![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Ochopintre 1 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 20-April 13 წევრი № 13,096 ![]() |
მაინტერესებს ქრისტიანული მოძღვრების დამოკიდებულება ადამიანის განვითარების ევოლუციის თეორიის შესხებ.
თუ ძველ აღთქმაში აღწერილ "პირველ ადამიანთა"(ადამის, ევას, კაენის, აბელისა და მათი შემდგომი შთამომავლობის) ცხოვრებისს წესს დავაკვირდებით ადვილი მისახვედრია, რომ ისინი პრიმატები არ იყვნენ, მათ შეეძლოთ აზროვნება და საუბარი, ანუ ბიბლიის მიხედვით უფალს თავიდანვე მოაზროვნე ადამიანი შეუქმნია. თუმცა სხვას ამტკიცებს ანთროპოლოგია. მრავალწლიანი არქელოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის ადამიანთა ნამარხები, რომელთა განვითარება დროსთან ერთად იზრდება. ანუ პირველყოფილი პალეონთროპებიდან ჰომოსაპიენსამდე. ხოლო ის პრიმატები, რომელთა ნამარხი რამდენიმე მილიონი წლით არის დათარირებული სრულიად განსხვავდება ბიბლიაში აღწერილ პირველი ადამიანებისაგან. ბუნებაში კი დევოლუცია დაუშვებელია. შეუძლებელია ადამიანი გარკვეული გონებრივი შესაძლებლობებით გაჩენილიყო და შემდეგ დევოლუცია განეცადა პრიმატებისკენ და შემდეგ ისევ ევოლუცია ჰომპასპიენსამდე. მაინტერესებს რატომაა ამ საკითხში ამხელა შეუსაბამობა რელიგიასა და მეცნიერებას შორის? |
![]() ![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ციტატა საღვთო წიგნში მოხსენიებული ყოველი ფრაზა და სიტყვა პატივის ცემას უნდა იმსახურებდეს მისი მიმდევრების მხრიდან, რადგანაც ქრისტიანების თქმით ბიბლია, სახარებები და ზოგადად მართმადიდებლური სწავლება "ღვთის მეტყველებაა" და აქ დაუშვებელია ლაფსუსი, ხარვეზი და რაიმე შეუსაბამობა( თუნდაც საუბარი იყოს არასულიერ საგნებზე), წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი წყარო არ იმსსახურებს აღიარებას, ხოლო მას პატივს მივაგებთ როგორც სწორი ცხოვრებისეული სიბრძნის მქადაგებელს(მაგალითად როგორც სულხან-საბა ორბელიანის იგავ არაკებს) და არა, როგორც მატერიალურ რეალობას, რაც კრეაციონისტების თქმით ჭეშმარიტებას წარმოადგენს. ცივილიზაციის წინ სვლისა და ტექნიკური პროგრესის ფონზე კი ეტაპობრივად ვხედავთ იმას, რისი დანახვაც არ სურთ თეისტებს, და რაც საფრთხეს უქმნის ყოველივე ზემოთ ხსენებულს. სწორედ აქ დგას პრობლემა, იკვეთება სიცრუე და "არაღვთიურობა ", რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მისი საზოგადოების მხრიდან აღიარების საკითხს. დღეს ყველა მსოფლიო რელიგიის მიმდევართ არ აქვთ ლოგიკურად გამართლებული მიზეზი აღიარონ ის რასაც აღიარებენ... საღვთო წიგნში მოხსენებული ყოველი ფრაზა და სიტყვა პატივისცემას არ იმსახურებს, როგორც თითქმის ყველგან, აქაც ნახსენებია "მეძავი", "მრუში", "მკვლელი", "უწმინდური", "გარყვნილი", "ღვთისა და კაცთა მოძულე", "შურიანი" და სხვ. რაც შეეხება ნახსენებ "ღვთისმეტყველებას", სავსებით ცხადია, რომ წმინდა წერილი ნამდვილად ღვთისმეტყველებაა. მაგრამ, რას ნიშნავს ღვთისმეტყველება - ესაა საუბარი, მოძღვრება ღმერთის შესახებ, მისი არსის რაგვარობის, მისი თვისებების, მისი პიროვნების, მისი მიზნების, ნების, ჩანაფიქრის გაცხადება. ესაა ერთგვარი სფერო, საგანი მეცნიერებისა (არ მინდა ეს სიტყვა თავისი პოპულარული მნიშვნელობით გავიგოთ, არამედ, როგორც ადამიანის სწრაფვა რაღაცის შემეცნებისა და გაზიარებისკენ), რომლის მიზანია შეიცნოს, გაიგოს, მიხვდეს ღმერთის ვინაობას, რაგვარობას, მის არსებას გაუგოს და გაიცნოს იგი, როგორც პიროვნება. "ღვთისმეტყველება" არ ნიშნავს ღვთის საუბარს (ერთგვარ ლექციებს ღვთისგან) ამა თუ იმ საგნის შესახებ, როგორებიცაა მაგალითად ხილული სამყაროს, ცოცხალი ორგანიზმების, ადამიანების, ცხოველების აგებულებასა და სტრუქტურაზე საუბარს. ღვთისმეყველება არის საუბარი, სწავლა-მოძღვრება ღმერთის შესახებ და, ცხადია, ღმერთის შესახებ თავად მისგან ვიგებთ (რასაც წერილში ვკითხულობთ), მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ღვთისმეტყველება", როგორც ასეთი, ღმერთის საუბარია. წმინდა წერილში ღმერთი საუბრობს, წმინდა წერილი კი ღმერთზე საუბრობს (ღვთისმეტყველებს) - ასე უნდა გვესმოდეს "ღვთისმეტყველება. ლაფსუსს და შეუსაბამობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, არ არსებობს რაიმე შეუსაბამობა და ხარვეზი, როცა იგი ღმერთზე, სულიერ საგნებზე საუბრობს, მაგრამ ნამდვილად ვერ დაგეთანხმებათ ქრისტიანული ეკლესია იმაზე, რომ იგი გამორიცხულია არასულიერ, მატერიალურ საგნებთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია ღვთივშთაგონებულია, მას ადამიანები წერდნენ, რომლებიც საუბრობდნენ რა რაიმე გამიზნულ საკითხებზე, ბუნებრივია, საუბარში უხდებოდათ და ეხებოდნენ მატერიალურ საკითხებსაც. ღვთისგან შთაგონება მათ ისევ ღმერთზე და სულიერ საწყისებზე, სულიერ სიმართლეებზე სასაუბროთ მიენიჭათ, არა მატერიალურ სამყაროზე. ერთ-ერთი და, როგორც აღნიშნავენ, უმთავრესი და უცხადესი რამ, რასაც ბიბლია სამყაროზე აცხადებს და ხაზს უსვამს არის ის, რომ მას მიეცა დასაბამი, იგი ოდესღაც შეიქმნა და ჰყავს გონიერი შემოქმედი, რომელიც ქმნის მას გააზრებულად, მასში დებს მიზანს. ეს არის უმნიშვნელოვანესი, ბიბლიის პირველივე წიგნის პირველ გვერდებზე, სწორედ ამას უცხადებს ღმერთი ადამიანებს. სხვა შემთხვევებში, ბუნებრივია, ის ადამიანები, რომლებიც წერდნენ ბიბლიას და საუბრობდნენ ყოფით, მატერიალურ საკითხებზე, იმ ცოდნას ემყარებოდნენ და იმის მიხედვით საუბრობდნენ, რაც იმ დროში იყო. კიდევ გავიმეორებ, რომ შთაგონება მათ ღმერთისგან არამატერიალურ, მეტაფიზიკურ საგნებზე სასაუბროთ მიიღეს, რათა ადამიანებისათვის სულიერი ჭეშმარიტება გაეცხადებინათ. ხილულ სამყაროზე საუბრისას, კარგი მაგალითი იქნება თვასაჩინოებისთვის ადამისა და ევას სამოთხეში ყოფის გახსენება. რას ეუბნება მათ ღმერთი და რაზე ესაუბრება? კვლავ და კვლავ ის მათ აძლევს მცნებას, აუწყებს როგორ იურთიერთონ ღმერთთან და რა არის ამისათვის საჭირო (ანუ აქაც ღმერთი ადამიანებს მეტაფიზიკურ რეალობაზე ესაუბრება, რადგან მისი მიზანი ესაა). ხოლო როცა საქმე ეხება ადამიანის მიმართებას ხილულ სამყაროზე, ის ეუბნება: "ღმერთად დამიდგენიხარ ამ სამყაროში, რადგან ყველაფრის უფალი ხარ. ყოველივე შენია, იზრუნე მასზე". ეს კი იმას გულისხმობს, რომ გაიგო მისი რაობა, მისი პრობლემები (განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ადამიანის დაცემამ ბუნებას მოსწია), დამეთახმებით, ეს იგივე მეცნიერებაა. კიდევ მინდა გავიხსენო, თუ რა ხასიათისაა ღვთის საუბარი, როგორაა ხაზგასმული რას ამბობს უფალი, წერია: " "ამას ამბობს უფალი (ხაზგასმულია რას ამბობს, რა ხასიათის საუბრებია), მოიქეცით ჩემდა, მომაპყარით თქვენი გულისა და გონების თვალები, თუკი მოინანიებ, შენი ცოდვები კუპრივით შავიც რომ იყოს თოვლივით გავასპეტალებ, რადგან მინდა გაიგო, რომ მე ვარ სიცოცხლე და ჩემით იცოცხლებ საუკუნოდ, ეს იქნება შენი და შენი მოდგმის კურთხევა". მაგრამ ღმერთს არ უთქვამს: "შეხედე, ეს ხეა! მას აქვს ფესვები, ღერო, ფოთლები, ნაყოფი. მისი ღერო სხვადასხვა გარსისაგან შედგება. აი, შეხედე, თითოეული საგანი სულ მცირე უჯრედებისაგან შედგება. იცოდე, მცენარე რომ გაიზარდოს წყალი უნდა უსხა და მისთ". კრეაციონისტებს რაც შეეხებათ, მათ ისეთ დროს მოუწიათ ჩაბმა ამ პრობლემებში, როცა მეცნიერებამ იმ (IXX, XX სს.) დროში წარმოუდგენელ და შესანიშნავ აღმოჩენებს გაეცნო და წარუდგინა მთელს მსოფლიოს. რომ ითქვას, მეცნიერება IXX და XX საუკუნემდეც არსებობდა შესაბამისი სახითა და გვარით და მას პრობლემა არ ჰქონია, ეარსება მორწმუნე საზოგადოებაში). ბუნებრივი იყო, ამ ყველაფერს გააზრება სჭირდებოდა, რაც დროის უმოკლეს ვადაში ვერ მოხერხდა და სხვა გზით წარიმართა აღნიშნულ პრობლემატიკაზე დისკუსიები. ცხადზე უცხადესია, ბიბლია კერპი არ არის, ბიბლია არ არის ღმერთი. დანახვა და არდანახვა ახსენე, მინდა გითხრა, როგორც ყველგან, ისე აქაც ვხვდებით როგორც გაუკუღმართებულ, გადაგვარებულ (ან, უბრალოთ, შესაბამისი განთლების უქონელ, მაგრამ გულწრფელ) "თეისტს", ისე "ათეისტს". ამდენად, არ არის სანდრო ის გავრცელებული მოსაზრება, რომ, თითქოს, თეისტებს არ სურთ აღიარონ ის სიცხადე, რასაც მეცნიერება ავლენს თავისი განვითარებისას დროდადრო. მინდა გითხრა, არათუ აღიარებს, სიხარულითაც კი ხვდება, რადგან ამაზე უკეთ და დიდებულად განა რამე ხდის თვალსაჩინოთ იმ დიდებულებას, რაც ღმერთმა შექმნა, ადამიანი რომ ჰქვია. დროის ცვლასთან ერთად, იცვლება ადამიანის ცოდნაც ხილულ და ცვალებად სამყაროზე. რადგან ბიბლიაზე ვსაუბრობ, არ იქნება ცუდი თუ ამასაც გავიაზრებთ: კაცობრიობის კულტურული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული ხასიათის ლიტერატურა იქმნებოდა. ანტიკური ხანიდან გვაქს შემორჩენილი ისეთი ლიტერატურული ნიმუშები, როგორებიცაა მაგალითად, ჰომეროსის ორი, ცნობილი თხზულება. მასში, ცხადია, მატერიალურ საკითხებთან მიმართებაში ის ცოდნაა ნაჩვენები და გატარებული, რაც იმ დროში არსებობდა. ვთქვათ, იმ დროინდელი კოსმოლოგია, წარმოდგენა სამყაროს აგებულებაზე, რომ ვარსკვლავები მხოლოდ წერტილებია. მაგრამ, რადგან მომდევნო საუკუნეებში უკვე გავარკვიეთ, რომ ეს ასე არაა, სრულიად არ აკნინებს ამ თხზულებათა ღირსებას, რადგან ხვდები, რომ ჰომეროსს სულაც არ ჰქონდა მიზნად, შენ კოსმოლოგი გამხდარიყავი, ან გცოდნოდა მთვარეზე როგორი კრატერებია, როცა ნაწარმოებს წერს, იგი ცდილობს გასიამოვნოს ცხოვრებით, გასწავლოს ადამიანური ცხოვრება, რომ სანამ ცოცხალი ხარ თავი ბედნიერად იგრძნო. არ ვიცი, გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ, მე მგონი, სასარგებლო იქნება ამ ყველაფრის გააზრება. და თხოვნა მექნება, ისე, სასხვათაშორისოდ ნუ გადაავლებ თვალს ამ ნაწერებს. მადლობა, რომ დაინტერესდი ასეთი საკითხებით. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 01:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი