![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Ochopintre 1 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 20-April 13 წევრი № 13,096 ![]() |
მაინტერესებს ქრისტიანული მოძღვრების დამოკიდებულება ადამიანის განვითარების ევოლუციის თეორიის შესხებ.
თუ ძველ აღთქმაში აღწერილ "პირველ ადამიანთა"(ადამის, ევას, კაენის, აბელისა და მათი შემდგომი შთამომავლობის) ცხოვრებისს წესს დავაკვირდებით ადვილი მისახვედრია, რომ ისინი პრიმატები არ იყვნენ, მათ შეეძლოთ აზროვნება და საუბარი, ანუ ბიბლიის მიხედვით უფალს თავიდანვე მოაზროვნე ადამიანი შეუქმნია. თუმცა სხვას ამტკიცებს ანთროპოლოგია. მრავალწლიანი არქელოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის ადამიანთა ნამარხები, რომელთა განვითარება დროსთან ერთად იზრდება. ანუ პირველყოფილი პალეონთროპებიდან ჰომოსაპიენსამდე. ხოლო ის პრიმატები, რომელთა ნამარხი რამდენიმე მილიონი წლით არის დათარირებული სრულიად განსხვავდება ბიბლიაში აღწერილ პირველი ადამიანებისაგან. ბუნებაში კი დევოლუცია დაუშვებელია. შეუძლებელია ადამიანი გარკვეული გონებრივი შესაძლებლობებით გაჩენილიყო და შემდეგ დევოლუცია განეცადა პრიმატებისკენ და შემდეგ ისევ ევოლუცია ჰომპასპიენსამდე. მაინტერესებს რატომაა ამ საკითხში ამხელა შეუსაბამობა რელიგიასა და მეცნიერებას შორის? |
![]() ![]() |
Ochopintre 1 |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 20-April 13 წევრი № 13,096 ![]() |
მე უკვე ავღნიშნე, რომ მეცნიერების უამრავი დარგი ადასტურებს იმას, რომ დედამიწა "10 000 წელზე მეტისაა" (მეღიმება როცა ამის მტკიცება მიწევს) და უფრო მეტიც იგი რამდენიმე მილიარდ წელს ითვლის.
მოდი ახლა ამ ფაქტის დეტალური მტკიცებულებების ჩვენება დავიწყოთ სხვა და სხვა სამეცნიერო სფეროს მიხედვით. ჯერ ადამიანებით დავიწყოთ და ვნახოთ რას გვეუბნება არქეოლოგია და ანტროპოლოგია ამის შესახებ: ჩინეთში აღმოჩენილია Homo erectus-ის ნამარხი, რომელიც დათარიღებულია 1.9 მილიონი წლით. აფრიკის ტერიტორიაზე აღმოჩენილია Homo ergaster-ის ნამარხები, რომელიც 2.5 მილიონი წლით არის დათარიღებული. მოკლედ რომ ვთქვათ ჰომო საპიენსის, ჰოჰმონეანდერტალენის, ჰომო ჰეიდელბერგენსის, ჰომოერექტუსის, ჰომოჰაბილის, და ავსტრალოფითეკის ნამარხები აღმოჩენილია ევრაზიის, აფრიკის და ავსტრალიის ტერიტორიებზე. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ზემოთჩამოთვლილი კლასები ადამიანის წინამორბედები არიან და მათი ნამარხების წლოვანება 4 მილიონიდან 10 000 წლამდე მერყეობს დაახლოებით. ეს კი ადასტურებს იმას, რომ დედამიწა ნამდვილად 10 000წელზე მეტი ასაკისაა. ( თუ რა თქმა უნდა ათეისტებმა მთელი მსოფლიოს ანთროპოლოგები არ მოისყიდეს და ცნობები არ გააყალბებინეს...) ახლა ვნახოთ ამ საკითხზე რა აზრის არიან პალეონტოლოგები: უძველესი სიცოცხლე დედამიწაზე თარიღდება 3.4 მილიარდი წლით, კერძოდ დასავლეთ ავსტრალიაში აღმოჩენილია უძველესი მიკრონამარხი ბაქტერიისა რომელიც ზემოთხსენებული რიცხვებითაა დათარიღებული. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჟანგმადი არ არსებობდა ჩვენს პლანეტაზე, ბაქტერიას სიცოცხლის ფორმები მაინც გააჩნდა. ასეთია ოქსფორდის პროფესორის მარტინ ბრასიერის მოსაზრება, და არა მარტო მისი...ამ ფაქტებს კი ამყარებს ის, რომ პილბარას რეგიონში კარგადაა დაცული ნალექოვანი კლდეები და მეცნიერებისათვის თითქმის უტყუარ მასალას იძლევა. ეს კი ადასტურებს იმას, რომ დედამიწა ნამდვილად 10 000 წელზე მეტი ასაკისაა. ( თუ რა თქმა უნდა ათეისტებმა მთელი მსოფლიოს პალეონტოლოგები არ მოისყიდეს და ცნობები არ გააყალბებინეს...) ახლა ვნახოთ რა ხდება არქეოლოგიაში: გერმანიაში აღმოჩენილია კარგად შემონახული უძველესი ქვის იარაღი, რომელიც სავარაუდოდ ეკუთვნის ჰომოჰეიდელბერგენსს. ადამიანის ეს კლასი კი ცხოვრობდა დაახლოებით 300 000 წლის წინათ. ეს კი მხოლოდ ერთ ერთი მაგალითია იმ უამრავ ქვის იარაღს შორის, რომელიც შორეულ წარსულში მცხოვრებ ადამიანს ეკუთვნის...ეს კი ადასტურებს იმას, რომ დედამიწა ნამდვილად 10 000 წელზე მეტი ასაკისაა. (თუ რა თქმა უნდა ათეისტებმა მთელი მსოფლიოს არქეოლოგები არ მოისყიდეს და ცნობები არ გააყალბებინეს...) ასტროფიზიკა: ყველაზე ძველ ვარსკვლავად მიჩნეულია ჰაბლის ტელესკოპის დახმარებით აღმოჩენილი ვარსკვლავი სახელად "მათუსელა", რომლის სავარაუდო ასაკად 14.5 მილიარდ წეს ასახელებენ( აღარ ავხსნი იმას თუ როგორ ადგენენ ვასკვლავების ასაკს. შორს წაგვიყვანს...). უნდა ითქვას ისიც რომ დავის საგანია ამ ვარსკვლავის ასაკი, რადგანაც სამყაროს არსებობა 13.8 მილიარდი წლითაა დათარიღებული, გამოდს რომ რომელიღაცა ვერსია მცდარია თუმცა ეს ყველაფერი მაინც არ უშლის ხელს იმას, რომ დედამიწის 10 000 წლიანი ასაკი უარყოს, რადგანაც ჩვენი პლანეტის წარმოშობა პირდაპირ კავშირშია დიდ აფეთქებასთან და დედამიწის "ბიბლიური ასაკი" ყოველგვარი ლოგიკის ჩარჩოებს სცდება. უძველესი ასტეროიდის მიერ გაკეთებული კრატერი კი რომელიც გრელანდიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა 3 მილიარდზე მეტი წლითაა დათარიღებული. ეს ყველაფერი კი ადასტურებს იმას, რომ დედამიწა ნამდვილად 10 000 წელზე მეტი ასაკისაა. ( თუ რა თქმა უნდა ათეისტებმა მთელი მსოფლიოს ასტროფიზიკოსები და კოსმოლოგები არ მოისყიდეს და ცნობები არ გააყალბებინეს...) აღარაფერს ვამბობ ბიოლოგების და გენეტიკოსების მიერ უძველეს ცოცხალ ორგანიზმებზე მინიჭებლ ასაკებზე. და თქვენ ამ მონაცამების შემდეგ კი უდრეკათ ბრძანებთ, რომ დედამიწის ასაკი სულ რაღაც რამოდენიმე ათასი წლისაა და ამ ყველაფრის საფუძვლად მოგყავთ მზის შეკუმშვისა თუ გაფართოების, მთვარის რეცესიის, მეტეორიტების დაბომბვისა და სხვა ძნელად შესწავლადი მოვლენების მაგალითები, რომელთა მოქმედების დინამიკა მეცნიერებისათვის უცნობია და შესაძლებელია ისინი წარსულში სხვა ტემპებით მოქმედებდნენ. შეუძლებელია ყველაფრის დეტალურად განმარტება. მე ისევ ვიმეორებ, რომ მეცნიერებებში არის ბევრი ხარვეზი და შეუსაბამობები რადგანაც ხელთ არ მოიპოვება ყველა ფაქტი და შეუძლებელია განსაზღვრო შორეულ წარსულში მომხდარი ყველა მოვლენა, თუმცა ის, რომ ჩემს მიერ ზემოთჩამოთვლილი მეცნიერებები ყველა ერთდროულად და ერთნაერად ცდება დედამიწისა და სამყაროს დათარიღებაში ცოტა არ იყოს არაა ლოგიკური. 21-ე საუკუნეში მგონი მოგვეპოვება იმგვარი ტექნიკური შესაძლებლობები, რომ მეტნაკლებათ სწორად განვსაზღვროთ სხვადასხვა მოვლენისა თუ ნამარხის ასაკი და მილიონობით და მილიარდობით წლიანი ცდომილება არ მოგვივიდეს. რაც შეეხება ბიბლიაში არსებულ უამრავ შეუსაბამობასა და მის დამწერლებისაგან გამოვლენილ დიდ მეცნიერულ უცოდინრობაზე სხვა პოსტებში განვიხილავ თუ ნებას დამრთავთ. მანამდე კი თუ შეიძლება 2 სიტყვით უპასუხეთ ჩემს მიერ ნახსენებ ცოცხალი ორგანიზმების ევოლციურ ფაქტების დამამტკიცებელ გარემოებებზე... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 01:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი