IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კითხვა ადამიანის ევოლუციის შესახებ
Ochopintre 1
პოსტი Apr 20 2013, 08:24 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 20-April 13
წევრი № 13,096



მაინტერესებს ქრისტიანული მოძღვრების დამოკიდებულება ადამიანის განვითარების ევოლუციის თეორიის შესხებ.
თუ ძველ აღთქმაში აღწერილ "პირველ ადამიანთა"(ადამის, ევას, კაენის, აბელისა და მათი შემდგომი შთამომავლობის)
ცხოვრებისს წესს დავაკვირდებით ადვილი მისახვედრია, რომ ისინი პრიმატები არ იყვნენ, მათ შეეძლოთ აზროვნება და საუბარი, ანუ ბიბლიის მიხედვით უფალს თავიდანვე მოაზროვნე ადამიანი შეუქმნია. თუმცა სხვას ამტკიცებს ანთროპოლოგია. მრავალწლიანი არქელოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის ადამიანთა ნამარხები, რომელთა განვითარება დროსთან ერთად იზრდება. ანუ პირველყოფილი პალეონთროპებიდან ჰომოსაპიენსამდე. ხოლო ის პრიმატები, რომელთა ნამარხი რამდენიმე მილიონი წლით არის დათარირებული სრულიად განსხვავდება ბიბლიაში აღწერილ პირველი ადამიანებისაგან. ბუნებაში კი დევოლუცია დაუშვებელია. შეუძლებელია ადამიანი გარკვეული გონებრივი შესაძლებლობებით გაჩენილიყო და შემდეგ დევოლუცია განეცადა პრიმატებისკენ და შემდეგ ისევ ევოლუცია ჰომპასპიენსამდე. მაინტერესებს რატომაა ამ საკითხში ამხელა შეუსაბამობა რელიგიასა და მეცნიერებას შორის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Apr 27 2013, 08:13 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ახლა შემდეგ საკითხს მივუბრუნებთ .
ციტატა
ცოცხალი ორგანიზმების ევოლციურ ფაქტს დღეს არსებული ბევრი ფაუნის წარმომადგენელი ამტკიცებს. ბუნებაში ბევრ სახეობას ჯერაც აქვს შემორჩენილი ეგრედ წოდებული "ნარჩენი სტრუქტურები", ანუ ზედმეტი ორგანოები მგ: (წარმოვადგენ ამონარიდს ერთერთი ნაშრომიდან ევოლუციის თეორიის შესახებ)

ისე , თუ ხანდახან დამიკონკრეტებ ხოლმე ხაშრომის სათაურსა და ავტორს ძალიან დამავალებ , რადგან დედანში მოვიძიო იგი და მასზე პასუხის გაცემა უფრო კარგად შევძლო .
შენ მესაუბრები ე.წ. ,,რუდიმენტული'' ორგანოების შესახებ .
ვწუხვარ მაგრამ უნდა შეგახსენო ფრაზა ,,კუკარაჩადან'':
,,მეთოდები დაგიძველდა მურტალო ! ''
ეგ არგუმენტები საკმაოდ დიდი ხნისაა და უფრო მეტიც - თანამედროვე მედიცინის მიერაა უარყოფილი .
განვიხილავ სათითაოდ :
ციტატა
ასევე არასაჭირო, ევოლუციურ ნარჩენებს წარმოადგენენ, ადამიანის ჭიანაწლავი რომელსაც ფუნქცია დაკარგული აქვს

ვა...
კაი კაცო .
თანამედროვე მედიცინა რომ საპირისპიროს მასწავლის რომელს დაგიჯეროთ ?
მოდი ჯერ მედიცინის არგუმენტს გეტყვი : აი აპენდიქსს ჰქონია თურმე ჯირკვლოვანი ფუნქცია
თურმე ნუ იტყვი და აპენდიქსი გამოიმუშავებს სისხლის თეთრ უჯრედებს , რომლებიც ინფექციათა გამომწვევ ბაქტერიებს ებრძვიან .
თურმე ნუ იტყვი , და მცენარეული საკვების გადამუსავებაშიც იღებს მონაწილეობას .
ახლა მეტყვი სავარაუდოდ - რომ არაერთი ,,აპენდიქსამოჭრილი'' ადამიანი გინახავს , და თუ საჭიროა რატომ ცოცხლობენ ისინი და არ იღუპებიან ?
მე კი გიპასუხებ : შენ თუ აპენდიქს ამოჭრილიანები გინახავს , მე თირკმელამოჭრილიანები მინახავ და გეტყვი , რომ ნორმალურად ცხოვრობენ .
უფრო მეტიც - მინახავს ხელმოჭრილი , ფეხმოჭრილი , და.ა.შ. მოჭრილი ხალხი .
რა ვქნათ ახლა ? რადგან ამ ორგანოების მუშაობა გარკვეულ მომენტში მათ საფრთხეს უქმნიდათ , ე.ი. უსარგებლონი არიან?

არა მგონია.
ახლა მეორე :
ციტატა
კუდუსუნის ძვალი.

ეუჰ...
დაინგრა მთელი ბიბლური მოძღვრება .
ახლა მე გეტყვი , რომ გავის სახსრით კუდუსუნს 4-5 მალა უერთდება . მასზე ჩვენ ვზივართ . ცხოვრების მჯდომარე წესის გამო ხშირად ზიანდება და ანთებითი პროცესიც ვითარდება , რომელსაც კოქსიოდონია ეწოდება თუ სწორად მახსოვს . მოკლედ აღარ მინდა გაგრძელება .
ამ საკითხზე მხოლოდ თეორიული ცოდნა მაქვს , თუ გინდა ვუთხრათ ფორუმელ ექიმებს რამე ამის შესახებ და დამანახონ თუკი ვცდები და ისე არაა როგორც მგონია . რომ აპენდიქსი მართლაც ყოვალადუსარგებლოა და.ა.შ

შენ მხოლოდ 2 რუდიმენტული ორგანო დამისახელე . მეტი არ იცი?
მე გეტყვი , რომ მათი რაოდენობა ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 180 აღწევს . ჩამოგითვალო რომლები ითვლებოდა : ,,ფარისებრი ჯირკვალი , ჩიყვის ანუ ორთითა ჯირკვალი , კოპისებრი სარქველი , ყურის კუნთები , ნუშისებრი ჯირკვლები და.ა.შ.
მოკლედ რა. თუ მართლა გაინტერესებს ამ ორგანოების დანიშნულების შესახებ გადახედე ამ წიგნებს და მერე გვასწავლე რომ თურმე საჭიროები არ არიან :
ჰენრი მორისი - scientific creationism
dr.jerry bergman , dr.george Howe ,,Vestigial organs'' are fully functional


ხოდა ამათ რომ გადახედავ და დარწმუნდები შენი ვარაუდების სისწორეში მერე შეგეძლება გვასწავლო რომ ეს ორგანოები თურმე არ გვჭირდება და რაღაც უბედურობის ნაშთია .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Ochopintre 1   კითხვა ადამიანის ევოლუციის შესახებ   Apr 20 2013, 08:24 PM
A.V.M   Ochopintre 1 იმედია სხვა ნ...   Apr 21 2013, 01:03 AM
Ochopintre 1   მოდი პირველ რიგში ...   Apr 21 2013, 11:32 AM
qetevano   ძალიან ბევრ რამეში...   Apr 21 2013, 12:54 PM
აკაკი   http://www.orthodoxtheology.ge/?s=%E1%83%9...%83%9...   Apr 21 2013, 02:48 PM
A.V.M   თხოვნა იქნება ფორუ...   Apr 21 2013, 11:52 PM
A.V.M   ვნახოთ თუ რას ამტკ...   Apr 22 2013, 12:48 AM
Ochopintre 1   თავდაპირველად ვიტ...   Apr 22 2013, 05:57 AM
G_saxva   ამასთან დაკავშირე...   Apr 22 2013, 09:21 AM
Ochopintre 1   არსებობს ბევრ სხვა...   Apr 22 2013, 12:42 PM
G_saxva   საერთოდ რაზე ვსაუბ...   Apr 22 2013, 12:50 PM
Ochopintre 1   მაშინ მოკლედ დაგის...   Apr 22 2013, 12:59 PM
G_saxva   ამ სტატიას გადახედ...   Apr 22 2013, 01:25 PM
A.V.M   Ochopintre 1 მე შენთან საუ...   Apr 23 2013, 02:27 AM
A.V.M   იმედია იცი თუ რა არ...   Apr 23 2013, 02:43 AM
A.V.M   არ ვიცი რამდენად ხ...   Apr 23 2013, 02:56 AM
vaxushti13   დინოზავრების არსე...   Apr 25 2013, 11:52 PM
აკაკი   დინოზავრები, მამონ...   Apr 25 2013, 11:55 PM
vaxushti13   ვინ იძახის რო ქმნი...   Apr 26 2013, 12:07 AM
G_saxva   ვინ იძახის რო ქმნი...   Apr 26 2013, 09:33 AM
აკაკი   გასაგებია. გადაშენ...   Apr 26 2013, 12:10 AM
A.V.M   vaxushti13 გამორიცხავ რო...   Apr 26 2013, 01:27 AM
A.V.M   G_saxva მიჭირს დაგეთან...   Apr 26 2013, 09:14 PM
Ochopintre 1   შემაგვიანდა... მოდი...   Apr 27 2013, 04:41 PM
A.V.M   გთხოვთ რომ არავინ ...   Apr 27 2013, 06:02 PM
A.V.M   კითხვებს კი არ ვსვ...   Apr 27 2013, 07:14 PM
A.V.M   1 - დამეთანხმები თუ ...   Apr 27 2013, 07:51 PM
A.V.M   ახლა შემდეგ საკითხ...   Apr 27 2013, 08:13 PM
Ochopintre 1   მე უკვე ავღნიშნე, რ...   Apr 27 2013, 11:12 PM
A.V.M   Ochopintre 1 ჩემ კითხვებზე...   Apr 27 2013, 11:26 PM
Ochopintre 1   მაგრამ, თქვენ რას მ...   Apr 28 2013, 12:16 AM
აკაკი   მაგრამ, თქვენ რას ...   Apr 28 2013, 12:01 AM
აკაკი   Ochopintre 1 როგორც ჩანს, მ...   Apr 28 2013, 02:15 PM
Ochopintre 1   Ochopintre 1 როგორც ჩანს, მ...   Apr 28 2013, 03:23 PM
A.V.M   Ochopintre 1 მე კი არ აგიკრ...   Apr 28 2013, 06:17 PM
აკაკი   საღვთო წიგნში მოხ...   Apr 28 2013, 09:43 PM
A.V.M   Ochopintre 1 ველოდები არგ...   Jul 14 2013, 06:53 PM
G_saxva   რა ხდება აქაც მოკვ...   Jul 15 2013, 10:11 AM
A.V.M   G_saxva ველოდები და არ ...   Jul 15 2013, 01:20 PM
G_saxva   G_saxva ველოდები და არ ...   Jul 15 2013, 01:33 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th July 2025 - 01:51 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი