![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Ochopintre 1 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 20-April 13 წევრი № 13,096 ![]() |
მაინტერესებს ქრისტიანული მოძღვრების დამოკიდებულება ადამიანის განვითარების ევოლუციის თეორიის შესხებ.
თუ ძველ აღთქმაში აღწერილ "პირველ ადამიანთა"(ადამის, ევას, კაენის, აბელისა და მათი შემდგომი შთამომავლობის) ცხოვრებისს წესს დავაკვირდებით ადვილი მისახვედრია, რომ ისინი პრიმატები არ იყვნენ, მათ შეეძლოთ აზროვნება და საუბარი, ანუ ბიბლიის მიხედვით უფალს თავიდანვე მოაზროვნე ადამიანი შეუქმნია. თუმცა სხვას ამტკიცებს ანთროპოლოგია. მრავალწლიანი არქელოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის ადამიანთა ნამარხები, რომელთა განვითარება დროსთან ერთად იზრდება. ანუ პირველყოფილი პალეონთროპებიდან ჰომოსაპიენსამდე. ხოლო ის პრიმატები, რომელთა ნამარხი რამდენიმე მილიონი წლით არის დათარირებული სრულიად განსხვავდება ბიბლიაში აღწერილ პირველი ადამიანებისაგან. ბუნებაში კი დევოლუცია დაუშვებელია. შეუძლებელია ადამიანი გარკვეული გონებრივი შესაძლებლობებით გაჩენილიყო და შემდეგ დევოლუცია განეცადა პრიმატებისკენ და შემდეგ ისევ ევოლუცია ჰომპასპიენსამდე. მაინტერესებს რატომაა ამ საკითხში ამხელა შეუსაბამობა რელიგიასა და მეცნიერებას შორის? |
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
Ochopintre 1
ციტატა კი ბატონო სახარებებზე იყოს... ოხონდ ეს საკითხი როგორც მახსოვს მოძღვრის კითხვებში დავსვი და მგონი სხვა ნიკითაც, რაც შენ ამიკრძალე. მაშინ გავხსნი ახალ თემას ანაც აქვე გავაგრძელოდ, მე ასე მირჩევნია შენ თუ წინააღმდეგი არ ხარ... მე კი არ აგიკრძალე მეგობარო , ფორუმის წესები კრძალავენ რამდენიმე ნიკის ქონდას , რაც შეეხება ახალი თემის გახსნას ეს საჭირო არაა და შეგიძლია ისევ იმ თემაში განაგრძო საუბარი , რადგან განყოფილებიდან გადმოტანილია . ციტატა ანუ შენი მტკიცებით ყველა მეცნიერება ცდება დედამიწის დათარიღებაში, ანაც ცნობები გაყალბებულია? ყველა მეცნიერი? უცხოელებს თავს დავანებებ და ზაზა ოსმანოვზე თუ გსმენია რამე? და არა მარტო მაგაზე , ახლა დავდებ დღევანდელ მკვლევართა ჩამონათვალს მეორე თემაში , მართალია სხვა მიზნისთვის მაგრამ თუ გადახედავ ურიგო არ იქნება . ციტატა თუმცა უხვადაა ბიბლიში შეუბრალებელი დამოკიდებულება და აგრესია ადამიანების მიმართ ) მოდი გამოვიცნობ რაზე საუბრობ ხომ? შენ გულისხმობ ძველი აღთქმის რამდენიმე მომენტს . ძალიუან სამწუხაროა , რომ ისინი შესწავლილი არ გაქვს კარგად . აი მაგალითად , მე და აკაკის გვაქვს ბედნიერება ძველ აღთქმას გვასწავლიდეს ბატონი გიორგი გვასალია , დამიჯერე ამ კაცის ლექციების მოსმენაც კი საკმარისია , რომ ეგეთი მცდარი შეხედულებები არ გქონდეს ამ საკითხზე . და რადგან ამ მომენტში მას გაცნობილი არ ხარ , ამიტომ გეუბნევი რომ მხოლოდ სახარების ,,ცდომილებების'' შესახებ მესაუბრო , რადგან ძველ აღთქმაზე ლაპარაკი სპეციპიკურია და არ მინდა მხოლოდ თეოლოგიურ ჭრილში გადავდეს საუბარი .. ციტატა დღეს ყველა მსოფლიო რელიგიის მიმდევართ არ აქვთ ლოგიკურად გამართლებული მიზეზი აღიარონ ის რასაც აღიარებენ... ჩვენ გვაქვს ყველანაირად გამართლებული მიზეზი რომ ვიყოთ მართლმადიდებელი , აი იმის მიზეზს კი ვერ ვხედავთ თუ რატომ არ უნდა ვიყოთ მართლმადიდებელი . აქ კიდევ ერთხელ ახსენე შენ ცდომილებები წმ.წერილში . მეც კიდევ ერთხელ გთავაზობ , რომ გვითხრა სახარებისეულ შეცდომებზე . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 02:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი