![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Ochopintre 1 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 20-April 13 წევრი № 13,096 ![]() |
მაინტერესებს ქრისტიანული მოძღვრების დამოკიდებულება ადამიანის განვითარების ევოლუციის თეორიის შესხებ.
თუ ძველ აღთქმაში აღწერილ "პირველ ადამიანთა"(ადამის, ევას, კაენის, აბელისა და მათი შემდგომი შთამომავლობის) ცხოვრებისს წესს დავაკვირდებით ადვილი მისახვედრია, რომ ისინი პრიმატები არ იყვნენ, მათ შეეძლოთ აზროვნება და საუბარი, ანუ ბიბლიის მიხედვით უფალს თავიდანვე მოაზროვნე ადამიანი შეუქმნია. თუმცა სხვას ამტკიცებს ანთროპოლოგია. მრავალწლიანი არქელოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის ადამიანთა ნამარხები, რომელთა განვითარება დროსთან ერთად იზრდება. ანუ პირველყოფილი პალეონთროპებიდან ჰომოსაპიენსამდე. ხოლო ის პრიმატები, რომელთა ნამარხი რამდენიმე მილიონი წლით არის დათარირებული სრულიად განსხვავდება ბიბლიაში აღწერილ პირველი ადამიანებისაგან. ბუნებაში კი დევოლუცია დაუშვებელია. შეუძლებელია ადამიანი გარკვეული გონებრივი შესაძლებლობებით გაჩენილიყო და შემდეგ დევოლუცია განეცადა პრიმატებისკენ და შემდეგ ისევ ევოლუცია ჰომპასპიენსამდე. მაინტერესებს რატომაა ამ საკითხში ამხელა შეუსაბამობა რელიგიასა და მეცნიერებას შორის? |
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
არ ვიცი რამდენად ხარ გაცნობლი , მაგრამ გეტყვი რიჩარდ მილტონის წიგნი - ,,shattering the myths of darwinizm.'- ის შესახებ .
აქ საუბარია ,,სტრატიგრფიული სვეტის'' სქემის შესახებ , ამ წიგნის ერთი ციტატის შესახებ წერდა როუზი : ,,ეს წარმოსახვითი ნაგებობაა , რომელიც სინთეზირებულია დედამიწის ერთი ნაწილის გეოლოგიური ფენის გაქვავებული ქანების დედამიწის სხვა ნაწილში აღებულ თითქოსდა მსგავს ქანებთან შედარებით . '' ხო არის ასე? არის . ისიც ხომ მართალია , რომ ძალიან ხშირად , ეს გეოლოგიური ფენები - ,,ამოყირავებულ'' მდგომარეობაში ხვდებიან ძვირფას არქეოლოგებს ? . რაც ეწინააღმდეგება ევოლუციის თეორიას . (ამას ბრიტანეთის ენციკლოპედიაც ადასტურებს ) . ამიტომ რა მოიგონეს ? რა და თავიანი სისტემა მოარგეს ფაქტობივ სამეცნიერო მონაცემებს და - იხარე ერო... მაგრამ მაინც . ეგენი ფენების წლოვანებას , განსაზღვრავენ მათში ნაპოვნი ნაშთების მიედვით . მაგრამ ერთ რამეს მაინც ვერაფერი მოუხერხეს : ყველა ნაშთი ჩნდება უცაბედად , მოულოდნელად თითოეულ ფენაში , მაგრამ ვერ ვხვდებით გარდამავალ ფორმებს , რომლებიც ევოლუციური თეორიის მიხედვით მრავლად უნდა იყოს იქ. არის თუ არა ასე? ამჯეად მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვან :ე.წ. კემბრიულამდელი პერიოდის ფენებში , ძვირფასი არქეოლოგები ხვდებიან თავფეხიან ცხოველებს და აგრეთვე კაი გვარიანად განვითარებულ ცხოველთა განსხვავებულ ტიპებს . ახლა გეკითხები რაღაცას და კაცურად მითხარი :რა სიკვდილი და ჯანდაბა უნდათ კემბრიულამდელი პერიოდის ფენებში ე.წ. (tribrachidi-ებს) , როცა ჩვენი უსაყვარლესი თეორიის მიხედვით , ისინი მილიონი წლების მერე უნდა წარმოსობილიყვნენ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 06:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი