მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
A.V.M |
Nov 18 2011, 08:47 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს გარდა მსოფლიოში მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიაა,რომელთაც რა თქმა უნდა საკუთარი მმართველი ყავთ.
ამ თემაში ვისაუბრებთ მათ შესახებ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Apr 27 2013, 04:16 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
სერბეთის ეკლესიის ღია მიმართვა
26/04/2013 ავტორი: სერგო ფარულავა სერბეთის პატრიარქმა და წმინდა სინოდის წევრებმა გააკეთეს ღია მიმართვა სერბეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მისამართით. ძირითადი აზრი მიმართვისა იყო დაფიქსირება ეკლესიის პოზიციისა მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელთა შედეგიც შეიძლება გახდეს კოსოვოს ფორმალური დამოუკიდებლობის აღიარება სერბეთის მხრიდან. კოსოვოს დამოუკიდებლობის ფაქტიური აღიარების თემა ხშირად ისმის მოლაპარაკებებში სადაც აქტიურად მონაწილეობენ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, მათი მხრიდან ეს ისმის როგორც პირობა სერბეთის შემდგომი ინტეგრაციისთვის ევრო კავშირში. პარტიარქის მიმართვის ადრესატები არიან სერბეთის პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლოჩი, პრემიერ-მინისტრი ივიცა დაჩიჩი და პირველი ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ვუჩიჩი. “სერბეთისთვის და მისი ხალხისთვის ამ ურთულეს, გადამწყვეტ და შეიძლება ითქვას საბედისწერო მომენტში , ჩვენ მოგმართავთ თქვენ სერბეთის მართმადიდებლური ეკლესიის სახელით, მოგმართავთ მამობრივი და ძმური მზრუნველობით და გთხოვთ პატივი სცეთ თქვენს რწმენას და მოუხმოთ პატრიოტულ თვითშეგნებას და არ დაგავიწყდეთ სახელმწიფროებრივი პასუხისმგებლობა – ნახსენებია მიმართვაში,- ჩვენ არ მოგმართავთ თქვენ ჩვეულებრივი მეთოდით , არამედ მოგმართავთ ღიად, ჩვენ ამას ვაკეთებთ რიგი მიზეზების გამო, რომელთა შორის უმთავრესია დროის უქონლობა (ბრიუსელის ულტიმატუმის ვადა) და ამიტომ საჭიროა ყველაზე დამაჯერებელი მეთოდით უარი ეთქვას იმ უპასუხისმგებლო სიცრუეს, რომელიც ვრცელდება ამ ბოლო დროს გარკვეული პიროვნებების მიერ საინფორმაციო საშუალებებით ისინი ამტკიცებენ რომ თითქოს ჩვენი ეკლესია სდუმს კოსოვოს თემასთან დაკავშირებით. ეკლესია თავისი მსახურების ბუნებიდან არ შეიძლება იყოს წინააღმდეგი ევროპელი ხალხის გაერთიანებისა და ასევე არ მოდის წინააღმდეგობაში კიდევ უფრო ღრმა პროცესების გაერთიანების გზაზე. ამასთან ერთად ეკლესია არის წყარო ისტორიულიად სწავლებისა, ხალხთა გაერთიანებისა ღმერთისკენ მიმავალ სწავლებაში. მაგრამ დღეს ჩვენ ამაზე არ გვაქვს საუბარი. დღეს სერბეთისგან ულტიმატუმის ენით ითხოვენ ფაქტიურად განზე გადგომას კოსოვოსა და მეტოქიისაგან, ჩვენი ეკლესიურობის საწყისი წყაროდან, წყაროდან რომლიდანაც აღმოცენდა სამოქალაქო და სახელმწიფო წყობა და იქ არის დატოვებული ჩვენი წინაპართა კვალი, კვალი სერბი ხალხისა იმათ ძალაუფლების ქვეშ ვინც მისი დიდი ნაწილი ან გაანადგურა ან განდევნა ქვეყნიდან გაურკვეველი და ბუნდოვანი მოლაპარაკებების დასაწყებად, მოლაპარაკებებისა რომლის შედეგსაც წინასწარვერავინ ვერ წარმოიდგენს დღევანდელი ევროპული გაერთიანების სულისკვეთება სამწუხაროდ არ მიესადაგება ძველი და კეთილი ევროპის სულისკვეთებას” ნათქვამია მიმართვაში. ჩვენ როგორც ადრე ისევე ვართ მომხრენი თავისუფალი სულიერი და ეკონომიური გაერთიანების იდეისა ევროპული სახელმწიფოების, და მათ შორის მოვიაზრებთ სერბეთსაც. ჩვენ ღრმად გვჯერა რომ არც-ერთი სერბეთის სახელმწიფო მოღვაწე, მათ შორის დღევანდელი ხელისუფლებაც არ სარგებლობს უფლებით და არ აქვთ მანდატი რომ მიიღონ პირობები რომლებიც არ ჰქონია წაყენებული არცერთ კანდიდატ ქვეყანას როგორც ევროპაში გაერთიანების პირობად. ამ გაერთიანების წევრობის ბილეთი საკმაოდ ძვირია ჩვენთვის. სერბეთი ვერ დაეთანხმება იმას, რომ წინასწარ გადაიხადოს ასეთი ფასი იმ პროდუქტში რომელიც შეიძლება არასდროს არ იყოს მოწოდებული. სერბეთს ეს არასდროს გაუკეთებია მიუხედავად იმ სირთულეებისა რომლის გამო მას უგემია საუკუნეეების მანძილზე.. თქვენი, ხელისუფლებაში მყოფთა მთავარი წინასაარჩევნო პირობა, იყო ის რომელმაც თქვენ მოგიტანათ ხალხის ნდობა იმ ცუდ და გაურკვეველ პერიოდში და რითიც თქვენ მოგენიჭათ უფლება განგესაზღვრათ სერბეთის კურსი , რომ არანაირი პირობებით თქვენ არ დათმობდით, არ გადასცემდით და არ გაყიდიდით კოსოვოს და მეტოქიას, ისტორიულ უძველეს სერბეთს. ჩვენ, მღვდელთმთავარნი სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა დარწმუნებული ვართ რომ გამოვხატავთ და წარმოვადგენთ ინტერესებს მთლიანად ჩვენი მრევლისა და ამიტომ ვალდებულად ვთვლით თავს რომ შეგახსენოთ თქვენს მიერ დადებული წინასასარჩევნო პირობა და გარწმუნებთ რომ ჩვენ დიდი უმრავლესობა სერბეთის მოსახლეობასთან ერთად ველოდებით თქვენს მიერ ამ დაპირების ასრულებას. ჩვენ ამას ვაკეთებთ დღეს იმიტომ რომ მთლიანად აღვიქვამთ ამ მომენტის ტრაგედიულობას და პასუხისმგებლობას რომლებიც თქვენს მხრებზე დევს” – ნათქვამია ღია მიმართვაში რომელიც გამოაქვეყნა სერბეთის მართმადიდებლური ეკლესიის საიტმა და გავრცელდა ბეჭდურ მედიაშიც. მოამზადა: ბაჩო გაბუნიამ წყარო: http://www.pravoslavie.ru -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი