IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რამდენიმე კითხვა
cnobismoyvare
პოსტი Apr 23 2013, 12:05 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 23-April 13
წევრი № 13,105



რა არის ცხონება და არის თუ არა ცხონების გზა მხოლოდ მართლმადიდებლობაში?

ადამიანი ცოდვების გამო გარდაცვალებამდეც ისჯება თუ მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ "მოეკითხება"?

არის თუ არა ცოდვა შეყვარებული წყვილის ინტიმური ურთიერთობა?

თვლით თუ არა რომ შეიძლება ცოლქმარს შორის სიყვარული განელდეს, გაქრეს და თუ თვლით რომ კი არის თუ არა ამის შემდეგ მათი სექსუალური კავშირი შეყვარებული წყვილის ურთიერთობაზე რაიმეთი აღმატებული?

ხშირად გაგვიგია ახლადდაქორწინებული ახალგაზრდების მიმართ გამოთქმა - "ცოლი კი არა ქალი უნდა"... მე პირადად მიჩნდება კითხვა - უნდა და რა ქნას? ეს კითხვა არ არის არც სასაცილო და არც ირონიული რადგან, ჩუკენობაც და ძილში დაცემაც ორივე დიდ ცოდვად ითვლება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Apr 25 2013, 11:36 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



cnobismoyvare
ციტატა
რა არის ცხონება და არის თუ არა ცხონების გზა მხოლოდ მართლმადიდებლობაში?

ცხონება თუ რაა ამაზე ბევრი საუბარი შეიძლება მაგრამ მოკლედ ვიტყვი :
ცხონებაა მგომარეობა , როდესაც უახლოვდები პირველ ადამიანთა , ცოდვითდაცემამდელ გარემოს.

ცხონების გზა გარეთ არ არსებობს . იგი შენს შიგნითაა და შენი პირადი საქმეებიდან თუ აზროვნებიდან გამომდინარეობს .
რაც შეეხება მართლმადიდებლობას - იგია ყველაზე დიდი მანიფესტი ჭეშმარიტი თავისუფლებისა ,გზა სინდისის სისპეტაკისა , ზნეობრივი სიწმინდისა და ჭეშმარიტი ვაჟკაცობისა .
მე ის ვიცი , რომ თუ მსურს წეღან ნახსენები ცხონება , მჭირდება იმ წესებისა და კანონების დაცვა , რომლებსაც ეკლესია მაძლევს .
აი სხვა კი ვინ ცხონდება და ვინ არა არ ვიცი და ვერც გეტყვი.
ჩემთვის ესაა გზა , და ეს ვიცი . სხვას თუ სხვანაირი გზისა ჯერა , კი ბატონო , თავისუფალი ნებით შეუძლია ის გააკეთოს რასაც საჭიროდ ჩათვლის .
ციტატა
ადამიანი ცოდვების გამო გარდაცვალებამდეც ისჯება თუ მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ "მოეკითხება"?

ადამიანი გარდაცვალებამდე თუ ისჯება , ეს მხოლოდ იმიტომაა , რომ გამოფხიზლდეს და სიკვდილის მერე არ მოეკითხოს .
ციტატა
არის თუ არა ცოდვა შეყვარებული წყვილის ინტიმური ურთიერთობა?

შეყვარებული წყვილის ინტიმური ურთიერთობა ცოდვა რა თქმა უნდა არაა. ცოდვაა ისეთი ურთიერთობა როდესაც ერთმანეთი არ უყვართ . biggrin.gif
წყვილს ეთმანეთი უნდა უყვარდეს აბა რა.
ოღონდ , კანონიერი ცოლ-ქმარნი უნდა იყვნენ ისინი...
ციტატა
თვლით თუ არა რომ შეიძლება ცოლქმარს შორის სიყვარული განელდეს, გაქრეს

სიყვარულის განელება და მი უმეტეს გაქრობა შეუძლებელია და წარმოუდგენელი.
პრობლემა სწორედ იმაშია რომ სიყვარულსა და ვნებას ვაიგივებთ ერთმანეთთან .
სიყვარული კი აი რა არის : ,,სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის , არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი , არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა;ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების, გინა თუ წანაწარმეტყუელებანი განქარდენ, ანუ თუ ენანი და-ვე-სცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ. რამეთუ მცირედ-რაჲმე ვიცით და მცირედ-რაჲმე ვწინაწარმეტყუელებთ ხოლო რაჟამს მოიწიოს სრული იგი, მაშინ მცირედიცა იგი განქარდეს-ვე , ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს.''
(1კორ.13)
აი ესაა მართლმადიდებლური სიყვარული და ამას ქადაგებს ჩემი რელიგია . სხვას კი თუ სიყვაული და სექსი ერმანეთში ერევა და ვერ ანსხვავებს , მისი პრობლემაა .

ციტატა
ამის შემდეგ მათი სექსუალური კავშირი შეყვარებული წყვილის ურთიერთობაზე რაიმეთი აღმატებული?

რა თქმა უნდა.
კანონიერია, და ეს საკმარისია რომ აღმატებული იყოს .

ციტატა
ჩუკენობაც და ძილში დაცემაც ორივე დიდ ცოდვად ითვლება.

ძილში დაცემა რომ დიდი ცოდვაა სად ნახე ან ვინ გითხრა შეგიძლია მეც გამაგებინო?
ან საერთოდ ცოდვის სიმძიმეს როგორ სანზღვრავ ?
ციტატა
"ცოლი კი არა ქალი უნდა" მე პირადად მიჩნდება კითხვა - უნდა და რა ქნას?

და რატო ახდენ ქალების დისკრედიტაიას>
ქალსაც რომ უნდა კაცი?
კაცმა თუ უნდა ,,იგულაოს'' რადგან ,, ასე უნდა'' ქალმაც რატომ არ უნდა ,,იგულაოს'' მაშინ?
რითა ვართ ჩვენ ქალებზე მეტნი?
იმით რომ საქალწულე აპკი არ გვაქვს?

არაფრით ხომ?
ხოდა თუ არაფრით ვართ მაგათზე მეტნი , მაშინ ნება ვიბძოთ და თუ ვამბობთ რომ – ,,ბიჭმა რა ქნას რომ ქალი უნდა.'' , ისიც ვთქვათ რომ ,,გოგომ რა ქნას როდესაც კაცი უნდა''?
და ისიც , რომ თუკი ბიჭს არაქალიშვილი არ მოყავს ცოლად , მაშინ ნურც თავად მოიყვანს ვინმეს , თუკი თავადაც არაა სუფთა.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th September 2024 - 12:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience