![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Ochopintre 1 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 20-April 13 წევრი № 13,096 ![]() |
მაინტერესებს ქრისტიანული მოძღვრების დამოკიდებულება ადამიანის განვითარების ევოლუციის თეორიის შესხებ.
თუ ძველ აღთქმაში აღწერილ "პირველ ადამიანთა"(ადამის, ევას, კაენის, აბელისა და მათი შემდგომი შთამომავლობის) ცხოვრებისს წესს დავაკვირდებით ადვილი მისახვედრია, რომ ისინი პრიმატები არ იყვნენ, მათ შეეძლოთ აზროვნება და საუბარი, ანუ ბიბლიის მიხედვით უფალს თავიდანვე მოაზროვნე ადამიანი შეუქმნია. თუმცა სხვას ამტკიცებს ანთროპოლოგია. მრავალწლიანი არქელოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის ადამიანთა ნამარხები, რომელთა განვითარება დროსთან ერთად იზრდება. ანუ პირველყოფილი პალეონთროპებიდან ჰომოსაპიენსამდე. ხოლო ის პრიმატები, რომელთა ნამარხი რამდენიმე მილიონი წლით არის დათარირებული სრულიად განსხვავდება ბიბლიაში აღწერილ პირველი ადამიანებისაგან. ბუნებაში კი დევოლუცია დაუშვებელია. შეუძლებელია ადამიანი გარკვეული გონებრივი შესაძლებლობებით გაჩენილიყო და შემდეგ დევოლუცია განეცადა პრიმატებისკენ და შემდეგ ისევ ევოლუცია ჰომპასპიენსამდე. მაინტერესებს რატომაა ამ საკითხში ამხელა შეუსაბამობა რელიგიასა და მეცნიერებას შორის? |
![]() ![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
Ochopintre 1
როგორც ჩანს, მხოლოდ გადახედეთ პოსტებს, არათუ გაეცანით. მოკლედ რომ გითხრათ, ქრისტიანული რელიგიის "ერთადერთი" წყარო ბიბლია ნამდვილად არ არის. არც ისაა ბიბლიის და საერთოდ თეოლოგიის მიზანი, მეცნიერულ მატერიალური სამყაროს მეცნიერულ კვლევებს, მეცნიერულ ინფორმაციებს გვაზიაროს, ან რომელიმე სამეცნიერო დისციპლინაში გაგვარკვიოს, იქნება ეს ათროპოლოგია, ფსიქოლოგია, ბიოლოგია, ფიზიკა-მათემატიკა, გეორგრაფია და სხვ. არ იქნებოდა იმის გააზრება ურიგო, თუ არა მნიშვნელოვანი, რომ ბიბლიის, საღვთისმეტყველო აზროვნების, და ზოგადად ღვთის მიზანი არის, შეუქმნელ ჭეშმარიტებას გვაზიაროს, გაგვიცადოს ვინ არის ღმერთი, რა ნებავს ღმერთს, როგორია მისი მიზანი ადამიანთა ბედნიერებისა, ერთი სიტყვით, გაგვიცხადოს და გვაზიაროს სულიერი სიმართლეს, მშვენიერებასა და ჰარმონიას. ის ღვთივშთაგონებული ადამიანები, რომლებიც წერდნენ ბიბლიას, შეუმცდარი ღვთისმეტყველნი იყვნენ, როცა ღმერთზე, სულიერ საგნებზე საუბრობენ არ ცდებიან. მათი ღვთივშთაგონებულობა, განღმრთობილობა არ გულისხმობს იმას, რომ შექმნილ სამყაროზე ყველაფერი უწყოდნენ სამეცნიერო თვალსაზრისით. ამჟამ, ეს შემიძლია გითხრათ, ვფფიქრობ, დაინტერესდით. |
Ochopintre 1 |
![]()
პოსტი
#3
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 20-April 13 წევრი № 13,096 ![]() |
Ochopintre 1 როგორც ჩანს, მხოლოდ გადახედეთ პოსტებს, არათუ გაეცანით. მოკლედ რომ გითხრათ, ქრისტიანული რელიგიის "ერთადერთი" წყარო ბიბლია ნამდვილად არ არის. არც ისაა ბიბლიის და საერთოდ თეოლოგიის მიზანი, მეცნიერულ მატერიალური სამყაროს მეცნიერულ კვლევებს, მეცნიერულ ინფორმაციებს გვაზიაროს, ან რომელიმე სამეცნიერო დისციპლინაში გაგვარკვიოს, იქნება ეს ათროპოლოგია, ფსიქოლოგია, ბიოლოგია, ფიზიკა-მათემატიკა, გეორგრაფია და სხვ. არ იქნებოდა იმის გააზრება ურიგო, თუ არა მნიშვნელოვანი, რომ ბიბლიის, საღვთისმეტყველო აზროვნების, და ზოგადად ღვთის მიზანი არის, შეუქმნელ ჭეშმარიტებას გვაზიაროს, გაგვიცადოს ვინ არის ღმერთი, რა ნებავს ღმერთს, როგორია მისი მიზანი ადამიანთა ბედნიერებისა, ერთი სიტყვით, გაგვიცხადოს და გვაზიაროს სულიერი სიმართლეს, მშვენიერებასა და ჰარმონიას. ის ღვთივშთაგონებული ადამიანები, რომლებიც წერდნენ ბიბლიას, შეუმცდარი ღვთისმეტყველნი იყვნენ, როცა ღმერთზე, სულიერ საგნებზე საუბრობენ არ ცდებიან. მათი ღვთივშთაგონებულობა, განღმრთობილობა არ გულისხმობს იმას, რომ შექმნილ სამყაროზე ყველაფერი უწყოდნენ სამეცნიერო თვალსაზრისით. ამჟამ, ეს შემიძლია გითხრათ, ვფფიქრობ, დაინტერესდით. მე ერთხელ უკვე ავღნიშნე, რომ ბიბლიის როგორც ქრისტიანული მოძღვრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს "ადამიანურ" საკითხთან მიმართებაში, ანუ ვეთანხმები იმას, რომ ქრისტიანული სწავლება ქადაგებს წმინდა მორალურ და მაღალ ეთიკურ ცხოვრების წესს და ეს მშვენიერია, ის ზოგადად ადამიანებს სათონებასა შემწყნარებლობას ასწავლის (თუმცა უხვადაა ბიბლიში შეუბრალებელი დამოკიდებულება და აგრესია ადამიანების მიმართ ) რასაც დღევანდელი გაგებით ჰუმანიზმი ეწოდება, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის მორალურ აღზრდას, მხოლოდ რელიგიური სწავლება არ განაპირობებს, ეს უფრო იმ სოციუმის დამსახურებაა სადაც პიროვნებას უწევს აღზრდა და ჩამოყალიბება, ასევე დიდ როლს ბუნებრივი და გენეტიკური მყოფადობა განაპირობებს. თუმცა პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: საღვთო წიგნში მოხსენიებული ყოველი ფრაზა და სიტყვა პატივის ცემას უნდა იმსახურებდეს მისი მიმდევრების მხრიდან, რადგანაც ქრისტიანების თქმით ბიბლია, სახარებები და ზოგადად მართმადიდებლური სწავლება "ღვთის მეტყველებაა" და აქ დაუშვებელია ლაფსუსი, ხარვეზი და რაიმე შეუსაბამობა( თუნდაც საუბარი იყოს არასულიერ საგნებზე), წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი წყარო არ იმსსახურებს აღიარებას, ხოლო მას პატივს მივაგებთ როგორც სწორი ცხოვრებისეული სიბრძნის მქადაგებელს(მაგალითად როგორც სულხან-საბა ორბელიანის იგავ არაკებს) და არა, როგორც მატერიალურ რეალობას, რაც კრეაციონისტების თქმით ჭეშმარიტებას წარმოადგენს. ცივილიზაციის წინ სვლისა და ტექნიკური პროგრესის ფონზე კი ეტაპობრივად ვხედავთ იმას, რისი დანახვაც არ სურთ თეისტებს, და რაც საფრთხეს უქმნის ყოველივე ზემოთ ხსენებულს. სწორედ აქ დგას პრობლემა, იკვეთება სიცრუე და "არაღვთიურობა ", რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მისი საზოგადოების მხრიდან აღიარების საკითხს. დღეს ყველა მსოფლიო რელიგიის მიმდევართ არ აქვთ ლოგიკურად გამართლებული მიზეზი აღიარონ ის რასაც აღიარებენ... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 01:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი