეორიის შესხებ.
თუ ძველ აღთქმაში აღწერილ "პირველ ადამიანთა"(ადამის, ევას, კაენის, აბელისა და მათი შემდგომი შთამომავლობის)
ცხოვრებისს წესს დავაკვირდებით ადვილი მისახვედრია, რომ ისინი პრიმატები არ იყვნენ, მათ შეეძლოთ აზროვნება და საუბარი, ანუ ბიბლიის მიხედვით უფალს თავიდანვე მოაზროვნე ადამიანი შეუქმნია. თუმცა სხვას ამტკიცებს ანთროპოლოგია. მრავალწლიანი არქელოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის ადამიანთა ნამარხები, რომელთა განვითარება დროსთან ერთად იზრდება. ანუ პირველყოფილი პალეონთროპებიდან ჰომოსაპიენსამდე. ხოლო ის პრიმატები, რომელთა ნამარხი რამდენიმე მილიონი წლით არის დათარირებული სრულიად განსხვავდება ბიბლიაში აღწერილ პირველი ადამიანებისაგან. ბუნებაში კი დევოლუცია დაუშვებელია. შეუძლებელია ადამიანი გარკვეული გონებრივი შესაძლებლობებით გაჩენილიყო და შემდეგ დევოლუცია განეცადა პრიმატებისკენ და შემდეგ ისევ ევოლუცია ჰომპასპიენსამდე. მაინტერესებს რატომაა ამ საკითხში ამხელა შეუსაბამობა რელიგიასა და მეცნიერებას შორის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Apr 22 2013, 12:48 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ვნახოთ თუ რას ამტკიცებენ დარვინისტები . მათი აზრით , ადამიანსა და ადამიანის მსგავს მაიმუნს შორის გარდამავალი საფეხურის პირველი და სერიოზული რგოლია 1924 წ. ინდოეთში ნაპოვნი მაიმუნი - რამაპითეკი . რომელიც ,,ვითომ-ვითომ'' 9-14 მლნ. წლის წინათ ცხოვრობდა . შემდეგ უკვე ავსტრალიოპითეკი - 7-8 მლნ.წელი , დამარჯვე ადამიანი - homo habili s ე.წ. არქანტროფები . ევოლუციონისტები მიიჩნევენ , რომ ისინი homo erectus-ები , ანუ წელში გამართულნი იყვნენ . ამათი განვითარების ფორმები კია -პითეკანთროპები , სინანთროპები და ბოლო რგოლი - ნეანდრენტალები , რომლებსაც 50 - 30 ათასი წლის წინ მოყვა თანამედროვე კრომანიონელი - homo sapiens

დარვინისტები აღნიშნავენ , რომნეანდერტალელთა 2 ფორმა არსებობდა - 1- უხეში ფორმების , მდარე ცხოვრეის წესით და მეორე - დახვეწილი , უფრო სრულყოფილი და დღევანდელ ადამიანთან მეტად მიახლოებულ . ე.ი .
გამახსენე აბა რა არის ევოლუციური თეორიის ბაზისი ? რა და ის , რომ მილიონობით წლების განმავლობაში ხდება დაბალი მარტივი , ძველი ფორმების განვთარება , უფრო მაღაი , ჩამოყალიბებული და სრული ფრომებისკენ.
ხომაა ასე ჩემო ოჩოპინტრე?
მაგრამ ჰოი საოცრებავ .
ფაქიზი , დახვეწილი და სრული ნეანდრენტალი , ნალექების უფრო ქვედა შრეებში იქნა ნაპოვნი , ვიდრე უხეში , ძველი ფორმების ნეანდრენტალი?
რატომ? შეგიძლია ამიხსნა?

თან უყურე რა არის საინტერესო . ,,ბუნებრივი გადარჩევის კანონის საფუძველზე'' დაბალი განვითარების ფრომებს ცვლის მაღალი.
არის ასე?
მაგრამ მაშინ რას უნდა მივაწეროთ მეგობარო , რომ ნეანდრენტალები ცხოვრობდნენ არქანტროფებთან ერთად , არქანტროფები ავსტრალოპითეკებთან და ადამიანები კი ნეანდრენალებთან ერთად .

და კიდევ ერთი . არქანტროფები დამეთანხმები რომ შენი ,,დაცვის ქვეშ მყოფი'' თეორიის საფუძველზე ლამისაა და დღევანდელი ადამიანის უშუალო წინაპრები არიან . ისინი განვითარების ბევრად მაღალ დონეზე იმყოფებოდნენ , ვიდრე დღევანდელი - მაკაკა-გორილა - შიმპანზეები .
მაგრამ საინტერესოა რომ რამაპითეკები , ავსტრალოპითეკები , არქანტროფები , ნენადრენტალები და.ა.შ ყველანი დედიან-ბუდიანად ამოწყდნენ , პირისაგან მიწისა აღიგავენ და ეს დეგენერატი მაკაკა-გორილა - შიმპანზეები , რომლებიც განვითარებით მათზე ბვრად დაბალ დონეზე იმყოფებოდნენ , მშვენივრად ცხოვრობენ , კაის ჭმენ , კაის სვამენ და ბედნიერად ატარებენ ცხოვრებას .
სადაა დარვინის თეორიის სიმართლე დამანახე აბა აქ?

ახლა კიდევ ერთი რამე გამახსენე ჩემო ოჩოპინტრე.
homo erectus - ის ცნება პირველად ვის მიაწერეს? ვის და არქანტროფებს ხომ? მაგრამ ჰი საოცრება . თურმე 13-14 მლ.წლის წინ მცხოვრები რამაპითეკი უკვე წელში გამართული იყო .
ანუ რამაპითეკიდან არქანტროფამდე არის 10 მლნ.წელზე მეტი ხომ?ხოდა მთელი ამ ხნის მანძილზე , ამ წელში გამართულმა არსებებმა რატომ ვერ მოახერხეს ,,იარაღის მკეთებლებად'' გარდაქცევა , და შემდეგ სულ მცირე ხანში - ბუჰ . და გარდაისახენ ?
როგორ მოხდა შეგძლია მითხრა?
კიდევ ერთი გამახსენდა . ჩვენს ბედოვლათ ევოლუციონისტებს რომ კითხო , წელში მოხრილი მაიმუნის ფორმა არის გარდამავალი საფეხური მაიმუნსა და ადამიანს შორის . არის ასე ? კი .
მაგრა გორილები , შიმპანზეები , ორანგუტანგები და.ა.შ დღესაც წელშიმოხრილნი დადან . და რატო იცი? იმიტომ კი არა , რო გარდამავალ საფეხურზე მყოფებიან და ხვალ თ არა ზეგ (ჯანდაბას მა-ზეგ) ადამიანად გადაიქცევიან , არამედ იმიტომ რომ ჩემო ოჩო , ეს გარდამავალი მდგომარეობა კი არა , არამედ მისთვის დამახასიათებელი ფორმაა .

კიდევ ერთი .
დარვინისტებმა რაო მითხარი აბა? ვინ მაღწიაო უმაღლეს საფეხურსო ცხოველებიდან განვითარების პროცესშიო ? ვინ და გორილამ და შიმპანზემო .
ამ საწყალ ცხოველებს წლებია იკვლევენ და აკვირდებიან , მაგრამ მთელი ამ ხნის მანძილზე არა და არ ქნა . არ გადაიქცა ადამიანად . არ გადაიქცა კი არა , ვერც მიემსგავსა . რატომ ?
არ მითხრა დრო არ იყო საკმარისიო .
დალოცვილო , ნეანდრენტალელი და homo floresiensi თუ გარდაისახა სწრაფად და მარტივად , ამ საცოდამ ცხოველებს რა ჯანდაბა და დოზანა ეტაკათ ? რა დააშავეს ასეთი ? თუ მეცნიერებმა დააკლესმოვლა-პატრონობა ?


კიდვ ბევრის დაწერა შეიძლება ახლა , მაგრამ არ მინდაძალიან ბევრი საპასუხო დაგიგროვდეს . ჯერ ამათ უპასუხე .

ციტატა
ის, რომ ნებისმიერი სიცოცხლის ევოლუციური განვითარება უარყო უდიდესი შეცდომაა მეცნიერული კუთხით

რაც დავწერე ის თუ არაა სენთვის საკმარისი და პასუხებს გაცემ , კიდევ გავაგრძელებ...
ციტატა
რასაც ადვილად ადასტურებს სხვადასხვა პერიოდით დათარიღებული ადამიანთა ნამარხების აღმოჩენა)

მაგ ,,ადამიანთა აღმოცენებზე'' ცოტა რა დაგიწერე უკვე.
რომ გაცემ პასუხს , მერე გავაგრძელოთ...

ციტატა
და ამ ყველაფრის უარყოფა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიბლიაში სხვაგვარადაა საღ მსჯელობას მოკლებულია.

რომელი ყველაფრის?:დ
(თან არქეოპტერიქსზე არაფერი დამიწერია ჯერ , დარვინისტთა ყველა არგუმენტზე , რომ მაიმუნი განვითარდა და ვაშა – ადამიანი გვყავს , და.ა.შ)
მოკლედ კიდევ გიმეორებ . გადატვირთვა არ მინდა . (თან არ მეჩქარება) და მირჩევნია ნელ–ნელა განვიხილო ყოველივე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Ochopintre 1   კითხვა ადამიანის ევოლუციის შესახებ   Apr 20 2013, 08:24 PM
A.V.M   Ochopintre 1 იმედია სხვა ნ...   Apr 21 2013, 01:03 AM
Ochopintre 1   მოდი პირველ რიგში ...   Apr 21 2013, 11:32 AM
qetevano   ძალიან ბევრ რამეში...   Apr 21 2013, 12:54 PM
აკაკი   http://www.orthodoxtheology.ge/?s=%E1%83%9...%83%9...   Apr 21 2013, 02:48 PM
A.V.M   თხოვნა იქნება ფორუ...   Apr 21 2013, 11:52 PM
A.V.M   ვნახოთ თუ რას ამტკ...   Apr 22 2013, 12:48 AM
Ochopintre 1   თავდაპირველად ვიტ...   Apr 22 2013, 05:57 AM
G_saxva   ამასთან დაკავშირე...   Apr 22 2013, 09:21 AM
Ochopintre 1   არსებობს ბევრ სხვა...   Apr 22 2013, 12:42 PM
G_saxva   საერთოდ რაზე ვსაუბ...   Apr 22 2013, 12:50 PM
Ochopintre 1   მაშინ მოკლედ დაგის...   Apr 22 2013, 12:59 PM
G_saxva   ამ სტატიას გადახედ...   Apr 22 2013, 01:25 PM
A.V.M   Ochopintre 1 მე შენთან საუ...   Apr 23 2013, 02:27 AM
A.V.M   იმედია იცი თუ რა არ...   Apr 23 2013, 02:43 AM
A.V.M   არ ვიცი რამდენად ხ...   Apr 23 2013, 02:56 AM
vaxushti13   დინოზავრების არსე...   Apr 25 2013, 11:52 PM
აკაკი   დინოზავრები, მამონ...   Apr 25 2013, 11:55 PM
vaxushti13   ვინ იძახის რო ქმნი...   Apr 26 2013, 12:07 AM
G_saxva   ვინ იძახის რო ქმნი...   Apr 26 2013, 09:33 AM
აკაკი   გასაგებია. გადაშენ...   Apr 26 2013, 12:10 AM
A.V.M   vaxushti13 გამორიცხავ რო...   Apr 26 2013, 01:27 AM
A.V.M   G_saxva მიჭირს დაგეთან...   Apr 26 2013, 09:14 PM
Ochopintre 1   შემაგვიანდა... მოდი...   Apr 27 2013, 04:41 PM
A.V.M   გთხოვთ რომ არავინ ...   Apr 27 2013, 06:02 PM
A.V.M   კითხვებს კი არ ვსვ...   Apr 27 2013, 07:14 PM
A.V.M   1 - დამეთანხმები თუ ...   Apr 27 2013, 07:51 PM
A.V.M   ახლა შემდეგ საკითხ...   Apr 27 2013, 08:13 PM
Ochopintre 1   მე უკვე ავღნიშნე, რ...   Apr 27 2013, 11:12 PM
A.V.M   Ochopintre 1 ჩემ კითხვებზე...   Apr 27 2013, 11:26 PM
Ochopintre 1   მაგრამ, თქვენ რას მ...   Apr 28 2013, 12:16 AM
აკაკი   მაგრამ, თქვენ რას ...   Apr 28 2013, 12:01 AM
აკაკი   Ochopintre 1 როგორც ჩანს, მ...   Apr 28 2013, 02:15 PM
Ochopintre 1   Ochopintre 1 როგორც ჩანს, მ...   Apr 28 2013, 03:23 PM
A.V.M   Ochopintre 1 მე კი არ აგიკრ...   Apr 28 2013, 06:17 PM
აკაკი   საღვთო წიგნში მოხ...   Apr 28 2013, 09:43 PM
A.V.M   Ochopintre 1 ველოდები არგ...   Jul 14 2013, 06:53 PM
G_saxva   რა ხდება აქაც მოკვ...   Jul 15 2013, 10:11 AM
A.V.M   G_saxva ველოდები და არ ...   Jul 15 2013, 01:20 PM
G_saxva   G_saxva ველოდები და არ ...   Jul 15 2013, 01:33 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th July 2025 - 01:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი