![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Ochopintre 1 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 20-April 13 წევრი № 13,096 ![]() |
მაინტერესებს ქრისტიანული მოძღვრების დამოკიდებულება ადამიანის განვითარების ევოლუციის თეორიის შესხებ.
თუ ძველ აღთქმაში აღწერილ "პირველ ადამიანთა"(ადამის, ევას, კაენის, აბელისა და მათი შემდგომი შთამომავლობის) ცხოვრებისს წესს დავაკვირდებით ადვილი მისახვედრია, რომ ისინი პრიმატები არ იყვნენ, მათ შეეძლოთ აზროვნება და საუბარი, ანუ ბიბლიის მიხედვით უფალს თავიდანვე მოაზროვნე ადამიანი შეუქმნია. თუმცა სხვას ამტკიცებს ანთროპოლოგია. მრავალწლიანი არქელოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის ადამიანთა ნამარხები, რომელთა განვითარება დროსთან ერთად იზრდება. ანუ პირველყოფილი პალეონთროპებიდან ჰომოსაპიენსამდე. ხოლო ის პრიმატები, რომელთა ნამარხი რამდენიმე მილიონი წლით არის დათარირებული სრულიად განსხვავდება ბიბლიაში აღწერილ პირველი ადამიანებისაგან. ბუნებაში კი დევოლუცია დაუშვებელია. შეუძლებელია ადამიანი გარკვეული გონებრივი შესაძლებლობებით გაჩენილიყო და შემდეგ დევოლუცია განეცადა პრიმატებისკენ და შემდეგ ისევ ევოლუცია ჰომპასპიენსამდე. მაინტერესებს რატომაა ამ საკითხში ამხელა შეუსაბამობა რელიგიასა და მეცნიერებას შორის? |
![]() ![]() |
Ochopintre 1 |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 20-April 13 წევრი № 13,096 ![]() |
შემაგვიანდა...
მოდი ვიტყვი იგივეს რასაც აქმადე ვამბობდი, რომ შენ (A.V.M) მხოლოდ სვავ კითხვებს და არ აფიქსირებ შენს პოზიციას, როგორც მართმადიდებლური მოძღვრების გამზიარებელი და ქრისტიანული სწავლების მიმდევარი. მხოლოდ აკრიტიკებ ევოლუციის თეორიას და აღნიშნავ მეცნიერებებში დაშვებულ უზუსტობებს. გეთანხმები იმაში, რომ არქეოლოგიაშიც და ანთროპოლოგიაშიც (შესაბამისად დარვინის თეორიებშიც) არსებობს შეუსაბამობები და ამისგან არც ერთი მეცნიერება არ არის დაზღველი გარდა ზუსტი მეცნიერებებისა, რადგანაც ისეთი სახის სფერო, რომელიც მოიცავს ანთროპოლოგიას, პალეონტოლოგის, არქეოლოგიას, გეოლოგიას, გენეტიკას თუნდაც ფიზიკასა და ასტროფიზიკას არასდროსაა დაზღვეული შეცდომებისა და უზუსტობებისაგან, რადგანაც ეს მეცნიერებები იკვლევენ შორეულ წარსულს და ზოგჯერ ფაქტების არ არსებობისა ან რაიმე ნიუანსის არასწორად გაგებისას ვღებულობთ შეუსაბამობას აქამდე წამოყენებულ გარკვეულ თეორიებთან , თუმცა ეს ფაქტი არ აძლევს არავის იმის საბაბს, რომ მათ ეჭვი შეიტანონ საერთო მეცნიერულ სწავლებაში, რადგანაც მეცნიერება ეს არის სფერო, რომლის მერ წამოყენებულ თეორიას გააჩნია მყარი საფუძველ, ფაქტები, წყაროები და სხვა სიმართლის დამადასტურებელი დეტალები და არ იქმნება ჰაერზე... ( განსხვავებით რელიგიებისაგან). შენ კი გურამ, მედავები ისევ წვრილმან დეტალებზე, რომლებზეც კამათი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს...მე ამ ფორუმზე ვსვავ კითხვას, რადგანაც მაინტერესებს მართმადიდებლური სწავლების დამოკიდებულება და მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე, ( ამ შემთხვევაში კი ადამიანისა და ზოგადად ცოცხალი ორგნიზმების ევოლუციურ განვითარების თეორიასთან დაკავშირებით) შენ კი მხოლოდ კრიტიკით ხარ დაკავებული და არ წარმოაჩენ შენს პოზიციას ზემოთხსენებულ საკითხთან დაკავშირებით. რამდენადაც, შენს პოსტში ამოვიკითხე წინადადება, რომელიც მეტნაკლებად "ხსნის" ევოლუციურ თეორიაში არსებულ ქაოსს", გადავწყვიტე სწორედ ამ საკითხზე გამაკეთებინა აქცენტი. მაშასადამე შენ ამბობ, რომ პრობლემა მეცნიერების მიერ "არასწორად დათარიღებული" დედამიწის ასაკია. კეთილი... მე აქამდეც მსმენია კრეაციონისტებისა და თეისტების მიერ იმის აღნიშვნა, რომ დედამიწა იმაზე "ახალგაზრდაა" ვიდრე მეცნიერებს აქვთ ეს ნავარაუდები, მათი თქმით დედამიწის ასაკი არა 4.5 მილიარდი წელია, არამედ 7 ათასი წელი, რაც პირდაპირ სიცილის მომგვრელია და ეს განაცხადი უდიდეს შეურაცხყოფას აყენებას თითქმის ყველა სამეცნიერო სფეროს...მიუხედავად იმისა, რომ ასტრო ფიზიკა, კოსმოლოგია დახვა მსგავსი სახის მეცნიერებები არაფერ კავშირში არაა ბიოლოგიასთან ერთხმად ადასტურებენ, რომ სამყაროს ასაკი დაახლოებით 13.5 მილიარდია წელია, დედამიწისა - დაახლოებით 4.5, ხოლო მასზე სიცოცხლე 3.8 მილიარდი წელია არსებობს. ამ ხნის განმავლობაში კი იცვლებოდა კონტინენტების ადგილმდებარეობა, ჰაერისა და მიწის ქიმიური შემადგენლობა და დედამიწაზე არსებული სიცოცხლე მრავალგზის ადამტაციას გადიოდა გარემოცვლილებებთან ერთად. ყოველგვარ ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია იმის მტკიცება, რომ 3.8 მილიარდი წლის განმავლობაში ცოცხალმა არსებებმა ბიოლოგიური სახესხვაობა არ განიცადეს და ისინი "შექმნის დღიდან" დღემდე უცვლელები არიან...ეს მეცნიერების დაცინვაა...და უდიდესი მკრეხელობაა თეისტების მხრიდან მეცნიერული მოსაზრებების უარყოფა მხოლოდ იმის გამო, რომ მათ საღვთო წიგნში უსაფუძვლოდ წამოყენებული "მითები" გაამართლონ. ცოცხალი ორგანიზმების ევოლციურ ფაქტს დღეს არსებული ბევრი ფაუნის წარმომადგენელი ამტკიცებს. ბუნებაში ბევრ სახეობას ჯერაც აქვს შემორჩენილი ეგრედ წოდებული "ნარჩენი სტრუქტურები", ანუ ზედმეტი ორგანოები მგ: (წარმოვადგენ ამონარიდს ერთერთი ნაშრომიდან ევოლუციის თეორიის შესახებ) "1) ვეშაპს აქვს ბარძაყის ძვლები რომლებიც ხერხემალთან დაკავშირებულიც კი არაა. მას საერთოდ არ აქვს ფეხები, მაგრამ ბარძაყის ძვალი შემორჩენილია. რაც სრულიად ზედმეტია მისთვის. 2)არსებობს სხვადასხვა სახეობები რომლებსაც აქვთ თვალები, მაგრამ ხედვა არ შეუძლიათ. ასეთია მაგალითად გამოქვაბულის ბრმა თევზი. რომელიც მთელ ცხოვრებას უსინათლო, ოკეანქვეშა გამოქვაბულში ატარებს. ასეთ გამოქვაბულებში სინათლე თითქმის საერთოდ არ აღწევს, მაგრამ თევზებს თვალები მაინც აქვთ. მათ ნავიგაციისთვის სხვა გრძნობები აქვთ განვითარებული. (არსებობს კიდევ სხვა ბრმა სახეობები, ხვლიკები, მწერები და ობობები, რომელთაც თვალები არ ჭირდებათ, მაგრამ აქვთ). 3) ასევე არასაჭირო, ევოლუციურ ნარჩენებს წარმოადგენენ, ადამიანის ჭიანაწლავი რომელსაც ფუნქცია დაკარგული აქვს და კუდუსუნის ძვალი. (მისი დანიშნულება კუდის დაჭერა იყო, მაგრამ კუდი აღარ გვაქვს) ფრინველები რომლებსაც დაკარგული აქვთ ფრენის უნარი, მაგრამ ფრთები ისევ აქვთ. მაგალითად სირაქლემა. (არ მითხრას ვინმემ სირბილისთვის უნდაო)" და ამყველაფრის ფონზე ისმის კითხვა რატომ აქვთ ცხოველებს ზედმეტი ორგანოები? ღმერთმა ხომ ყველაფერი სრულყოფილად და უნიკალურად შექმნა? რაც შეეხება ადამიანს. მარტივი ბიოლოგიური დაკვირვებით ადვილად შესამჩნევია, რომ ჰომოსაპიენსიც ცოცხალი ორგანიზმების ერთერთი ჩვეულებრივი წარმომადგენელია: აქვს ორი თვალი, ოთხი კიდური, გული, ღვიძლი, ფილტვები და სხვა სიცოცხლისათვის საჭირო ორგანოები, როგორც სხვა ძუძუმწოვრებს (იმ განსხვავებით, რომ გონებრივი განვითარების საფუძველზე საპიენსმა შეძლო ორ ფეხზე სიარული და წინა ორი კიდურის, ანუ ხელების უფრო პრაქტიკულად გამოყენება). |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 01:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი