![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
cnobismoyvare |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 23-April 13 წევრი № 13,105 ![]() |
რა არის ცხონება და არის თუ არა ცხონების გზა მხოლოდ მართლმადიდებლობაში?
ადამიანი ცოდვების გამო გარდაცვალებამდეც ისჯება თუ მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ "მოეკითხება"? არის თუ არა ცოდვა შეყვარებული წყვილის ინტიმური ურთიერთობა? თვლით თუ არა რომ შეიძლება ცოლქმარს შორის სიყვარული განელდეს, გაქრეს და თუ თვლით რომ კი არის თუ არა ამის შემდეგ მათი სექსუალური კავშირი შეყვარებული წყვილის ურთიერთობაზე რაიმეთი აღმატებული? ხშირად გაგვიგია ახლადდაქორწინებული ახალგაზრდების მიმართ გამოთქმა - "ცოლი კი არა ქალი უნდა"... მე პირადად მიჩნდება კითხვა - უნდა და რა ქნას? ეს კითხვა არ არის არც სასაცილო და არც ირონიული რადგან, ჩუკენობაც და ძილში დაცემაც ორივე დიდ ცოდვად ითვლება. |
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
cnobismoyvare
ციტატა ასეთი პასუხი შეიძლება გასცე სემინარიაში როცა ლექტორი დაგისმევს იგივე შეკითხვას. პოსტში თუ არ ვცდები ორჯერ მოახდინე ტერმინ ,,სემინარიის'' აფიშირება და გამოავლინე კიდევაც რომ არ ხარ გაცნობიერებული მასში. აქედან გამომდინარე ნორმალური საუბრისთვის იქნება ისევე არგი თუ საერთოდ არ შეეხები მას. ახლა სხვა. ჯერ ერთი ლექტორი ეგეთ კითხვას არ სვამს . ციტატა როცა ფორუმზე ვინმე მსგავს კითხვას სვამს ნამდვილად ვერ გაიგებს ვერაფერს მაგ განმარტებით. შენ თუ ვერ იგებ რამეს , ეს არ ნიშნავს რომ სხვაც ვერ იგებს . ელემენტარული , რამდენიმე ფორუმელს შეგიძლია კითხო , გაიგეს თუ არა მათ განმარტების შინაარსი და დარწმუნდები ,რომ ,,ყველას ერთ ქვაბში''' მოხარშვა არაა მიზანშეწონილი . ციტატა მე ეს არ მიკითხავს, მაგრამ რატო ფიქრობ რომ მხოლოდ მართლმადიდებლობაშია ეგ ყველაფერი? შეგიძლია სათითაოდ მკითხო , რომელი რა დოზით და როგორაა მართლმადიდებლობაშ და იმაზე გეტყვი , აგრეთვე სათითაოდ შეგიძლია მკითხო კონკრეტულად სხვა , რომელ რელიგიაშია იგი იავე დოზით და იმაზეც გესაუბრები სიამოვნებით . ციტატა ანუ როგორც ზემოთ დავწერე, პასუხი არ გაქვს ჩემს კითხვაზე. რომელ კითხვაზე? კონკრეტულად ვინ ცხონდება და ვინ არა? ამაზე რა თქმა უნდა არ მაქვს პასუხი და არც (ვერც) მექნება ოდესმე და შენ თუ დამანახებ ადამიანს , რომელიც მეტყვის რომ სხვათა სესახებ თუ ვინ ცხონდება და ვინ არა , მადლობელი დაგრჩები . ციტატა ადამიანს აქვს მინიჭებული თავისუფალი ნება, მაგრამ თუ იმ წესებით და კანონებით არ იცხოვრებს რომელსაც ეკლესია აძლევს - დაისჯება, ჯოჯოხეთში მოხვდება შეგიძლია მითხრა კონკრეტულად , ეკლსიის რომელ კანონს გულისხმობ ? ციტატა ანუ თაისუფალი ნება არის მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლება არჩევანში "სასჯელსა" და "ჯილდოს" შორის? თავისუფლება ჭეშმარიტებაა მხოლოდ და მხოლოდ. ,,დანაშაული და სასჯელი'' კი დოსტოევსკთან ვეძებოთ... ციტატა ცოტა ცინიკური ხომ არაა ასეთი თავისუფლება? შეუძლებელია ჭეშმარიტი თავისუფლება ოდესმე და ვისთვისმე იყოს ცინიკური... ციტატა შენ იმასაც იტყვი ეხლა სიძულვილი არ არსებობსო. ეგ რაღა შუაშია? რას ქვია ,,ვიტყვი არ არსებობს'' ან რატომ ,,წინასწარმეტყველებ'' ? მით უმეტეს მცდარად? ციტატა ანუ შენ ფიქრობ რომ როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს უყვირიან, ლანძღავენ, ხელით ეხებიან, დასანახად ვერ იტანენ... ეს ყველაფერი უბრალოდ ვნების გაქრობის ბრალია და მათ ერთმანეთი ისევ უყვართ?! თუ ხელით ეხებიან , დასანახად ვერ იტანენ და.ა.შ ეს იმის ნიშანია რომ არც უყვართ და არც ყვარებიათ ოდესმე ერთმანეთი . ციტატა ძველქართულიდან აზრის გამოტანა მიჭირს. ახალი ქართულიდან ? ,,1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი. 2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. 3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია. 4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; 5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; 6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; 7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. 8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა. 13. ჯერჯერობით კი ეს სამია: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია.'' ციტატა მე არაფერს განვსაზღვრავ... აბა რატომ ამბობ რომ ზილში დაცემა მძიმე ცოდვად ითვლება? თუ ვერც იმას მეუნევი ასე ვინ განსაზღვრა და არც იმას ამბობ რომ შენი განსაზღვრულია? ციტატა მოკლედ არის თუ არა ჩუკენობა და ძილში დაცემა ცოდვა? არის ციტატა ...ხოდა თუ არის მაქედან გამომდინარე უნდა გასცე ჩემს კითხვას პასუხი. კითხვა გაამეორე აბა... ციტატა - მე არ მითქვამს რომ ქალი უნდა და ამიტომ ქალებში უნდა იაროს. შენ თქვი ეს : ციტატა მე პირადად მიჩნდება კითხვა - უნდა და რა ქნას? მე კი ახლა ასე გიპასუხებ : ის , რომ ,,ასე უნდა'' ვერასოდეს იქნება გასასამართლებელი საბუთი დანაშაულისა . გამახსენდა პავლე მოციქულის სიტყვები : ,,ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის , მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია.'' აი ამ სასარგებლოს მასწავლის მე მართლმადიდებლობა . და შენ თუ მეტყვი , ჩემი ეკლესიის სწავლებაში რა არ არის სასარგებლო , მაშინ იმას განვიხილავ . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 03:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი