IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კითხვა ადამიანის ევოლუციის შესახებ
Ochopintre 1
პოსტი Apr 20 2013, 08:24 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 20-April 13
წევრი № 13,096



მაინტერესებს ქრისტიანული მოძღვრების დამოკიდებულება ადამიანის განვითარების ევოლუციის თეორიის შესხებ.
თუ ძველ აღთქმაში აღწერილ "პირველ ადამიანთა"(ადამის, ევას, კაენის, აბელისა და მათი შემდგომი შთამომავლობის)
ცხოვრებისს წესს დავაკვირდებით ადვილი მისახვედრია, რომ ისინი პრიმატები არ იყვნენ, მათ შეეძლოთ აზროვნება და საუბარი, ანუ ბიბლიის მიხედვით უფალს თავიდანვე მოაზროვნე ადამიანი შეუქმნია. თუმცა სხვას ამტკიცებს ანთროპოლოგია. მრავალწლიანი არქელოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის ადამიანთა ნამარხები, რომელთა განვითარება დროსთან ერთად იზრდება. ანუ პირველყოფილი პალეონთროპებიდან ჰომოსაპიენსამდე. ხოლო ის პრიმატები, რომელთა ნამარხი რამდენიმე მილიონი წლით არის დათარირებული სრულიად განსხვავდება ბიბლიაში აღწერილ პირველი ადამიანებისაგან. ბუნებაში კი დევოლუცია დაუშვებელია. შეუძლებელია ადამიანი გარკვეული გონებრივი შესაძლებლობებით გაჩენილიყო და შემდეგ დევოლუცია განეცადა პრიმატებისკენ და შემდეგ ისევ ევოლუცია ჰომპასპიენსამდე. მაინტერესებს რატომაა ამ საკითხში ამხელა შეუსაბამობა რელიგიასა და მეცნიერებას შორის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Apr 27 2013, 07:51 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



1 - დამეთანხმები თუ არა რომ თანამედროვე კვლევებით დასტურებულია მზის შეკუმშვის თანაბარი სიჩქარე? დავკონკრეტდები და საუკუნეში 0.1% - ით კიდევ უფო დაკონკრეტებაც შემიძლია - ესაა 5 ფუტი საათში . აბა დაძაბე გონება და გადაითვალე დაახლოებით 50 000 წლის წინ მზე დღევანდელზე ერთნახევარჯერ მეტი იქნებოდა თუ არა?
და თუ იქნებოდა ოკეანეები და ზღვები ჩაისწყალივით ადუღდებოდნენ თუ არა?


2-პოინტინგ-რობერნსონის ეფექტის შესახებ გსმენია რამე?
თუ არა მე გეტყვი .
მზის გარშემო მოძრავი მიკრომეტეორიტები მზისგან მიღებულ ენერგიას იღებენ და აგზავნიან სხვადასხვა მიმართულებით , რაც იწვევს მათი ორბიტების შემცირებას .
არის თუ არა ასე?
ახლა მითხარი რამდენია ალბათობა მზის სისტემაში მათი გარედან შეღწევისა? და თუ არის რა რაოდენობით იქნება ? ან მათი რაოდენობის შემავსებელი წყაროს შესახებ თუ შეგიზლია მითხრა ამ სისტემაში?
არა ხომ?
ხოდა დღეში მზე დაახლოებით 100 000 ტონა მიკრომეტეორიტს იწოვს , ამ გამოთვლებით 50 000 წლის მანძილზე მზეს ყველა მეტეორიტი უნდა შთაენთქა , მაგრამ ასე არაა და ისინი საკმაოდ ბევრი არიან ? რატომ ?
მითების გაპრავებას დავაბრალოთ ეს?

3-მეტეორიტების შესახებ გავაგრძელებ . იცი თუ არა რომ ეს მეტეორიტები განუწყვეტლივ ბომბავენ ვთქვათ სატურნის რგოლებს და თუ სატურნი 20 000 წელზე მეტისაა , მაშინ მას რგოლები აღარ უნდა ჰქონდეს .
მითებს .
მითებს ,,ვაპრავებთ'' არა?

4- ისევ მეტეორიტები .
მენიერულად არის თუ არა დადასტურებული რომ ყოველ 24 საათში დაახლოებით 20 მილიონი მეტეორი ეჯახება ჩვენ პლანეტას ? ხშირად ისინი მიწაზეც ვარდებიან ხოლმე .
ახლა გეკითხები , ამდენი გათხრა და გამოთხრა რომ ჩაატარეს , 10 000 წელზე დიდი ხნის მეტეორი იპოვეს სადმე? მე არ ვიცი და იქნებ შენ მასწავლო .

5-ახლა შემდეგი .
მთვარეს აქვს დამცავი ატმოსფერული გარსი ? არა ხომ. ანუ მზის მზის სხივები პირდაპირ მოქმედებენ მასზე და შლიან ზედაპირებს და ქანებს . არის ასე?
ამპროცესისი სიჩქარის მიახლოებითი მნიშვნელობა იცი? არა მგონია .
ხოდა მე გეტყვი - ესაა 0.00075 - 0.001 სმ.წელიწადში .
ანუ , 5 მილიარდის მანძილზე უნდა ყოფილიყო მისი მტვერი - დაახლოებით 30-50 კმ.
ხოდა კი ქონდათ დიდი იმედი ევოლუციონისტ მეცნიერებს რომ ამ მტვრის აღმოჩენით დაადასტურებდნენ საკუთარ მცდარ თეორიებს . მაგრამ სამწუზაროდ , თანამგზავრზე გაგზავნილმა დასაზვერმა აპარატმა ეს ვერსია უარყო , ხოლო საბოლოოდ გაანადგურა ხომალდმა ,,აპოლონ-11 მა.'' რადგან მთვარეზე მტვრის მასა არ აღემატებოდა 8 სანტიმეტრს. იყო ასე?
ხოდა თუ იყო ,,ბიბლიურ მითებს აპრავებთო აღარ გვითხრა.''

6- იგივე მთვარით გავაგრძელებ . ამ თანამგზავრის რეცესიის შესახებ თუ გსმენია რამე? მაშინ მე გეტყვი - ესაა ის , რომ მთვარე წელიწადში დაახლოებით 4 სმ.-ით შორდება დედამიწას . თან შორდება სპირალური ტრაექტორიით .
ხოდა დაახლოებით 30 000 წლის წინ , იმდენად ახლოს იქნებოდა იგი დედამიწასთან , რომ მიზიდულობის ძალა კვახივით დააბერტყებდა მასზე .
ბიბლიურ მითებს ვაპრავებთ არა? ჩვენ კი არა თურმე ,,მთვარის რეცესიაც'' აპრავებს .

7- დოქტორ თომას ჯ.ბერნსის შესახებ გსმენია რამე?
მაშინ მე გეტყვი - მან 135 წლის მანძილზე დაგროვილი მონაცემები შეისწავლა და რა გამოავლინა იცი? რაა და ის რომ 1835 წ-დან დღემდე , დედამიწის მაგნიტური ველის ძალა 14 % ითაა შემცირებული .
აბა მითხარით შენ და ყველა ევოლუციონისტმა , 20 000 წლის წინ , რამდენჯერ მეტი იქნებოდა ეს ენერგია და რა მოუვიდოდა დედამიწას?
რა და პლასტმასივით დალღვებოდა.
არის ასე?
ხოდა თუ არის მაშინ დიდი ბოდიში , მაგრამ არ მაქვს საფუძველი თქვენს
უსაფუძვლო თეორიებს მივემხრო , მით უმეტეს უარვყო ის ჭეშმარიტება რასაც ბიბლიური მომოძღვრება გადმომცემს და რომელიც მეცნიერულად დასტურდება .

ახლა დედამიწის ასაკზე მეტს აღარ დავწერ . და ნურც შენ დაწერ კითხვებს ნუ სვამო . ეს კითხვები შენ მიერ წამოყენებულ უსაფუძვლო ბრალდებებზე პასუხია , და ნება იბოძე და თუ მათ გვიყენებ , დაგვისაბუთე კიდევაც სიმცდარე.
(არ დაგავიწყდეს , რომ სახარებისეული სიმცდარეებიც გაქვს ,,დასასაბუთებელი'' ჩვენთვის)

ბოლოსკენ დავწერ , რომ გირჩევ აშერ არმაგის კვლევები წაიკითხო და გაიგო , თუ როდის შეიქმნა ამ მეცნიერის აზრით სამყარო და რამ მისცა საფუძველი ეს დებულება წამოეყენებინა .
და კიდევ ერთი .
თუ ეს ყოველივე შენთვის საკმარისი არაა , შემიძლია რადიომეტრული დათარიღების სისტემის შესახებ გესაუბრო და განვიხილოთ - რადიონახშირბადოვანი , კალიუმ-არგონის , ურანის დაშლის და.ა.შ. მეთოდების შესახებ .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Ochopintre 1   კითხვა ადამიანის ევოლუციის შესახებ   Apr 20 2013, 08:24 PM
A.V.M   Ochopintre 1 იმედია სხვა ნ...   Apr 21 2013, 01:03 AM
Ochopintre 1   მოდი პირველ რიგში ...   Apr 21 2013, 11:32 AM
qetevano   ძალიან ბევრ რამეში...   Apr 21 2013, 12:54 PM
აკაკი   http://www.orthodoxtheology.ge/?s=%E1%83%9...%83%9...   Apr 21 2013, 02:48 PM
A.V.M   თხოვნა იქნება ფორუ...   Apr 21 2013, 11:52 PM
A.V.M   ვნახოთ თუ რას ამტკ...   Apr 22 2013, 12:48 AM
Ochopintre 1   თავდაპირველად ვიტ...   Apr 22 2013, 05:57 AM
G_saxva   ამასთან დაკავშირე...   Apr 22 2013, 09:21 AM
Ochopintre 1   არსებობს ბევრ სხვა...   Apr 22 2013, 12:42 PM
G_saxva   საერთოდ რაზე ვსაუბ...   Apr 22 2013, 12:50 PM
Ochopintre 1   მაშინ მოკლედ დაგის...   Apr 22 2013, 12:59 PM
G_saxva   ამ სტატიას გადახედ...   Apr 22 2013, 01:25 PM
A.V.M   Ochopintre 1 მე შენთან საუ...   Apr 23 2013, 02:27 AM
A.V.M   იმედია იცი თუ რა არ...   Apr 23 2013, 02:43 AM
A.V.M   არ ვიცი რამდენად ხ...   Apr 23 2013, 02:56 AM
vaxushti13   დინოზავრების არსე...   Apr 25 2013, 11:52 PM
აკაკი   დინოზავრები, მამონ...   Apr 25 2013, 11:55 PM
vaxushti13   ვინ იძახის რო ქმნი...   Apr 26 2013, 12:07 AM
G_saxva   ვინ იძახის რო ქმნი...   Apr 26 2013, 09:33 AM
აკაკი   გასაგებია. გადაშენ...   Apr 26 2013, 12:10 AM
A.V.M   vaxushti13 გამორიცხავ რო...   Apr 26 2013, 01:27 AM
A.V.M   G_saxva მიჭირს დაგეთან...   Apr 26 2013, 09:14 PM
Ochopintre 1   შემაგვიანდა... მოდი...   Apr 27 2013, 04:41 PM
A.V.M   გთხოვთ რომ არავინ ...   Apr 27 2013, 06:02 PM
A.V.M   კითხვებს კი არ ვსვ...   Apr 27 2013, 07:14 PM
A.V.M   1 - დამეთანხმები თუ ...   Apr 27 2013, 07:51 PM
A.V.M   ახლა შემდეგ საკითხ...   Apr 27 2013, 08:13 PM
Ochopintre 1   მე უკვე ავღნიშნე, რ...   Apr 27 2013, 11:12 PM
A.V.M   Ochopintre 1 ჩემ კითხვებზე...   Apr 27 2013, 11:26 PM
Ochopintre 1   მაგრამ, თქვენ რას მ...   Apr 28 2013, 12:16 AM
აკაკი   მაგრამ, თქვენ რას ...   Apr 28 2013, 12:01 AM
აკაკი   Ochopintre 1 როგორც ჩანს, მ...   Apr 28 2013, 02:15 PM
Ochopintre 1   Ochopintre 1 როგორც ჩანს, მ...   Apr 28 2013, 03:23 PM
A.V.M   Ochopintre 1 მე კი არ აგიკრ...   Apr 28 2013, 06:17 PM
აკაკი   საღვთო წიგნში მოხ...   Apr 28 2013, 09:43 PM
A.V.M   Ochopintre 1 ველოდები არგ...   Jul 14 2013, 06:53 PM
G_saxva   რა ხდება აქაც მოკვ...   Jul 15 2013, 10:11 AM
A.V.M   G_saxva ველოდები და არ ...   Jul 15 2013, 01:20 PM
G_saxva   G_saxva ველოდები და არ ...   Jul 15 2013, 01:33 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th July 2025 - 01:57 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი