![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Ochopintre 1 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 20-April 13 წევრი № 13,096 ![]() |
მაინტერესებს ქრისტიანული მოძღვრების დამოკიდებულება ადამიანის განვითარების ევოლუციის თეორიის შესხებ.
თუ ძველ აღთქმაში აღწერილ "პირველ ადამიანთა"(ადამის, ევას, კაენის, აბელისა და მათი შემდგომი შთამომავლობის) ცხოვრებისს წესს დავაკვირდებით ადვილი მისახვედრია, რომ ისინი პრიმატები არ იყვნენ, მათ შეეძლოთ აზროვნება და საუბარი, ანუ ბიბლიის მიხედვით უფალს თავიდანვე მოაზროვნე ადამიანი შეუქმნია. თუმცა სხვას ამტკიცებს ანთროპოლოგია. მრავალწლიანი არქელოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის ადამიანთა ნამარხები, რომელთა განვითარება დროსთან ერთად იზრდება. ანუ პირველყოფილი პალეონთროპებიდან ჰომოსაპიენსამდე. ხოლო ის პრიმატები, რომელთა ნამარხი რამდენიმე მილიონი წლით არის დათარირებული სრულიად განსხვავდება ბიბლიაში აღწერილ პირველი ადამიანებისაგან. ბუნებაში კი დევოლუცია დაუშვებელია. შეუძლებელია ადამიანი გარკვეული გონებრივი შესაძლებლობებით გაჩენილიყო და შემდეგ დევოლუცია განეცადა პრიმატებისკენ და შემდეგ ისევ ევოლუცია ჰომპასპიენსამდე. მაინტერესებს რატომაა ამ საკითხში ამხელა შეუსაბამობა რელიგიასა და მეცნიერებას შორის? |
![]() ![]() |
G_saxva |
![]()
პოსტი
#2
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
ამასთან დაკავშირებით ბევრი წავიკითხე ბევრი სჯა ბაასი და მოსაზრება. საბოლოოდ კი ერთი ცხადია რაც დარვინიზმის საფუძველია, ყველას საერთო წინაპარი გვყავსო, მაგრამ პრაქტიკაში რომ არ არსებობს ერთი სახეობიდან მეორე სახეობა მივიღოება და მას განვითრება შეეძლოს. არც ბაქტერიულ დონეზე. ვერ დაასახელებთ ვერც ერთ შემთხვევას ერთი სახეობა მეორე სახეობად გარდაიქმნას და თუ არ არსებობს ასეთი რამ მაშინ გმოადის დარვინიზმი მთლად მართალი არ ყოფილა
![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
Ochopintre 1 |
![]()
პოსტი
#3
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 20-April 13 წევრი № 13,096 ![]() |
არსებობს ბევრ სხვა და სხვა სახეობაში და ამას უამრავი არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური კვლევა ადასტურებს. ჯერ მაინც ადამიანზე ვთქვათ მოკლედ.
დარვინიზისა და ზოგადად ადამიანის ევოლუციური განვითარების თეორიის მიხედვით დედამიწის ფაუნის სხვა და სხვა პერიოდში სხვა და სხვა სახის წინამორბედი ჰყავდა ადამიანს, ანუ ისნი დროის მატებასთან ერთად ვითარდებოდნენ და იხვეწებოდნენ. ისინი ამზადებდნენ იარაღს, ნადირუბდნენ, ანთებდნენ ცეცხლს, ხატავდნენ და ყველა ეს ქცევა პერიოდის მიხედვით იხვეწება. თუ არა ადამიანის წინამორბედი მაშინ ვის შეეძლო კედლებზე ბიზონებისა და ირმების ხატვა? ვის მიერაა დამზადებული ქვის პრიმიტიული დონის იარაღები? ვისი ჩონჩხეია ასე იდენტურია ჰომოსაპიენსთან? (ნეანდრტანელის ჩონჩხი თითქმის მარტო სიმაღლით და რამდენიმე ძვლის აგებულებით განსხვავდება დღევანდელი ჰომოსაგან. მაშ ვინ იყო ის? მაიმუნი?! მაიმუნი ამზადებდა ქვის იარაღს და მაიმუნი იწვავდა ხორცს ცეცხლზე? (აქ ვგულისხმობ პრიმატ წინამორბედს)) სწორედაც რომ ჩვენის წინამორბედი იყო ის და ამაზე ბევრი საჭირო დებულებაც მაქვს წამოყენებული წინა პოსტში, ხოლო ძველი აღთქმიესეული სრულფასოვანი ადამიანი მხოლოდ დღევანდელ ცივილიზებულ საპიენსს შეესაბამაება და ბიბლიის მიხედვით გამოდის, რომ ეს პრიმატთა კლასი რომელთა ნამარხებზეცაა ამდენი საუბარი რაღაც სხვა არსებები ყოფილან, არა ადამიანები, არა პრიმატი მაიმუნები არამედ რაღაც სხვა რომელზეც არც ძველ აღთქმაშია საუბარი და როელსაც არც მეცნიერება აღიარებს რა თქმა უნდა. მაში ვინ იყვნენ ისინი?!ისინი ჩვენი წინაპრები იყვნენ და ეს მეცნიერული კუთხით ჭეშმარიტებას შეესაბამება შესაბამისი ფაქტებისა და არუმენტების საფუზველზე... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 01:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი