![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
cnobismoyvare |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 23-April 13 წევრი № 13,105 ![]() |
რა არის ცხონება და არის თუ არა ცხონების გზა მხოლოდ მართლმადიდებლობაში?
ადამიანი ცოდვების გამო გარდაცვალებამდეც ისჯება თუ მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ "მოეკითხება"? არის თუ არა ცოდვა შეყვარებული წყვილის ინტიმური ურთიერთობა? თვლით თუ არა რომ შეიძლება ცოლქმარს შორის სიყვარული განელდეს, გაქრეს და თუ თვლით რომ კი არის თუ არა ამის შემდეგ მათი სექსუალური კავშირი შეყვარებული წყვილის ურთიერთობაზე რაიმეთი აღმატებული? ხშირად გაგვიგია ახლადდაქორწინებული ახალგაზრდების მიმართ გამოთქმა - "ცოლი კი არა ქალი უნდა"... მე პირადად მიჩნდება კითხვა - უნდა და რა ქნას? ეს კითხვა არ არის არც სასაცილო და არც ირონიული რადგან, ჩუკენობაც და ძილში დაცემაც ორივე დიდ ცოდვად ითვლება. |
![]() ![]() |
cnobismoyvare |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 23-April 13 წევრი № 13,105 ![]() |
ძალიან მინდოდა ჩემს კითხვებზე სასულიერო პირს ეპასუხა, რადგან ვთვლი რომ საერო ადამიანი (თუნდაც სემინარიელი) არაა კომპეტენტური ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად.
ციტატა ცხონებაა მგომარეობა , როდესაც უახლოვდები პირველ ადამიანთა , ცოდვითდაცემამდელ გარემოს. ასეთი პასუხი შეიძლება გასცე სემინარიაში როცა ლექტორი დაგისმევს იგივე შეკითხვას. როცა ფორუმზე ვინმე მსგავს კითხვას სვამს ნამდვილად ვერ გაიგებს ვერაფერს მაგ განმარტებით. ციტატა რაც შეეხება მართლმადიდებლობას - იგია ყველაზე დიდი მანიფესტი ჭეშმარიტი თავისუფლებისა ,გზა სინდისის სისპეტაკისა , ზნეობრივი სიწმინდისა და ჭეშმარიტი ვაჟკაცობისა . მე ეს არ მიკითხავს, მაგრამ რატო ფიქრობ რომ მხოლოდ მართლმადიდებლობაშია ეგ ყველაფერი? ციტატა აი სხვა კი ვინ ცხონდება და ვინ არა არ ვიცი და ვერც გეტყვი. ანუ როგორც ზემოთ დავწერე, პასუხი არ გაქვს ჩემს კითხვაზე. ციტატა სხვას თუ სხვანაირი გზისა ჯერა , კი ბატონო , თავისუფალი ნებით შეუძლია ის გააკეთოს რასაც საჭიროდ ჩათვლის . ადამიანს აქვს მინიჭებული თავისუფალი ნება, მაგრამ თუ იმ წესებით და კანონებით არ იცხოვრებს რომელსაც ეკლესია აძლევს - დაისჯება, ჯოჯოხეთში მოხვდება. ანუ თაისუფალი ნება არის მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლება არჩევანში "სასჯელსა" და "ჯილდოს" შორის? ცოტა ცინიკური ხომ არაა ასეთი თავისუფლება?ციტატა შეყვარებული წყვილის ინტიმური ურთიერთობა ცოდვა რა თქმა უნდა არაა. ცოდვაა ისეთი ურთიერთობა როდესაც ერთმანეთი არ უყვართ . წყვილს ეთმანეთი უნდა უყვარდეს აბა რა. ოღონდ , კანონიერი ცოლ-ქმარნი უნდა იყვნენ ისინი... შეყვარებულ წყვილში ცოლ-ქმარი არ მიგულისხმია. ციტატა სიყვარულის განელება და მი უმეტეს გაქრობა შეუძლებელია და წარმოუდგენელი. შენ იმასაც იტყვი ეხლა სიძულვილი არ არსებობსო. ციტატა პრობლემა სწორედ იმაშია რომ სიყვარულსა და ვნებას ვაიგივებთ ერთმანეთთან . ანუ შენ ფიქრობ რომ როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს უყვირიან, ლანძღავენ, ხელით ეხებიან, დასანახად ვერ იტანენ... ეს ყველაფერი უბრალოდ ვნების გაქრობის ბრალია და მათ ერთმანეთი ისევ უყვართ?! ციტატა სიყვარული კი აი რა არის : ,,სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის , არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი , არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა;ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების, გინა თუ წანაწარმეტყუელებანი განქარდენ, ანუ თუ ენანი და-ვე-სცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ. რამეთუ მცირედ-რაჲმე ვიცით და მცირედ-რაჲმე ვწინაწარმეტყუელებთ ხოლო რაჟამს მოიწიოს სრული იგი, მაშინ მცირედიცა იგი განქარდეს-ვე , ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს.'' ძველქართულიდან აზრის გამოტანა მიჭირს. ციტატა ძილში დაცემა რომ დიდი ცოდვაა სად ნახე ან ვინ გითხრა შეგიძლია მეც გამაგებინო? ან საერთოდ ცოდვის სიმძიმეს როგორ სანზღვრავ ? მე არაფერს განვსაზღვრავ... მოკლედ არის თუ არა ჩუკენობა და ძილში დაცემა ცოდვა? ...ხოდა თუ არის მაქედან გამომდინარე უნდა გასცე ჩემს კითხვას პასუხი. ციტატა და რატო ახდენ ქალების დისკრედიტაიას> ქალსაც რომ უნდა კაცი? კაცმა თუ უნდა ,,იგულაოს'' რადგან ,, ასე უნდა'' ქალმაც რატომ არ უნდა ,,იგულაოს'' მაშინ? რითა ვართ ჩვენ ქალებზე მეტნი? იმით რომ საქალწულე აპკი არ გვაქვს? არაფრით ხომ? ხოდა თუ არაფრით ვართ მაგათზე მეტნი , მაშინ ნება ვიბძოთ და თუ ვამბობთ რომ – ,,ბიჭმა რა ქნას რომ ქალი უნდა.'' , ისიც ვთქვათ რომ ,,გოგომ რა ქნას როდესაც კაცი უნდა''? და ისიც , რომ თუკი ბიჭს არაქალიშვილი არ მოყავს ცოლად , მაშინ ნურც თავად მოიყვანს ვინმეს , თუკი თავადაც არაა სუფთა. ![]() უკაცრავად რომ ერთი სქესის მხრიდან ვისაუბრე. ალბათ ასევე უნდა დამეწერა "როცა გოგო ადრეულ ასაკში თქოვდება მასზე ამბობენ - "კაცი უნდა თუ ქმარი ვერ გაუგია"" ![]() "ცოლი კი არა ქალი უნდა" - "უნდა და რა ქნას?" მეგობარო შენ მგონი როგორც გინდოდა ისე გაიგე და რისი აფიშირებაც გინდოდა ის დაწერე. - მე არ მითქვამს რომ ქალი უნდა და ამიტომ ქალებში უნდა იაროს. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 03:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი